ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.08.2016
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.115.016200
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.08.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჩანქსელიანი | ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შუახევის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის
დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის
ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების დამატებითი წესების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობის, სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესებისა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2016 წლის 17 აგვისტო
დ. ლენტეხი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 115-ე მუხლის და ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-4 მუხლის გათვალისწინებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დანართი №1); ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება (დანართი №
2);პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დანართი №
3); ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება (დანართი №
4); საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის (დანართი №
5) ტიპური ფორმები წარმოდგენილი დანართების შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი
დანართი №1
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი
ოქმი №-----------------
,,-----------,, --------------20-- წ
.
დ. ლენტეხი
1. წინამდებარე ოქმი შედგება მასზედ, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნის შესაბამისად და ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 20--წლის -----№ბრძანების შესაბამისად აუქციონზე
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, საკადასტრო/სარეგისტრაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
მდებარე --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქონების საწყისი ფასი ----------------------------------------------------------------------------------------------ლარი
(ციფრებად და სიტყვიერად
)
აუქციონში მონაწილის მიერ შეთავაზებული ფასი ------------------------------------------------------------ ლარი
(ციფრებად და სიტყვიერად)
საფუძველზე გამარჯვებულად გამოვლინდა
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი №2
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით
პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება №---
დ. ლენტეხი --------------------- --------------------
ერთი მხრივ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი (შემდგომ-გამყიდველი)------------(პ/ნ ------------) და მეორე მხრივ----------(/კ---------) --------------სახით (პ/ნ-------------------------) (შემდგომში –
მყიდველი) ვდებთ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელშიც განსაზღვრულია მხარეთა უფლებები და მოვალეობები.
საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით", საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად და აუქციონში გამარჯვების დადასტურების ოქმი #---- საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდგომ –
ხელშეკრულება).
მუხლი 1🔗.
დეფინიციები
ხელშეკრულებაში გამოყენებულ სიტყვებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
აუქციონის დასრულების თარიღი---20--- წლის -----.----- საათზე, როცა მყიდველმა გაიმარჯვა ბრძანების საფუძველძე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში ( აუქციონის #---------)
ქონება ლენტეხის ------------ტერიტორიაზე მდებარე---------------დანიშნულების --------კვ.მ--------( ს/კ----------)
საპრივატიზებო თანხა-----------------------------------(---------------------------------) ლარს
რეესტრი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობს სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
მუხლი 2🔗.
ხელშეკრულების საგანი
გამყიდველი გადასცემს, ხოლო მყიდველი საკუთრებაში იღებს ქონებას ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის გადახდის პირობით.
მუხლი 3🔗.
საპრივატიზებო თანხა და მისი გადახდის წესი
3.1 მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს საპრივატიზებო თანხა -----------(---------) ლარის ოდენობით, ოქმის გაფორმების თარიღიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში.
3.2 საპრივატიზებო თანხის გადახდა მყიდველის მიერ განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, (უცხოური ვალუტის შემთხვევაში საპრივატიზებო თანხის გადახდა გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად) შესაბამისი თანხის გამყიდველის მიერ მითითებულ შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით:
სალარე ანგარიში
ანგარიშის ნომერი
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; მიმღები ბანკის კოდი
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი--------------------
3.3 საპრივატიზებო თანხა გადახდილად ჩაითვლება მისი გამყიდველის ანგარიშზე ასახვის მომენტიდან.
3.4 მყიდველის მიერ გადახდილი ბე( ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბოლოო ანგარიშსწორებისას ჩაითვლება საპრივატიზებო საფასურის ნაწილად, ხოლო მყიდველის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია
(ასეთის არსებობის შემთხვევაში) საპრივატიზებო თანხის გადახდის შემდეგ უბრუნდება მყიდველს.
მუხლი 4🔗.
მხარეთა ვალდებულებები
4.1 გონივრულ ფარგლებში იზრუნოს ქონებაზე და დაიცვას იგი საპრივატიზებო თანხის გადახდის წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად დადასტურებამდე;
4.2 დაფაროს ქონებაზე საკუთრების უფლების და საპრივატიზებო საფასური უკვე გადახდილია ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები.
მუხლი 5🔗.
ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები
5.1 მყიდველს ქონებაზე საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების და საკუთრების უფლების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, ამასთან, ქონებაზე საკუთრების უფლება მყიდველს გადაეცემა საპრივატიზებო თანხის გადახდის პირობით.
5.2 ქონებაზე საკუთრების უფლებასთან ერთად რეესტრში რეგისტრირდება საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საპრივატიზებო საფასური გადახდილია).
5.3 მყიდველს ქონება მფლობელობაში გადაეცემა ხელშეკრულების და საკუთრების უფლების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
5.4 მყიდველს ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის გადახდამდე არ აქვს უფლება, ქონება გაასხვისოს ან გასცეს სარგებლობის უფლებით.
მუხლი 6🔗.
მხარეთა პასუხისმგებლობა და ხელშეკრულების შეწყვეტა
6.1 აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება ბრუნდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, თუ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის საპრივატიზებო თანხას. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები.
6.2 ქონების პრივატიზებისას მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რეესტრში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ქონება რეგისტრირდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებად.
6.3 მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის /ბეს თანხა სრულად ირიცხება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 7🔗.
ფორსმაჟორი
7.1 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებით. ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორსმაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის. ფორსმაჟორული გარემოება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი) ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორსმაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო.
7.2 მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორსმაჟორული გარემოებების გამო, ვალდებულია, აცნობოს მეორე მხარეს ასეთი გარემოებების ან მოვლენის როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან.
წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ მოვლენებზე და გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველზე. ასეთ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ასევე ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.
7.3 ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიდება ფორსმაჟორი გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.
7.4 ვადის ათვლა განახლდება იმ ფორსმაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.
7.5 ფორსმაჟორული გარემოების 3 (სამი) თვეზე მეტი ხნით გაგრძელების შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან განიხილონ ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი.
მუხლი 8🔗.
შეტყობინება
ხელშეკრულების მიზნებისათვის მხარეთა რეკვიზიტებია:
8.1 გამყიდველის შემთხვევაში:
იურიდიული მისამართი დ.ლენტეხი თამარ მეფის ქუჩა №14
ტელ:-------------------------------
ფაქსი: -------------------------------
მუხლი 9🔗.
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
9.1 ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9.2 მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყდება საქართველოს სასამართლოების მიერ.
მუხლი 10🔗.
სხვა დებულებები
10.1 ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება ამ ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
10.2 ხელშეკრულების ყველა ცვლილება/დამატება/ან/და დანართი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მისთვის დაცული უნდა იყოს იგივე ფორმა, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებისთვის.
10.3 ხელშეკრულების ცალკეული პუნქტების გაუქმება ან/და ბათილობა არ იწვევს ხელშეკრულების სხვა პუნქტების გაუქმებას ან/და ბათილობას.
10.4 სათაურები ხელშეკრულებაში მოცემულია მითითების გაადვილების მიზნით და არ იქონიებს ზემოქმედებას რაიმე სახით მოცემული პირობების ინტერპრეტაციაზე.
10.5 ხეშეკრულება გაფორმებულია ქართულ ენაზე 3(სამ) ეგზემპლარად, რომლებიც გადაეცემა მხარეებს და რეესტს.
10.6 ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის და რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
გამყიდველი მყიდველი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის
გამგეობა ------------------------------------
-------------------------------- -------------------------------------
დანართი №3
პირობებით აუქციონში გამარჯვების
დამადასტურებელი ოქმი
ოქმი № -------------------
დ. ლენტეხი ,,----- ’’ ,,-------------- ’’
წინამდებარე ოქმი შედგება მასზედ, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვიმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად და ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის------- №---- ბრძანების შესაბამისად აუქციონზე
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, საკადასტრო/სარეგისტრაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
მდებარე ---------------------------------------------------------------------------------------
ქონების საწყისი ფასი ------------------------------------------------------------ ლარი
(ციფრებით და სიტყვიერად)
აუქციონში მონაწილის მიერ შეთავაზებული ფასი
--------------------------------------- ლარი
(ციფრებით და სიტყვიერად)
საფუძველზე გამარჯვებულად გამოვლინდა
(აუქციონში გამარჯვებულის (შემდგომში – ,,შემძენი’’) სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მონაცემები)
და მას საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვიმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა
(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რესტრიდან, მათ შორის, ონფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე, საკადასტრო/ საიდენტიფიკაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
მყიდველი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი პირობები:
ა) აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი: --------------- (-------------------------------) ლარი
(ციფრი სიტყვიერად)
გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან ------------------------------------------- ვადაში
(აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში)
შემდეგ საბანკო ანგარიშზე
№----------------------------------------------
მიმღები---------------------------------
მიმღები ბანკი -----------------------------
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი---------------------------------
გადახდის დანიშნულება შემოსულობა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ---------------------------------- გაყიდვიდან
სხვა პირობები და ვალდებულებები
1. მყიდველი ვალდებულია ლენტეხის მუნივიპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე და 6 თვეში ერთხელ წარმოუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს.
