⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.08.2018)
გაუქმებულია:

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

მიღების თარიღი 16.08.2016
ძალის დაკარგვა 14.08.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010190020.35.175.016128
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 470 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.08.2016 მიღება
14.08.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 ქ.მცხეთა
2 ქ.მცხეთა
3 ქ.მცხეთა
4 ქ.მცხეთა
5 ქ.მცხეთა
6 ქ.მცხეთა
7 ქ.მცხეთა
8 ქ.მცხეთა
9 ქ.მცხეთა
10 ქ.მცხეთა
11 ქ.მცხეთა
12 ქ.მცხეთა
13 ქ.მცხეთა
14 ქ.მცხეთა
15 ქ.მცხეთა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2016 წლის 16 აგვისტო ქ. მცხეთა წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე,  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია სააგიტაციო მასალის/საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლასია და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოს, პროკურატურის, სამხედრო შენაერთის, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, ასევე დანართ 1-ში მითითებულ სხვა შენობა-ნაგებობებზე. მუხლი 2🔗 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა. მუხლი 3🔗 საარჩევნო პლაკატები გაეკრას/განთავსდეს სპეციალური დანართ 2-ით განსაზღვრულ ადგილებზე. აღნიშნული დანართით გათვალისწინებული ტერიტორიების გარდა პლაკატების გაკვრა დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე. მუხლი 4🔗 ამ დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას  1 (ერთი) ცალი საარჩევნო პლაკატი, ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი). მუხლი 5🔗 ამ დადგენილების პირველი-მე-3 პუნქტების გათვალისწინებით საარჩევნო პლაკატის გაკვრა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა ობიექტზე, მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში. მუხლი 6🔗 ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი დანართი 1          ობიექტები, რომელზეც აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება     №                      მისამართი 1 ქ.მცხეთა არსენა ოძელაშვილის ძეგლი 2 ქ.მცხეთა აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სანდრო კანდელაკის ძეგლი 3 ქ.მცხეთა მამულაშვილის №7 მიხეილ მამულაშვილის ბაღი 4 ქ.მცხეთა აღმაშენებლის №136-ში მდებარე საბავშვო ბიბლიოთეკის შენობა 5 ქ.მცხეთა აღმაშენებლის №51 ქუჩაზე მდებარე ცესკოს შენობა 6 ქ.მცხეთა დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლა 7 ქ.მცხეთა აღმაშენებლის №73-ში მდებარე ყოფილი გამგეობის შენობა 8 ქ.მცხეთა რუსთაველის №72-ში მდებარე №5  ბაგა-ბაღი 9 ქ.მცხეთა არმაზის დასახლება № 6 საბავშვო ბაღი 10 ქ.მცხეთა აღმაშენებლის №106-ში მდებარე №1 საბავშვო ბაგა-ბაღი 11 ქ.მცხეთა გმირის №16-ში მდებარე №3 საბავშვო ბაგა-ბაღი 12 ქ.მცხეთა აღმაშენებლის №150-ში მდებარე №4 საბავშვო ბაგა-ბაღი 13 ქ.მცხეთა ნარეკვავის №2ა-ში მდებარე №2 საბავშვო ბაგა-ბაღი 14 ქ.მცხეთა მცხეთის №1 საჯარო სკოლა 15 ქ.მცხეთა მცხეთის №2 საჯარო სკოლა 16 ქ.მცხეთა ა(ა)იპ „მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა“. დანართი 2        ობიექტები, რომელზეც შესაძლებელია სააგიტაციო მასალებს განთავსება   №                       მისამართი 1 ქ.მცხეთა გარე განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელები 2 ქ.მცხეთა №1 საჯარო სკოლის ეზოში არსებული მინისტადიონი 3 ქ.მცხეთა აღმაშენებლისა და კოსტავას ქუჩებს შორის არსებული სკვერებში არსებული კედლები 4 ქ.მცხეთა სამხედროს №9-ში არსებული შენობა და მის მოპირდაპირედ არსებული საყრდენი კედელი 5 ქ.მცხეთა სამხედროს №12ა-სთან არსებული სკვერების საყრდენი კედელი 6 ქ.მცხეთა სამხედროს ქუჩაზე არსებული საყრდენი კედელი (საჯარო რეესტრიდან ღართიკარის ხევამდე) 7 ქ.მცხეთა ყოფილი სამშობიაროდან თბილისი-სენაკი-ლესელიძეს გზატკეცილამდე არსებული საყრდენი კედელი 8 ქ.მცხეთა აღმაშენებლის ქუჩაზე გედსემანიის მონასტრის ასასვლელიდან მდ.მტკვარზე გადასასვლელ ხიდამდე არსებული საყრდენი კედელი 9 ქ.მცხეთა ფარნავაზის მოედანზე არსებული საყრდენი კედელი 10 ქ.მცხეთა წერეთლის ქუჩაზე ყოფილი ტურბაზის შესასვლელში არსებული კედელი 11 ქ.მცხეთა თაყაიშვილის ქუჩაზე და არმაზის ქუჩაზე არსებული საყრდენი კედელი.