საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 24.06.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №281
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 61, 24/06/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,494 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №281 2003 წლის 24 ივნისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრი. 2. დამტკიცდეს ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის თანდართული დებულება. 3. ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელონ ახალციხის გამგეობამ და საქართველოს კულტურის სამინისტრომ. 4. ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის უძრავი და მოძრავი ქონება გადაეცეს მას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაბამისმა უწყებამ გააფორმოს თეატრთან სათანადო ხელ­შეკრულება. ე. შევარდნაძე ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრი (შემდგომში – თეატრი), როგორც მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება საქარ­თველოს მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და ამ დებულების საფუძველზე დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას. 2. თეატრი წარმოადგენს სტაციონარულ სარეპერტუარო და საყმაწვილო პროფესიულ სახელმწიფო თეატრს, რომელსაც აქვს მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობა. ჰყავს მუდმივმოქმედი თეატრალური დასი, რომელთა უშუალო მონა­წილეობით იდგმება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოებები – თოჯინური და საყმაწვილო სპექტაკლები. თეატრის დამფუძნებელია სახელმწიფო. 3. ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქვს განცალკევებული ქონება, რომელიც გადაეცემა თეატრს ახალციხის რაიონის გამგეობის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები საქარ­თველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, შტამპი, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. თეატრს შეუძლია თავისი სახელით გამოვიდეს სამართლებრივ ურთიერ­თობებში, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები, უფლება­მოსილია დადოს ხელშეკრულება-გარიგებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში თავისი საქმიანობის განსახორ­ციელებლად. 4. თეატრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. 5. თეატრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი ახალციხე, კოსტავს ქ.№18.     მუხლი 2🔗. თეატრის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი თეატრის ძირითად ფუნქციებს, მიზნებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი თოჯინური და საყმაწვილო სპექტაკლების დადგმა და მათი მეშვეობით მოსახლეობის ფართო ფენებში თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა, ბავშვთა და მოზარდთა სულიერი და ესთეტიკური აღზრდა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების მეშვეობით სალიტერატურო ენის დაცვა, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საქართველოს თოჯინური და საყმაწვილო თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება.     მუხლი 3🔗. თეატრის უფლება-მოვალეობანი 1. თეატრს თავისი მთავარი ამოცანის შესრულებისას საქარ­თველოს კანონმდებლობით უფლება აქვს: ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებითი მიმართულებების შერჩევაში, რეპერტუარის არჩევას სპექტაკლის საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციისათვის; ბ) ისარგებლოს თავის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შესრულებული სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ყველა ფორმა. გადასცეს ამ სპექტაკლის დადგმის უფლება სხვა თეატრებს, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, გასცეს ნებართვა (რეჟისორის ან სპექტაკლის ავტორის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის, მისი ყველა ჩანაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; გ) აწარმოოს მოლაპარაკება და დადოს გარიგება, აგრეთვე სხვა იურიდიული ქმედებანი, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებთან; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს დამხმარე სახის სამეურნეო-კომერციული საქმიანობა, ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოხმარდეს თეატრის მატერი­ალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას. აგრეთვე თეატრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა განხორციელებას: ამასთან, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თეატრი, თუ არსებითად გადავა სამეწარმეო საქმიანობაზე, შესაბამისი სახელმწიფო მმართველობის ორგანო ვალდებულია დააყენოს ამ პირის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ საკითხი; ე) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მისი ღირებულება; ვ) რაიონის გამგეობასთან შეთანხმებით განსაზღვროს თეატრის საშტატო ნუსხა და თეატრის ხელფასის ფონდი; ზ) შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი საქართველოს კანონ­მდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს თეატრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს მსახიობთა გაცვლა და სხვა პროექტები საზღვარგარეთის ქვეყნებთან, მათ შორის ერთობლივი პროექტები; თ) რაიონის გამგეობასთან შეთანხმებით გახსნას და დააფინანსოს ფილიალები ან წარმომადგენლობები; ი) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქარ­თველოს კანონმდებლობის, საერთშაორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე თეატრის დებულების შესაბამისად. 2. საქმიანობას, რომლისთვისაც საჭიროა სპეციალური ნებართვა, თეატრი განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოსაგან ნებართვის მიღების შემდეგ.     მუხლი 3🔗. თეატრის ვალდებულებანი თეატრი ვალდებულია: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „კულტურის შესახებ“, „თეატრების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად; ბ) წარმართოს შრომითი, მათ შორის, სახელშეკრულებო (საკონტრაქტო), ურთიერთობანი საქართველოს შრომის კანონ­მდებლობით დადგენილი წესით; გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები; დ) დაიცვას მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები.     მუხლი 4🔗. თეატრის მართვა 1. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, „საქართველოს თეატრების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. თეატრი შედგება თეატრის ხელმძღვანელობის (სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი), სამხატვრო საბჭოს, თეატრალური დასისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისაგან. 3. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია თეატრის მოღვაწეობასა და შემოქმედებით საქმიანობაზე. 4. თეატრის შემოქმედებით საქმიანობას წარმართავს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 5. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ხელშეკრულებას დებს ახალციხის რაიონის გამგეობა საქართველოს კულტურის სამინის­ტროსთან შეთანხმებით. 6. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი განაგებს თეატრის შემოქმედებით მოღვაწეობას და უშუალოდ მონაწილეობს ამ საქმი­ანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღებაში. 7. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი უფლებამოსილია უხელმძღვანელოს სამხატვრო საბჭოს ან სხვა სათათბირო ჯგუფს. 8. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი წყვეტს შემოქმედებითი პერსონალის მოწვევა-გათავისუფლების საკითხს საქართველოს შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და თეატრის დებულების შესაბამისად. 9. თეატრის ორგანიზაციულ, ფინანსურ, სამეურნეო და ადმინისტრაციულ საქმიანობას წარმართავს თეატრის დირექტორი. 10. თეატრის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ახალციხის რაიონის გამგეობა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან და საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით. 11. თეატრის დირექტორი თეატრის მიმდინარე სამეურნეო-საფინანსო და ადმინისტრაციულ საქმიანობას ხელმძღვანელობს ახალციხის რაიონის გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობითა და თეატრის დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. იგი სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით ადგენს და ამტკიცებს შემოქმედებით პერსონალთან დაკავშირებულ საკონტრაქტო პირობებს. 12. თეატრის დირექტორი წარმართავს თეატრის ადმინის­ტრაციულ-საწარმოო, ფინანსურ და კომერციულ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობისათვის. 13. თეატრის დირექტორი მინდობილობის გარეშე წარმოადგენს თეატრს და მისი სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელს აწერს დოკუმენტებს, ბანკებში ხსნის და აუქმებს საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, დებს ხელშეკრულებებს, გამოსცემს ინიდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, საკონტრაქტო და სხვა სახის შრომითი ურთიერთობების თაობაზე საქართველოს შრომითი კანონ­მდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებს თეატრის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის მიღებისა და გათავისუფლების საკითხს, უფლებამოსილია დანიშნოს რწმუნებულები, გასცეს მინდობილობები თეატრის ინტერესებიდან გამომდინარე. 14. თეატრის დირექტორი განიხილავს თეატრის წლიურ ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს ახალციხის რაიონის გამგეობას. 15. თეატრის დირექციის გადაწყვეტილებანი სავალდებულოა თეატრის კოლექტივისათვის.     მუხლი 5🔗. თეატრის ქონება და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა 1. თეატრის სარგებლობაში არსებული ქონება შედგება მის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობებისაგან, დანადგარ-მოწყო­ბილობებისაგან, სატრანსპორტო საშუალებებისა და მის შემადგენლობაში არსებული სხვა ქონებისაგან, რომელიც გადაეცემა ახალციხის რაიონის გამგეობის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. თეატრს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმ­ჯობესებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს კანონით ნებადართული სამეურნეო (კომერციული) საქმიანობის განხორციელების შედეგად დარჩენილი შემოსავლები, რომლებიც მთლიანად ხმარდება თეატრს, მხოლოდ საგადასახადო კანონ­მდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ. თეატრი აყალიბებს შემდეგ ფონდებს: ა) მატერიალური წახალისების ფონდი; ბ) შემოქმედებითი-საწარმოო განვითარების ფონდი. 3. თეატრის ქონებად ითვლება აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და ის არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი. 4. უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება, დატვირთვა და სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინის­ტროს თანხმობით.     მუხლი 6🔗. თეატრის დაფინანსების წყაროები თეატრის დაფინანსების წყაროებია: ა) ახალციხის რაიონის გამგეობის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებანი (სუბსიდიისა და სხვა მიზნობრივ ასიგნებათა სახით); ბ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები; გ) საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავლები; დ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება სპექტაკლების გადაღებით, მათი კინო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების, სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციათა კომერციული მიზნების გამოყენებით; ე) შემოსავლები, რომლებიც მიიღება თეატრის მიერ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის კულტურული მომსახურების გაწევით; ვ) ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების გრანტები და შემოწირულობები; ზ) სამეურნეო-კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემო­სავლები; თ) სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.     მუხლი 7🔗. თეატრის სახელმწიფო კონტროლი თეატრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ ახალციხის რაიონის გამგეობა და საქართველოს კულტურის სამინისტრო.     მუხლი 8🔗. თეატრის წლიური ბალანსი 1. თეატრის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს. 2. თეატრი წლის დასაწყისში ადგენს წლიურ ბალანსს, აწარმოებს საბუღალტრო, ოპერატიულ და სტატისტიკურ აღრიცხვას და დადგენილ ვადებში წარუდგენს შესაბამის ორგანოებს.     მუხლი 9🔗. თეატრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია თეატრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებები შედის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.