საქართველოს სახალხო დამცველის, აგრეთვე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 01.09.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №123
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016717
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/09/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,082 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ფოტო- ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, მასზე რეაგირებისა და სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის (მათ შორის, სპეციალური პროგრამის გამოყენებით) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 18.10.2025 ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 02.03.2022 პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 30.11.2020 სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 26.01.2021 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ვიდეომონიტორინგის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 06.10.2023

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახალხო დამცველის, აგრეთვე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების განხორციელების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №123 2016 წლის 1 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს სახალხო დამცველის, აგრეთვე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების განხორციელების შესახებ პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 ეს ბრძანება, პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) საქართველოს სახალხო დამცველის, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის წინასწარი წერილობითი თანხმობით სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის (შემდგომში – სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი) მიერ ფოტოგადაღების განხორციელების წესსა და პირობებს, დაწესებულებებში ფოტოაპარატის შეტანის წესსა და პირობებს, ასევე ფოტოაპარატის შემოწმების პროცედურებს. მუხლი 2🔗 1. საქართველოს სახალხო დამცველი, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია დაწესებულებაში განახორციელოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მათი უშუალო განთავსების ადგილისა და პირობების ფოტოგადაღება მხოლოდ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა წერილობითი თანხმობით. 2. საქართველოს სახალხო დამცველი, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია განახორციელოს დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გასეირნების ადგილების, საექიმო სამედიცინო პუნქტების, კვების ობიექტების, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის საპირფარეშოების და შეხვედრების ოთახების ფოტოგადაღება. 3. დაწესებულებაში აკრძალულია საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ ვიდეოგადაღება და იმ ობიექტის ფოტოგადაღება, რაც არ არის პირდაპირ გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 ნაწილით. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ფოტოგადაღება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ფოტოგადაღებისას არ ხდება სხვა პირთა იდენტიფიცირება და თუ ფოტოსურათზე არ აისახება სხვა ობიექტები, გარდა პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებელი ობიექტებისა. 4. საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრისათვის ამ ბრძანებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა დაუშვებელია და ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  მუხლი 3🔗 1. საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია სამინისტროს წინასწარ აცნობოს იმ ფოტოაპარატის მონაცემები (მარკა, მოდელი, სერია), რომლითაც უნდა მოხდეს დაწესებულებაში ფოტოგადაღება, ასევე იმ პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თანამდებობა), რომელმაც უნდა მოახდინოს ფოტოგადაღება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ასევე ნებისმიერი სახის ცვლილება დაკავშირებული უფლებამოსილი პირისა და ფოტოაპარატის მონაცემებთან, სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იყოს ფოტოგადაღების განხორციელებამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე. 3. დაუშვებელია დაწესებულებაში, საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ იმ ფოტოაპარატის შეტანა, რომელსაც აქვს ვიდეოგადაღების ფუნქცია. 4. ფოტოაპარატი, რომელშიც შესაძლებელია მეხსიერების ბარათის მოთავსება, ან/და სხვა ელექტრონულ მოწყობილობასთან დაკავშირება (მათ შორის USB კაბელით), დალუქული უნდა იყოს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ლუქის გამოყენებით იმგვარად, რომ მეხსიერების ბარათის ამოღება/სხვა ელექტრონულ მოწყობილობასთან დაკავშირება (მათ შორის USB კაბელით) შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე. 5. დაუშვებელია დაწესებულებაში, საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ იმ ფოტოაპარატის შეტანა, რომელსაც აქვს ინტერნეტთან უსადენოდ წვდომის ფუნქცია (ე.წ. WIFI), ასევე აღჭურვილია მონაცემთა გადაცემის უსადენო ტექნოლოგით (ე.წ. BLUETOOTH). 6. საქართველოს სახალხო დამცველის ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ, დაწესებულებაში გადაადგილებისას, ფოტოაპარატი მოთავსებული უნდა იყოს სპეციალურ ჩანთაში და გამოიყენებოდეს მხოლოდ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ფოტოგადაღების დროს. მუხლი 4🔗 1. საქართველოს სახალხო დამცველის ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ დაწესებულებაში შესვლამდე სავალდებულოა ფოტოაპარატისა და დაწესებულებაში შემსვლელი პირების შემოწმება ამ ბრძანების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებთან შედარების მიზნით, რომელსაც ატარებს დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე. უფლებამოსილი მოსამსახურე ვალდებულია შემოწმებისას ყურადღება გაამახვილოს ფოტოაპარატის ტექნიკურ მახასიათებლებზე, იმ ფოტოაპარატის დაწესებულებაში შეტანის თავიდან აცილების მიზნით, რომელსაც აქვს ვიდეოგადაღების ფუნქცია. 