„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკაშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№40
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.174.016176
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2016 წლის 19 აგვისტო

ქ. გორი

 

„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკაშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტების,  საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის  და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკაშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №39 დადგენილებას (www.matsne.gov.ge  11/08/2016, 010250000.35.174.016175) დაემატოს 11 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11.

1. ამ დადგენილების 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ ადგილებში საარჩევნო სუბიექტებმა უზრუნველყონ საკუთარი სააგიტაციო მასალების  გამოკვრა და გამოფენა იმ ფორმით, რომ დაცული იქნეს წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარი შესაძლებლობა  ისარგებლოს სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილ(ებ)ით.

2. ამ დადგენილების 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ ადგილებში, საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა დგინდება შესაბამისი ადგილის ფართობის გათვალისწინებით.

3. ამ დადგენილების  1-ლი მუხლით  გათვალისწინებულ ადგილებში საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას საარჩევნო პლაკატი შემდეგი ზომებით: სიგრძე არაუმეტეს 60 სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ (A2 ფორმატი)

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, ამ დადგენილების 1-ლი მუხლით განსაზღვრულ ადგილას, საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის განისაზღვროს იმგვარად, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მეტრეველი