2. ოქმის მოქმედებიდან და ამ ოქმის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად დაფარვამდე, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს ქონება გადაეცემა შეზღუდულ, პირობადადებულ საკუთრებაში. ამასთან, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
3. ქონების შემძენს, მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამგებელთან შეთანხმების გარეშე არ აქვს უფლება, მუნიციპალიტეტის გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს, ან უფლებრივად დატვირთოს იგი.
4. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება/ვალდებულებები, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის პირობით.
5. საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია მუნიციპალიტეტის ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით და ხელშეკრულებით მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ. მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა ეცნობოს გამგებელს.
6. მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ.
7. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
8. ოქმით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით და ხელშეკრულებით, სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში –
მუნიციპალიტეტის გადაუხდელი ქონების სრული ღირებულების 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში –
დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციების 0,1 % დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) ქონების შემძენის მიერ სხვა სააქციონო და ოქმის და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0,5%-ს.
9. ოქმით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
10. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ქონების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე ან წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობის საბანკო გარანტია.
11. მყიდველის მიერ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ჩაითვლება ანგარიშსწორებისას.
12. ქონების პრივატიზებისას მყიდველზე სრული საკუთრება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საუქციონო პირობების მთლიანად შესრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრილებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
13. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
14. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხ) ეგზემპლარად 2 (ორი) გადაეცემა ქონების შემძენს, ხოლო ორი რჩება ქონების განმკარგავთან.
15. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს.
16. ოქმს, რომელიც რჩება ქონების განმკარგავთან, თან ერთვის:
ა) ამონაწერი საჯარო რესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენი იურიდიული პირია –
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირთა რესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალიწინებულ შემთხვევაში –
უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენი მოქმედებს წარმომადგებლის მეშვეობით –
წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე.
--------------------------------------
ხელმოწერა (სახელი, გვარი)
აუქციონში გამარჯვებული პირი
-------------------------------
ხელმოწერა (სახელი, გვარი)
დანართი №4
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით
პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება
№---
დ. ლენტეხი --------------------- 20 --------------------
ერთი მხრივ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი (შემდგომ –
გამყიდველი) ---------------(პ/ნ ----------) და მეორე მხრივ ----------(/კ---------) --------------სახით (პ/ნ-------------------------) დირექტორის ------------სახით (პ/ნ ---------) ( შემდგომში –
მყიდველი) ვდებთ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელშიც განსაზღვრულია მხარეთა უფლებები და მოვალეობები.
საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად და აუქციონში გამარჯვების დადასტურების ოქმი №---- საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდგომ –
ხელშეკრულება).
მუხლი 1🔗.
დეფინიციები
ხელშეკრულებაში გამოყენებულ სიტყვებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
აუქციონის დასრულების თარიღი ---20--- წლის -----.----- საათზე, როცა მყიდველმა გაიმარჯვა ბრძანების საფუძველზე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში ( აუქციონის №---------)
ქონება ლენტეხის ---------- ტერიტორიაზე მდებარე --------------- დანიშნულების --------კვ.მ-------( ს/კ----------)
საპრივატიზებო თანხა-----------------------------------(---------------------------------) ლარს
რეესტრი –
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობს სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
მუხლი 2🔗.
ხელშეკრულების საგანი
გამყიდველი გადასცემს, ხოლო მყიდველი საკუთრებაში იღებს ქონებას ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის გადახდის პირობით.
მუხლი 3🔗.
საპრივატიზებო თანხა და მისი გადახდის წესი
3.1 მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს საპრივატიზებო თანხა -----------(---------) ლარის ოდენობით, ოქმის გაფორმების თარიღიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში (აუქციონის პირობების გათვალისწინებულ ვადაში).
3.2 საპრივატიზებო თანხის გადახდა მყიდველის მიერ განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, (უცხოური ვალუტის შემთხვევაში საპრივატიზებო თანხის გადახდა მყიდველის მიერ განხორციელდება გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად) შესაბამისი თანხის გამყიდველის მიერ მითითებულ შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით:
სალარე ანგარიში
ანგარიშის ნომერი
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; მიმღები ბანკის კოდი
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი --------------------
3.3 საპრივატიზებო თანხა გადახდილად ჩაითვლება მისი გამყიდველის ანგარიშზე ასახვის მომენტიდან.
3.4 მყიდველის მიერ გადახდილი ბე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბოლოო ანგარიშსწორებისას ჩაითვლება საპრივატიზებო საფასურის ნაწილად, ხოლო მყიდველის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია
(ასეთის არსებობის შემთხვევაში) საპრივატიზებო თანხის გადახდის შემდეგ უბრუნდება მყიდველს.
