⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.08.2017)
გაუქმებულია:

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.08.2016
ძალის დაკარგვა 23.08.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016396
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,097 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.08.2016 მიღება
23.08.2017 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №30 2016 წლის 23 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ  „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივნისის №126 ბრძანება; ბ) ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის №70 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 25 აგვისტოდან.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება სატყეო ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების და/ან იურიდიული სპეციალობით; ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; გ) საჯარო სამსახურში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, კერძო ან არასამთავრობო ორგანიზაციაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება; დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,საჯარო სამსახურის  შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა’’ და ,,წითელი წიგნის’’ შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ’’ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს ტყის კოდექსის, ,,ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სატყეო სფეროს მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტების, ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ’’ კონვენციის (1992), ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ’’ კონვენციის (1973), ,,საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ’’ რამსარის კონვენციის (1971), ,,ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ’’ კონვენციის (1979), ,,ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ’’ ბერნის კონვენციის (1979), ,,ევროპის ლანდშაფტების კონვენციის’’ (2000), საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 აგვისტოს №29 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების,  სახელმწიფოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის ცოდნა; ე) სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება; ვ) სამართლებრივ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება; თ) ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია გერმანული და რუსული ენების ცოდნა; ი) საოფისე  კომპიუტერული  პროგრამების  (MS  office  Word  –  ძალიან  კარგად,  Excel – კარგად,  Power  Point – ძალიან კარგად, Outlook – ძალიან კარგად) ცოდნა. მუხლი 2🔗. ბიომრავალფეროვნების სამმართველოს უფროსი ბიომრავალფეროვნების  სამმართველოს უფროსი უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით; ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; გ) საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; დ)  საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა’’ და ,,წითელი წიგნის’’ შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ’’ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ’’ კონვენციის (1992), ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ’’ კონვენციის (1973), ,,საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ’’ რამსარის კონვენციის (1971), ,,ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ’’ კონვენციის (1979), ,,ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ’’ ბერნის კონვენციის (1979), ,,ევროპის ლანდშაფტების კონვენციის’’ (2000), საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22  აგვისტოს №29 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების   ცოდნა; ე) ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებზე  მუშაობის გამოცდილება; ვ) სასურველია ინგლისური ენის  ცოდნა; ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word – კარგად) ცოდნა. მუხლი 3🔗. ბიომრავალფეროვნების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი 1. ბიომრავალფეროვნების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება გარემოსდაცვითი ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით; ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; გ) გარემოსდაცვითი კუთხით სახელმწიფო, კერძო ან არასამთავრობო სექტორებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა’’ და ,,წითელი წიგნის’’ შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ’’ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ’’ კონვენციის (1973), ,,ევროპის ლანდშაფტების კონვენციის’’ (2000), საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 აგვისტოს №29 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების ცოდნა; ე) ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებზე  მუშაობის გამოცდილება; ვ) ინგლისური ენის  ცოდნა (კარგად); ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word – კარგად) ცოდნა. 