2. საქართველოს სახალხო დამცველის ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ დაწესებულებიდან გამოსვლისას დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ამოწმებს ფოტოაპარატზე ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ლუქის მთლიანობას. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემოწმება ფიქსირდება შესაბამის ჟურნალში (დანართი №1), რასაც ხელმოწერით ადასტურებს დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე და ფოტოაპარატის წარმომდგენი პირი. 4. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმებისას დადგინდა, რომ წარმოდგენილი ფოტოაპარატის მონაცემები არ შეესაბამება საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სამინისტროში წინასწარ გაგზავნილ მონაცემებს, ასევე, თუ დარღვეულია წარმოდგენილი ფოტოაპარატის ლუქის მთლიანობა, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ფოტოაპარატის წარმომდგენ პირს ჩამოართმევს ფოტოაპარატს და დალუქავს მისი თანდასწრებით, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი (დანართი №2) ორ ეგზემპლარად. ოქმის ერთი ეგზემპლარი ინახება დაწესებულებაში. 5. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმებისას დადგინდა, რომ ფოტოაპარატი წარმოდგენილია არა იმ პირის მიერ, რომლის თაობაზეც სამინისტრო იყო ინფორმირებული საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ფოტოაპარატის წარმომდგენ პირს ჩამოართმევს ფოტოაპარატს და დალუქავს მისი თანდასწრებით, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი (დანართი №3) ორ ეგზემპლარად. ოქმის ერთი ეგზემპლარი ინახება დაწესებულებაში. 6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გასაზღვრულ შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრსა (შემდგომში – მინისტრი) და საქართველოს სახალხო დამცველს, ხოლო ჩამორთმეული ფოტოაპარატი მიღება-ჩაბარების აქტითა და ამ ბრძანების №2 და №3 დანართების შესაბამისად შევსებულ ოქმთან ერთად გადაეცემა საქართველოს სახალხო დამცველს. მუხლი 5🔗 1.  საქართველოს სახალხო დამცველის ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრისათვის ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის ფაქტზე წასწრების ან დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ ხორციელდება ვიდეოგადაღება ან იმ ობიექტის ფოტოგადაღება, რაც არ არის პირდაპირ გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 ნაწილით, ასევე თუ ფოტოგადაღებისას ხდება სხვა პირთა იდენტიფიცირება, დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე საქართველოს სახალხო დამცველს ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს ჩამოართმევს ფოტოაპარატს. 2. ფოტოაპარატი ილუქება დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის თანდასწრებით, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი (დანართი №4). 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გასაზღვრულ შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, საქართველოს მთავარ პროკურატურას, მინისტრსა და საქართველოს სახალხო დამცველს. მუხლი 6🔗 1. ამ ბრძანების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ან საქართველოს მთავარი პროკურატურის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, დაწესებულებიდან ამოიღებს ფოტოაპარატს და ახორციელებს სხვა მოქმედებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2.  დანაშაულის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში,  ფოტოაპარატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცემა საქართველოს სახალხო დამცველს. მუხლი 7🔗 1. ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ფოტოსურათების გამოყენება შეიძლება მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისთვის და დაუშვებელია მათი გამოქვეყნება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სპეციალური პრევენციული ჯგუფის იმ წევრს, რომელმაც მოახდინა ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ფოტოსურათების გამოქვეყნება, დროებით შეეზღუდოთ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ფოტოგადაღების უფლება. მუხლი 8🔗 1. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს, ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში (შემდგომში – სასწავლო ცენტრი) გავლილი უნდა ჰქონდეს მომზადების კურსი დაწესებულებაში უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვის თაობაზე. 2. მომზადების კურსის გავლაზე უარის თქმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრისათვის დაწესებულებაში ფოტოაპარატის შეტანაზე უარის თქმის საფუძველია. 3. ამ ბრძანების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს სახალხო დამცველმა სამინისტროს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა მონაცემები. 4. სასწავლო ცენტრი ვალდებულია, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა მონაცემების წარმოდგენიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრთა მომზადება დაწესებულებაში უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვის თაობაზე. 5. სასწავლო ცენტრი ვალდებულია, აწარმოოს სპეციალური პრევენციული ჯგუფის იმ წევრთა რეესტრი, რომელთაც გაიარეს მომზადების კურსი და შესაბამისი ინფორმაცია პერიოდულად მიაწოდოს სამინისტროს. 6. ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ, სპეციალური პრევენციული ჯგუფის სხვა წევრები შესაბამის მომზადების კურსს გაივლიან საქართველოს სახალხო დამცველის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 9🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი