სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოში"დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№855-1კ
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №855-1კ

2016 წლის 18 აგვისტო

ქ. თბილისი

სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოში“ დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და მეორე პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, 33-ე და 34-ე მუხლებისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:

1. სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოში“ დაინიშნოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი.

2. დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2016 წლის 15 სექტემბრამდე.

3. სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოში“ დროებითი ადმინისტრაცია დაინიშნოს ორი პირის შემადგენლობით:

ა) ხვიჩა გოგიჩაშვილი - დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სპეციალიზებული ჯგუფების და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის საოპერაციო რისკებისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილების პირველი თანრიგის მთავარი სპეციალისტი, დაკავებული თანამდებობისა და თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით;

ბ) პაატა ტეფნაძე - საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის ზედამხედველობის მესამე განყოფილების პირველი თანრიგის მთავარი სპეციალისტი, დაკავებული თანამდებობისა და თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით.

4. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის მომენტიდან:

ა) შეჩერდეს სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს" ყველა მმართველი ორგანოს (მათ შორის აქციონერთა საერთო კრებისა და ადმინისტრატორების) უფლებამოსილება;

ბ) დროებით ადმინისტრატორზე გადავიდეს სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს" ყველა მმართველი ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრების და ადმინისტრატორების) სრული უფლებამოსილება.

5. ამ განკარგულების ძალაში შესვლის დღიდან დაუშვებელია ნებისმიერი მოქმედება სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს" სახელით და მის ხარჯზე, დროებითი ადმინისტრაციის წერილობითი თანხმობის გარეშე.

6. ამ განკარგულების ძალაში ყოფნის განმავლობაში დროებითი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შესაძლოა მოხდეს ბანკის კლიენტთა ანაბრებისა და სხვა სახსრების გაყინვა.

7. საჭიროების შემთხვევაში დროებითმა ადმინისტრაციამ განსაზღვროს და ეროვნულ ბანკს წარუდგინოს სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს" იმ თანამშრომელთა სია, რომლებისთვისაც მიზანშეწონილია უფლებამოსილების მინიჭება დროებითი ადმინისტრაციის ნორმალური მუშაობისა და მიზნების მისაღწევად.

8. დაევალოთ სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს" მმართველ ორგანოებს დროებითი ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყონ დროებითი ადმინისტრაციისათვის ბანკის ბეჭდის გადაცემა.

9. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობოს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

10. დროებითი ადმინისტრაცია ვალდებულია წერილობით მიმართოს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს იმის თაობაზე, რომ დროებითი ადმინისტრატორის წერილობითი თანხმობის გარეშე არ განხორციელდეს ცვლილება კომერციული ბანკის სახელით მოთხოვნაზე როგორც გირავნობის, ასევე იპოთეკით დატვირთული ქონების თაობაზე და ასევე საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემა-განახლებაზე.

11. დროებითი ადმინისტრაცია ვალდებულია საგადახდო სისტემის ოპერატორს დაუყოვნებლივ გაუგზავნოს შეტყობინება იმის თაობაზე, რომ სისტემის მონაწილის მიმართ დაწყებულია დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი.

12. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) მხარისთვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

13. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ვიცე-პრეზიდენტი                                                    ოთარ ნადარაია