„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №203 |
|
2016 წლის 26 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებით (ვებგვერდი, 17.07.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016392) დამტკიცებულ „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ)”-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „კარი IV“-ის „ჯგუფი 16“-ის 1605 სასაქონლო პოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. „კარი XXII“-ის „ჯგუფი 99“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯგუფი 99 საქონელი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის შენიშვნა: 1. ამ ჯგუფში საქონელი ჩაირთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის. 2. 9905 00 000 01 ქვესუბპოზიციაში ჩაირთვება იმპორტისა და ექსპორტის გადასახდელებისაგან გათავისუფლებული საქონელი. 3. 9905 00 000 02 ქვესუბპოზიციაში ჩაირთვება საქონელი, რომელიც არ იბეგრება იმპორტის გადასახადით, აქციზითა და ექსპორტის გადასახდელებით და არ ექვემდებარება არასატარიფო ღონისძიებებს. 4. ამ ჯგუფში არ ჩაირთვება 87-ე ჯგუფის ავტოსატრანსპორტო საშუალებები.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|