2. ბიომრავალფეროვნების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება გარემოსდაცვითი ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით; ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; გ) გარემოსდაცვითი კუთხით სახელმწიფო, კერძო ან არასამთავრობო სექტორებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა’’ და ,,წითელი წიგნის’’ შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ’’ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ,,ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ’’ კონვენციის (1979), ,,აფრიკა-ევრაზიის მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვის შესახებ’’ შეთანხმების (1995), ,,შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვის და მიმდებარე ატლანტის ოკეანის ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ’’ შეთანხმების (1996), ,,ევროპის ღამურების პოპულაციების დაცვის შესახებ’’ შეთანხმების (1994), საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 აგვისტოს №29 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების ცოდნა.  ე) ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება; ვ) ინგლისური ენის  ცოდნა (კარგად); ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word - კარგად) ცოდნა. 3. ბიომრავალფეროვნების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება გარემოსდაცვითი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით; ბ) გარემოსდაცვითი კუთხით სახელმწიფო, კერძო ან არასამთავრობო სექტორებში მუშაობის არანაკლებ 2- წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა’’ და ,,წითელი წიგნის’’ შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ’’ საქართველოს კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ,,საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ’’ კონვენციის (1971),  ,,ბიოუსაფრთხოების შესახებ" კარტახენას ოქმის (2000), საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 აგვისტოს №29  ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების ცოდნა;  დ) ინგლისური ენის  ცოდნა (კარგად); ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word – კარგად) ცოდნა. მუხლი 4🔗. ბიომრავალფეროვნების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ბიომრავალფეროვნების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება გარემოსდაცვითი ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით; ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; გ) გარემოსდაცვითი კუთხით სახელმწიფო, კერძო ან არასამთავრობო სექტორებში მუშაობის გამოცდილება ან გარემოსდაცვითი კუთხით გავლილი შესაბამისი სტაჟირება; დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა’’ და ,,წითელი წიგნის’’ შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ’’ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22  აგვისტოს №29 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების  ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word – კარგად) ცოდნა. მუხლი 5🔗. სატყეო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სატყეო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი   განათლება   სატყეო   ან   ზუსტი   და   საბუნებისმეტყველო,   სოციალური   და   პოლიტიკური მეცნირებების  და/ან იურიდიული სპეციალობით; ბ) შესაბამის სფეროში მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრთან გათანაბრებული; გ) შესაბამის  სფეროში სახელმწიფო, კერძო ან არასამთავრობო სექტორებში მუშაობის არანაკლებ   3- წლიანი გამოცდილება; დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საჯარო  სამსახურის  შესახებ’’  საქართველოს  კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ტყის კოდექსისა და სატყეო სფეროს მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტების,  სახელმწიფოს გარემოსდაცვითი პოლიტიკი  საქართველოს   მთავრობის   2013  წლის  26  აპრილის  №98  დადგენილებით  დამტკიცებული  საქართველოს გარემოსა   და   ბუნებრივი   რესურსების   დაცვის   სამინისტროს   დებულების,   საქართველოს   გარემოსა   და ბუნებრივი    რესურსების   დაცვის   მინისტრის   2016   წლის  22    აგვისტოს №29 ბრძანებით   დამტკიცებული სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების  ცოდნა; ე) სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება; ვ) სამართლებრივ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება; თ) გარემოსდაცვითი,  სატყეო და მომიჯნავე დარგების  (ბიომრავალფეროვნების  დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა) პრობლემების ცოდნა; ი) ჯგუფის მართვის და გუნდური მუშაობის გამოცდილება; კ) ინგლისური ენის  ცოდნა, სასურველია გერმანული და რუსული ენების ცოდნა; ლ) საოფისე  კომპიუტერული  პროგრამების  (MS  office  Word  –  ძალიან  კარგად,  Excel – კარგად,  Power  Point –  ძალიან კარგად, Outlook – ძალიან კარგად) ცოდნა. მუხლი 6🔗. სატყეო პოლიტიკის სამმართველოს  მთავარი სპეციალისტი 1. სატყეო პოლიტიკის  სამმართველოს მთავარი  სპეციალისტი  უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება  სატყეო,  ზუსტი  და საბუნებისმეტყველო  და/ან საერთაშორისო  ურთიერთობების სპეციალობით; ბ) შესაბამის სფეროში მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; გ) შესაბამის  სფეროში  საჯარო,  არასამთავრობო,  საერთაშორისო  ორგანიზაციებში  მუშაობის  არანაკლებ  2- წლიანი გამოცდილება; დ) სატყეო სფეროს მარეგულირებელი  ნორმატიული  აქტების,  ,,საჯარო  სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის,   საქართველოს  მთავრობის  2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით  დამტკიცებული საქართველოს    გარემოსა   და   ბუნებრივი   რესურსების   დაცვის   სამინისტროს   საქართველოს   გარემოსა   და ბუნებრივი    რესურსების   დაცვის   მინისტრის   2016   წლის 22   აგვისტოს № 29  ბრძანებით   დამტკიცებული სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების  ცოდნა; ე) სტრატეგიულ    დოკუმენტებზე    მუშაობის     და   საერთაშორისო    ორგანიზაციებთან    