საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №481
სარეგისტრაციო კოდი 480180000.22.034.016561
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.08.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების
წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№481
2016 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესის დამტკიცების შესახებ
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
დანართი
საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესი
მუხლი 1🔗
1. საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან (შემდგომში – სასაზღვრო გამტარი პუნქტი) №2 და №3 კატეგორიის სატვირთო ავტომობილების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) რიგების მოწესრიგების პირობებს.
2. ამ წესის მიზანია სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან საგზაო მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილება.
მუხლი 2🔗
1. საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მიზნით „სარფის“, „ყაზბეგის“ ან „წითელი ხიდის“ სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმართულებით გადაადგილებული სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია, საგზაო მოძრაობა გააგრძელოს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებულ სპეციალურ ავტოსადგომზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღებული ქვითრის შესაბამისად განსაზღვრული რიგითობის დაცვით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სპეციალური ავტოსადგომი წარმოადგენს ავტოსადგომს, რომელიც აკმაყოფილებს „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და რომლის მეშვეობითაც რიგების მართვას უზრუნველყოფს სსიპ – შემოსავლების სამსახური „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
სასაზღვრო გამტარ პუნქტთან სატვირთო ავტომობილების რიგის მოწესრიგების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი:
ა) ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვას;
ბ) მიუთითებს რიგში მდგომ სატრანსპორტო საშუალებებს და განალაგებს მათ იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული მოძრაობის შეფერხება და გადაადგილების შეზღუდვა;
გ) საცობის შექმნის შემთხვევაში იღებს ზომებს რიგების ოპერატიულად განტვირთვისათვის;
დ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სატვირთო ავტომობილების მძღოლთა ინფორმირებას სპეციალურ ავტოსადგომზე შესვლისა და მიღებული ქვითრით განსაზღვრული რიგითობის დაცვის პროცედურის შესახებ;
ე) საჭიროების შემთხვევაში ზღუდავს, კრძალავს ან ცვლის სატვირთო ავტომობილების მოძრაობას.
მუხლი 4🔗
სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების მიზნით პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.