მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 05.09.2016
ძალის დაკარგვა 03.10.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №112/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.017185
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| 2 | სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| 3 | სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| 4 | სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| 5 | სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| 6 | სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| 7 | სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი |
| 8 | სსიპ – სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| 9 | შპს – საქართველოს უნივერსიტეტი |
| 10 | შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი |
| 11 | შპს – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი |
| 12 | შპს – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი |
| 13 | სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია |
| 14 | სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი |
| 15 | შპს – თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი |
დოკუმენტის ტექსტი
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№112/ნ
2016 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა
დანართი
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესს (შემდგომში – წესი).
მუხლი 2🔗.
სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის მიზანი
სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის მიზანია:
ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენების ხელშეწყობა;
ბ) მასწავლებლობის მსურველთა პროფესიული მოღვაწეობისათვის მომზადება;
გ) ახალგაზრდების დაინტერესების ხელშეწყობა განათლების მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად.
მუხლი 3🔗.
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღებაზე უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
1. ამ წესის საფუძველზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭებათ ქვემოთ მითითებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი რაოდენობით ჩარიცხულ პირებს:
№
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
ადგილების რაოდენობა
1
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
132
2
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
121
3
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
210
4
სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
157
5
სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
49
6
სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
92
7
სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
37
8
სსიპ – სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
53
9
შპს – საქართველოს უნივერსიტეტი
27
10
შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
9
11
შპს – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
14
12
შპს – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
9
13
სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
5
14
სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
5
15
შპს – თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი
14
16
ა(ა)იპ "საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი"
14
საერთო რაოდენობა
948
2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და იმავე წლის 5 ოქტომბრამდე წარუდგენს სამინისტროს.
3. სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აგზავნის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და 10 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უდასტურებს ინფორმაციის სისწორეს, ასევე სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ორ ან მეტ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.
4. პირის მიერ ერთდროულად მასწავლებლის მომზადების რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, მასზე გაიცემა მხოლოდ ერთი სახელმწიფო სასწავლო გრანტი.
5. პირის მიერ ერთდროულად მასწავლებლის მომზადების რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში გადაწყვეტილებას, თუ რომელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიენიჭოს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, იღებს შესაბამისი პირი, რომელიც ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსათვის წარდგენამდე, თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სამინისტროს.
6. პირის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის/სამინისტროსათვის მიუმართაობის შემთხვევაში, სამინისტრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რიგითობის დაცვით, იღებს გადაწყვეტილებას პირის ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსების მინიჭების შესახებ.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
8. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ზევით ჩარიცხულ პირთა სწავლის საფასური უნდა დაიფაროს არასახელმწიფო წყაროებიდან.
მუხლი 4🔗.
სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთათვის მისანიჭებელი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა განისაზღვრება ,,მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
დაფინანსების მიღების უფლების შეზღუდვა
1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე პირის სწავლა ფინანსდება არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
2. დაუშვებელია ერთისა და იმავე პირისათვის ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნით.