სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 13.06.2003
ძალის დაკარგვა 12.02.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №262
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 61, 24/06/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 893 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.06.2003 მიღება
12.02.2002 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №262 2003 წლის 13 ივნისი ქ. თბილისი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (2003 წლის 28 მარტი №2031-IIს) და „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ (2003 წლის 28 მარტი №2032-IIს) საქართველოს კანონების მოთხოვნებიდან გამომდინარე და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივი­დენდების ცენტრალური და ტერი­ტორიული ერთეულების ბიუჯეტში ამოღების მექანიზმის სრულყოფის მიზნით: 1. დამტკიცდეს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტე­რესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 აპრილის №257 ბრძანებულების პირველი პუნქტი. 2. დაწესდეს, რომ წმინდა მოგებიდან მიღებულ თანხას სააქციო საზოგადოება „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია“ ხუთი წლის განმავლობაში სრულად მიმართავს მაგისტრალური გაზსადენების ამორტიზირებული და მწყობრიდან გამოსული მონაკვეთების აღსადგენად და სარეაბილიტაციოდ. ე. შევარდნაძე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების წესი 1. ამ წესით რეგულირდება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების (შემდგომში – საწარმოების) წმინდა მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში სახელმწიფოს მონაწილეობისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ჩარიცხვის პროცესი. 2. საწარმოებში წმინდა მოგება ნაწილდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პარტნიორთა ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. წმინდა მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სახელმწიფოს სახელით წინადადებებს წარადგენს და მის ინტერესს იცავს სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტო“ (შემდგომში – სააგენტო) ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 3. წმინდა მოგების განაწილების შესახებ პარტნიორთა ან აქციონერთა საერთო კრებაზე სახელმწიფოს სახელით წარსადგენ ან მხარდასაჭერ წინადადებებს განიხილავს სააგენტო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი და ათანხმებს მას შესაბამისად საქართველოს ფინანსთა, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროებთან; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან; საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების შესაბამის ორგანოებთან. 4. წინადადებებს იმ საწარმოთა წმინდა მოგების განაწილების შესახებ, რომლებიც ამ წესის მე-8 პუნქტის შესაბამისად დივიდენდებს იხდიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, იხილავს საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროების წარმომადგენლებისაგან შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობა მტკიცდება აღნიშნული სამინისტროების ერთობლივი ბრძანებით და რომელთა თანათავმჯდომარეებს წარმოადგენენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი. 5. შეთანხმებული წინადადებები ფორმდება წერილობითი სახით, რომელშიც აისახება ბიუჯეტში დივიდენდების სახით გადასახდელი თანხის მოცულობა და მათი გადახდის ვადები. ამგვარი შეთანხმების გარეშე სააგენტოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს არა აქვს წმინდა მოგების გამოყენების შესახებ პარტნიორთა ან აქციონერთა საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და სახელმწიფო ინტერესების წარმოდგენის უფლება. 6. სააგენტო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი პარტნიორთა ან აქციონერთა საერთო კრების გამართვიდან 15 დღის განმავლობაში წმინდა მოგების განაწილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე წერილობით ინფორმაციას უდგენს შესაბამისად: საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროებს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის შესაბამის ორგანოებს. 7. საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს პარტნიორთა ან აქციონერთა საერთო კრების მიერ წმინდა მოგების განაწილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების იურიდიული გაფორმებიდან ერთ კვირაში დამტკიცებული ფორმის მიხედვით წარუდგინოს ინფორმაცია სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოში წმინდა მოგების განაწილების შესახებ (ფორმა – 3 დ). 8. უშუალოდ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებათა მიერ დაფუძნებული საწარმოები სახელმწიფოს კუთვნილ დივიდენდებს იხდიან ამისათვის საქართველოს ეროვნულ ბანკში სააგენტოსათვის სპეციალურად გახსნილ დივიდენდების დამაგროვებელ ანგარიშზე. აღნიშნულ ანგარიშზე მოხვედრილი თანხების ნაწილი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიიმართება სააგენტოს ანგარიშსწორების ანგარიშზე და გამოიყენება მისი საქმიანობის დასაფინანსებლად, ხოლო დარჩენილი თანხა მთლიანად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 9. საწარმოები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემა სამართავად ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, წლის სამეურნეო შედეგებით მიღებული წმინდა მოგებიდან სახელმწიფოს კუთვნილ დივიდენდებს რიცხავენ შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში, პარტნიორთა ან აქციონერთა საერთო კრების მიერ დადგენილ ვადებში. 10. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, აგრეთვე საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის შესაბამისი ორგანოები საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროებს ყოველკვარტალურად აწვდიან ინფორმაციას საწარმოთა წმინდა მოგების განაწილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებისა და შესაბამის ბიუჯეტებში დივიდენდების სახით ფაქტობრივად შემოსული თანხების მოცულობის შესახებ.