თანამშრომლობის გამოცდილება; ვ) უპირატესობა ენიჭება საპროექტო განცხადებისა და ანგარიშების მომზადებაში გამოცდილებას; ზ) უპირატესობა ენიჭება სატყეო და ბუნებრივი რესურსების მართვის დარგში საერთაშორისო ინიციატივების და პროცესების ცოდნას; თ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, სასურველია გერმანული და რუსული ენების ცოდნა; ი) საოფისე  კომპიუტერული  პროგრამების  (MS  office  Word  –  კარგად,  Excel – კარგად,  Power  Point –  კარგად, Outlook – კარგად) ცოდნა; 2. სატყეო პოლიტიკის  სამსახურის მთავარი  სპეციალისტი  უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება  სატყეო ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო   სპეციალობით   (უპირატესობა  ენიჭება მეტყევის სპეციალობას); ბ) შესაბამის სფეროში მაგისტრის  ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; გ) სატყეო მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; დ) სატყეო სფეროს მარეგულირებელი  ნორმატიული  აქტების,  ,,საჯარო  სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის,   საქართველოს  მთავრობის  2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით  დამტკიცებული საქართველოს    გარემოსა   და   ბუნებრივი   რესურსების   დაცვის   სამინისტროს   დებულების,   საქართველოს    გარემოსა   და   ბუნებრივი   რესურსების   დაცვის   სამინისტროს   საქართველოს   გარემოსა   და ბუნებრივი    რესურსების   დაცვის   მინისტრის   2016   წლის  22  აგვისტოს №  29  ბრძანებით   დამტკიცებული სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების  ცოდნა; ე) ტყის მდგრადი მართვის ძირითადი პრინციპების და კრიტერიუმების ცოდნა; ვ) სატყეო სექტორში სამართლებრივ და სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; ზ) გარემოსდაცვითი,  სატყეო და მომიჯნავე დარგების  (ბიომრავალფეროვნების  დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა) პრობლემების ცოდნა; თ) უპირატესობა ენიჭება ტყის მართვის გეგმებზე მუშაობის გამოცდილებას; ი) უპირატესობა ენიჭება ტყის რესურსების აღრიცხვასა და მონიტორინგში პრაქტიკულ გამოცდილებას; კ) უპირატესობა     ენიჭება    გეოინფორმაციული     სისტემების    (GIS)     და    დისტანციური    ზონდირების ტექნოლოგიების პრაქტიკულ ცოდნას; ლ) უპირატესობა ენიჭება საველე მუშაობის გამოცდილებას; მ) სასურველია ინგლისური, გერმანული და რუსული ენების ცოდნა; ნ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) ცოდნა. 3. სატყეო პოლიტიკის  სამსახურის მთავარი  სპეციალისტი  უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება სატყეო, ზუსტი და საბუნებისმეტყველო და/ან იურიდიული სპეციალობით; ბ) შესაბამის    სფეროში    საჯარო,    საერთაშორისო    და   სხვა   სექტორებში    მუშაობის    არანაკლებ    1- წლიანი გამოცდილება; გ) სატყეო სფეროს მარეგულირებელი  ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  საქართველოს  მთავრობის  2013 წლის  26 აპრილის  №98  დადგენილებით  დამტკიცებული საქართველოს   გარემოსა   და   ბუნებრივი   რესურსების   დაცვის   სამინისტროს   დებულების,   საქართველოს    გარემოსა   და   ბუნებრივი   რესურსების   დაცვის   სამინისტროს   საქართველოს   გარემოსა   და ბუნებრივი    რესურსების   დაცვის   მინისტრის   2016   წლის 22   აგვისტოს № 29 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების  ცოდნა; დ) კანონპროექტებზე მუშაობის და მათ განხილვებში მონაწილეობის გამოცდილება; ე) სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; ვ) უპირატესობა ენიჭება გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ცოდნას; ზ) უპირატესობა ენიჭება გარემოსდაცვითი, სატყეო და მომიჯნავე დარგების (ბიომრავალფეროვნების  დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა) სამართლებრივი პრობლემების ცოდნას; თ) ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია გერმანული და რუსული ენების ცოდნა; ი)  საოფისე  კომპიუტერული  პროგრამების  (MS office Word – კარგად, Excel –კარგად,  Power Point – კარგად, Outlook – კარგად) ცოდნა. მუხლი 7🔗. სატყეო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი სატყეო  პოლიტიკის  სამმართველოს   უფროსი  სპეციალისტი უნდა   აკმაყოფილებდეს   შემდეგ  საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება სატყეო ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სპეციალობით; ბ) შესაბამის სფეროში საჯარო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება; გ) სატყეო სფეროს მარეგულირებელი  ნორმატიული  აქტების,  ,,საჯარო  სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის,   საქართველოს  მთავრობის  2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით  დამტკიცებული საქართველოს    გარემოსა   და   ბუნებრივი   რესურსების   დაცვის   სამინისტროს   დებულების,    საქართველოს   გარემოსა   და  ბუნებრივი   რესურსების   დაცვის   მინისტრის   2016   წლის 22 აგვისტოს № 29 ბრძანებით   დამტკიცებული სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების  ცოდნა; დ) ტყის მდგრადი მართვის ძირითადი პრინციპების და კრიტერიუმების ცოდნა; ე) სატყეო და საბუნებისმეტყველო დარგში ტექნიკურ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; ვ) უპირატესობა ენიჭება საველე მუშაობის გამოცდილებას; ზ) უპირატესობა ენიჭება გარემოსდაცვითი,  სატყეო და მომიჯნავე დარგების (ბიომრავალფეროვნების  დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა) პრობლემების ცოდნას; თ) სასურველია ინგლისური, გერმანული და რუსული ენების ცოდნა; ი) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) ცოდნა.