„საქართველოს პარლამენტის საერთო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 19 აგვისტოს №59/2016 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №62/2016 |
|
2016 წლის 24 აგვისტო ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს პარლამენტის საერთო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 19 აგვისტოს №59/2016 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 19/08/2016, 010190020.15.008.016298) პირველ მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო ბლოკი, რომელშიც შემავალ ყველა პარტიას წარდგენილი აქვს განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, უფლებამოსილია რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებშიც, იმავე ბლოკის სახელით მიიღოს მონაწილეობა, რისთვისაც ბლოკის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებამდე არაუგვიანეს 43-ე დღისა და პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული წესით წარადგინოს კანდიდატები რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისთვის”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6), მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|