შპს „ქართულ სამშენებლო მასალების კომპანიაზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1572
2016 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
შპს „ქართულ სამშენებლო მასალების კომპანიაზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების საფუძველზე, მიეცეს თანხმობა სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიტანოს ცვლილება შპს „ქართულ სამშენებლო მასალების კომპანიაზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №1002891 ლიცენზიაში, კერძოდ:
ა) მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის (საცემენტე კირქვის) ჯამური ოდენობა, ლიცენზიის მოქმედების დარჩენილ პერიოდში (2034 წლის 20 დეკემბრამდე), განისაზღვროს 64 791 516 ტონის ოდენობით;
ბ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან 24 თვის ვადაში, გადაიხადოს 2 325 200 (ორი მილიონ სამას ოცდახუთი ათას ორასი) ლარის ინდექსირებული ღირებულება, ხოლო ინდექსაციის კოეფიციენტად მიღებულ იქნეს ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან გადახდის მომენტისათვის ფაქტობრივი ინფლაციის ინდექსი (CPI);
გ) შპს „ქართული სამშენებლო მასალების კომპანია“ ვალდებულია, ამ განკარგულების „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდგომ, განახორციელოს რესურსის (საცემენტე კირქვა) მოპოვება გაზრდილ ოდენობაზე;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს კომერციული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია ამ განკარგულების „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის ტოლფასი თანხის 5 %-ის ოდენობაზე, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს ამავე „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას (ძალაში უნდა იყოს ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან 26-ე თვის ბოლომდე).
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „ქართულ სამშენებლო მასალების კომპანიაზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ქართულ სამშენებლო მასალების კომპანიაზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.08.2016.
- როდის იქნა მიღებული „შპს „ქართულ სამშენებლო მასალების კომპანიაზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „შპს „ქართულ სამშენებლო მასალების კომპანიაზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 03.08.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1572. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021959.
- სად არის „შპს „ქართულ სამშენებლო მასალების კომპანიაზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.08.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ქართულ სამშენებლო მასალების კომპანიაზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №1572, 03.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021959 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3375418/