ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 24.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №410
სარეგისტრაციო კოდი 010190020.10.003.019475
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.08.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების, დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესისა და დაცვის განხორციელების პირობების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №410
2016 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 32-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესი და პირობები.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების
შექმნის წესი და პირობები
მუხლი 1🔗. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა და სპეციალური წოდების მქონე პირების, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტის და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეების (შემდგომში – მოსამსახურე) იმ სამსახურებრივი პირობების ჩამონათვალს, რაც არჩევნების დღეს მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, ამ მოსამსახურეების სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემის, მათთვის არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესსა და პირობებს, აგრეთვე იმ განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ჩამონათვალს და შესაბამის პირთა კატეგორიებს, რომლებიც ვერ დატოვებენ კენჭისყრის დღეს სამუშო ადგილს ამ პირობების გამო.
მუხლი 2🔗
სამსახურებრივ პირობად, რაც მოითხოვს მოსამსახურის ყოფნას არჩევნების დღეს რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, ითვლება:
ა) საყარაულო განწესი;
ბ) საბრძოლო მზადყოფნის მორიგეობა;
გ) სადღეღამისო განწესი;
დ) 24-საათიანი სამორიგეო სამსახური;
ე) ქვეყნის ფარგლებს შიგნით სამსახურებრივი მივლინება;
ვ) იმ მოსამსახურეთა სამხედრო სავალდებულო სამსახური, რომლებიც ვერ ტოვებენ მუდმივი დისლოკაციის ადგილს;
ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარ სამმართველოში დასაქმებული პირების სამორიგეო ცვლაში ყოფნა, რომლებიც არ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს პენიტენციურ დაწესებულებაში და ახორციელებენ სამინისტროს ობიექტების დაცვას;
თ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს:
თ.ა) პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის 24-საათიან ცვლაში ყოფნა;
თ.ბ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების სამორიგეო ცვლაში 24 საათის განმავლობაში ყოფნა, რომლებიც დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებენ პენიტენციურ დაწესებულებაში;
თ.გ) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოსა და საბადრაგო სამმართველოს მოსამსახურეების, მათ შორის, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეების, სამორიგეო ცვლაში 24 საათის განმავლობაში ყოფნა;
თ.დ) პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურეების 24-საათიან ცვლაში ყოფნა;
თ.ე) პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურეების 24-საათიან ცვლაში ყოფნა;
თ.ვ) პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების სამორიგეო ცვლაში ყოფნა;
ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მაღალმთიან რეგიონებში ან/და რთული რელიეფის მქონე ადგილებში განთავსებულ სექტორებსა და ბლოკ-საგუშაგოებზე მოსამსახურეების სამორიგეო ცვლაში ყოფნა.
მუხლი 3🔗
1. მოსამსახურე, რომლიც აკმაყოფილებს ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სამსახურებრივ პირობებს, შეიყვანება ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში.
2. ამ დადგენილების მე-2 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობები ითვლება განსაკუთრებულ სამსახურებრივ პირობებად.
3. ამ დადგენილების მე-2 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებში მყოფი მოსამსახურეები განეკუთვნებიან იმ პირთა კატეგორიებს, რომლებიც ვერ დატოვებენ კენჭისყრის დღეს სამუშაო ადგილს ამ პირობების გამო.
4. ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ა-ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სამსახურებრივ პირობებში მყოფი მოსამსახურეები კენჭისყრის დღეს ხმას აძლევენ დისლოკაციის ადგილთან ახლომდებარე საარჩევნო უბანზე.
5. საარჩევნო უფლების რეალიზება ხორციელდება გადასატანი ყუთის მეშვეობით, თუ მოსამსახურე:
ა) განეკუთვნება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა კატეგორიას;
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს საარჩევნო უბანზე გამოცხადებას.
მუხლი 4🔗. არჩევნების დღეს ყველა განწესის/მორიგეობის ცვლა, შესაბამისი სამხედრო ნაწილის/ქვედანაყოფის მეთაურის ან დაწესებულების/ ქვედანაყოფის ხელმძღვანელის (შემდგომში – ხელმძღვანელი) მიერ უნდა განხორციელდეს 13:00 საათამდე, გარდა განსაკუთრებულ სამსახურებრივ პირობებში მყოფი მოსამსახურეებისა.
მუხლი 5🔗
1. ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოსამსახურეთა სიას ადგენს ხელმძღვანელი და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს:
ა) მორიგი საერთო, რიგგარეშე და შუალედური არჩევნების შემთხვევაში – კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა;
ბ) სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით – კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა.
2. ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოსამსახურეთა სიის ფორმირებას ხელმძღვანელი:
ა) მორიგი საერთო, რიგგარეშე და შუალედური არჩევნების შემთხვევაში – იწყებს კენჭისყრის დღემდე არ უგვიანეს 30-ე დღისა და ასრულებს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 26-ე დღისა;
ბ) სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით – იწყებს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა და ასრულებს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღეს.
3. შუალედური, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოთა რიგგარეშე არჩევნებისას ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოსამსახურეთა სიაში შეიყვანება მხოლოდ ის მოსამსახურეები, რომლებიც ბოლო მორიგი არჩევნებისას შეყვანილნი იყვნენ შესაბამის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში.
4. ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოსამსახურეთა სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები:
ა) გვარი, სახელი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მონაცემთა ბაზის მიხედვით);
დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი;
ვ) სქესი;
ზ) მოსამსახურის მიერ შესაბამისი მუდმივი დისლოკაციის ადგილზე სამსახურის დაწყებისა და დასრულების თარიღი – რიცხვის, თვის და წლის მითითებით.
მუხლი 6🔗
1. ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს კენჭისყრის საერთო დროზე მოსამსახურეთა თანაბარი განაწილება ისე, რომ ხელი არ შეეშალოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებას;
ბ) ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურეს არჩევნების დღეს გამოუყოს არანაკლებ 3 საათი, რათა მოსამსახურეს მიეცეს შესაძლებლობა საარჩევნო უფლების რეალიზებისათვის.
2. აკრძალულია სამხედრო ნაწილის/ქვედანაყოფის/დაწესებულების მიერ სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება მოსამსახურეთა საარჩევნო უბანზე გადასაადგილებლად.
3. მოსამსახურე ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე უნდა გამოცხადდეს სამოქალაქო ტანსაცმლით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას სამსახურის ადგილზე არ აქვს სამოქალაქო ტანსაცმელი.