⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.08.2018)
გაუქმებულია:

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

მიღების თარიღი 12.08.2016
ძალის დაკარგვა 14.08.2018
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010190020.35.153.016337
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 238 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.08.2016 მიღება
14.08.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ სოლოღაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 2016 წლის 12 აგვისტო ქ. მცხეთა წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის  შესაბამისად,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო შენობა-ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, ასევე სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში. 2. აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა  მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე. 3. საარჩევნო  პლაკატების გაკვრა დასაშვებია სპეციალურ სტენდებსა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე. 4. სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი).  5. ამ დადგენილების გათვალისწინებით საარჩევნო პლაკატის გაკვრა დასაშვებია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე    საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით.  6. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ადგილებში საარჩევნო სუბიექტებმა უზრუნველყონ საკუთარი სააგიტაციო მასალების გამოკვრა და გამოფენა იმ ფორმით, რომ დაცულ იქნეს წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) მონაწილე ყველა სუბიექტის თანაბარი შესაძლებლობა, ისარგებლოს სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილებით. 7. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ადგილებში, საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა დგინდება შესაბამისი ადგილის ფართობის გათვალისწინებით. 8. დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ სოლოღაშვილი