მუხლი 4🔗.
სხვა პირობები და ვალდებულებები
4.1 მყიდველი ვალდებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე და 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს.
4.2 ოქმის მოქმედების და ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების სრულად დაფარვამდე, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს ქონება გადაეცემა შეზღუდულ, პირობადადებულ საკუთრებაში. ამასთან, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
4.3 ქონების შემძენს, მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამგებელთა შეთანხმების გარეშე არ აქვს უფლება, მუნიციპალიტეტის გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს, ან უფლებრივად დატვირთოს იგი.
4.4 იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება/ვალდებულებები, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის პირობით.
4.5. საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ ხელშეკრულების მოქმედის პერიოდში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია მუნიციპალიტეტის ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა ეცნობოს გამგებელს.
4.6 მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ.
4.7 ოქმით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
4.8 ოქმით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით და ხელშეკრულებით, სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გადაუხდელი გადაუხდელი ქონების სრული ღირებულების 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციების 0,1$ დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0,5 %-ს.
4.9 ოქმით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
4.10 თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ქონების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე ან წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ჩაითვლება ანგარიშსწორებისას.
4.11 მყიდველის მიერ გადახდლი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გრანტია ჩაითვლება ანგარიშსწორებისას.
4.12 მყიდველის მიერ ხელშეკრულებით (პირობებით) განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის /ბეს თანხა სრულად ირიცხება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 5🔗.
ფორსმაჟორი
5.1 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებებით. ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორსმაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის. ფორსმაჟორული გარემოება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი) ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორსმაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო.
5.2 მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორსმაჟორული გარემოებების გამო, ვალდებულია, აცნობოს მეორე მხარეს ასეთი გარემოებების ან მოვლენის როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან.
წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ მოვლენებზე და გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველზე. ასეთ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ასევე ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.
5.3 ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიდება ფორსმაჟორი გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.4 ვადის ათვლა განახლდება იმ ფორსმაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.5 ფორსმაჟორული გარემოების 3(სამი) თვეზე მეტი ხნით გაგრძელების შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან განიხილონ ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი.
მუხლი 6🔗.
შეტყობინება
ხელშეკრულების მიზნებისათვის მხარეთა რეკვიზიტებია:
6.1 გამყიდველის შემთხვევაში:
იურიდიული მისამართი დ.ლენტეხი, თამარ მეფის ქუჩა №
ტელ.:-------------------------------
ფაქსი: -------------------------------
6.2 მყიდველის შემთხვევაში
იურიდიული მისამართი :----------
ფაქსი:--------------------
მუხლი 7🔗.
მარეგურილებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
7.1 ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7.2 მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყდება საქართველოს სასამართლოების მიერ.
მუხლი 8🔗.
სხვა დებულებები
8.1 ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება ამ ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
8.2 ხელშეკრულების ყველა ცვლილება /დამატება/ ან/ და დანართი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მისთვის დაცული უნდა იყოს იგივე ფორმა, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებისთვის.
8.3 ხელშეკრულების ცალკეული პუნქტების გაუქმება ამ/და ბათილობა არ იწვევს ხელშეკრულების სხვა პუნქტების გაუქმებას ან/და ბათილობას.
8.4 სათაურები ხელშეკრულებაში მოცემულია მითითების გაადვილების მიზნით და არ იქონიებს ზემოქმედებას რაიმე სახით მოცემული პირობების ინტერპრეტაციაზე.
8.5 ხეშეკრულება გაფორმებულია ქართულ ენაზე 3(სამ) ეგზემპლარად, რომლებიც გადაეცემა მხარეებს და რეესტს.
8.6 ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის და რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
გამყიდველი მყიდველი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის
გამგეობა ------------------------------------
-------------------------------- -------------------------------------
დანართი №5
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
№
ეძლევა -----------------------------------------------------------------------------------------------------------
(მესაკუთრე და მისი მისამართი)
მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში-----------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, საკადასტრო კოდი და მისამართი)
საცხოვრებელი ფართის ფართობი -------------------------------------- კვ. მეტრი
აუქციონში გამარჯვებული ოქმისა და ხელშეკრულების შედგენის თარიღი და
ნომერი-----------------------------------------------------------------
მოწმობა შედგენილია სამ იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს. ხოლო ერთი ეგზემპლარი ინახება ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. მოწმობა ძალაშია ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
გაცემულია 20----------- წლის -----------
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა:
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი: ------------------