2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №408 |
|
2016 წლის 18 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2015, 470020000.10.003.019047) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:
1. №1 დანართის (დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,920.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
2. №2 დანართის (იმუნიზაცია) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15,410.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
3. №7 დანართის (ტუბერკულოზის მართვა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 13,830.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
4. №8 დანართის (აივ-ინფექცია/შიდსის მართვა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7,624.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
5. №9 დანართის (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა): ა) მე-3 მუხლის „ზ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ.გ) სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, საკვები დანამატის) ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და ბენეფიციარებზე გაცემა სამედიცინო დაწესებულებების/აფთიაქების მეშვეობით);“; ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7,076.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
6. №20 დანართის (რეფერალური მომსახურება) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს შიგნით განხორციელებული მომსახურების/საქონლის მიწოდების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საანგარიშგებო დოკუმენტაცია სააგენტოში წარადგინოს პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან არა უმეტეს 3 საანგარიშგებო თვეში. ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის გარემოებებს ან №331 დადგენილებით შექმნილ კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაცია შესწავლისა და რევიზიისათვის გადაგზავნილია რეგულირების სააგენტოში, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადა დაცულად ჩაითვლება, თუ შესაბამისი დოკუმენტაცია წარდგენილია ამავე ვადაში №331 დადგენილებით შექმნილ კომისიაზე. გამონაკლის შემთხვევას განსაზღვრავს №331 დადგენილებით შექმნილი კომისია;“. |
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომში – ცენტრი):
ა) უზრუნველყოს სომხეთის რესპუბლიკის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოსთან (ჯანდაცვის სამინისტრო, სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი) თანამშრომლობის გზით 5000 დოზა ანტირაბიული ვაქცინის სასაქონლო ფორმით მიღება და ამ მიზნით, ურთიერთდახმარების თაობაზე საჭირო დოკუმენტის (ხელშეკრულება/შეთანხმება/მემორანდუმი) გაფორმება;
ბ) ურთიერთდახმარების ფარგლებში მიღებული ანტირაბიული ვაქცინის დაბრუნება განახორციელოს იმავე ოდენობით, „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული „იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამიდან“ შესყიდული რაოდენობის ფარგლებში, მომწოდებლის მიერ მათი მოწოდების შემდგომ, კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით.
2. ანტირაბიული ვაქცინის ტრანსპორტირება სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით, განახორციელოს ცენტრმა „ცივი ჯაჭვის პრინციპების“ მკაცრი დაცვით, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით, რომლის ხარჯის დაფარვა განხორციელდება ცენტრის აპარატის ხარჯებიდან.
|