ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის №3 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.144.016257
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №15

2016 წლის 26 აგვისტო

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის №3 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქარელის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის №3 დადგენილებაში  ,,ქარელის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 07/03/2016, 010250000.35.144.016245) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,ქარელის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების, ან/და საჯაროდ გამოცხადების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ან/და საჯაროდ გამოსაცხადებელი ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“;

ბ) დადგენილების პირველი  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს „ქარელის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ან/და  საჯაროდ გამოცხადების წესი დანართი 1-ის შესაბამისად.“;

გ)   დადგენილების დანართი 1 შეიცვალოს ახალი დანართი 1-ით;

) დადგენილების  მეორე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2

დამტკიცდეს „ქარელის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ან/და  საჯაროდ გამოსაცხადებელი  ინფორმაციის ნუსხა“ დანართი 2-ის შესაბამისად“;

ე) დადგენილების  დანართი 2 შეიცვალოს ახალი დანართი 2-ით;

ვ) დადგენილების მესამე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3

1. ეთხოვოს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელს, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ან/და საჯაროდ გამოცხადებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებების გეგმის შემუშავება ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

2. ეთხოვოს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მუნიციპალიტეტის ორგანოების,  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ან/და საჯაროდ გამოსაცხადებელი ინფორმაციისთვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი



დანართი 1
ქარელის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული  საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად  გამოქვეყნების ან/და  საჯაროდ გამოცხადების  წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ,,ქარელის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ან/და საჯაროდ გამოცხადების  წესი” (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს ქარელის მუნიციპალიტეტის ორგანოების  და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის (შემდგომ – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების, ან/და საჯაროდ გამოცხადების  წესს, ფორმას, ადგილს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ან/და  საჯაროდ გამოსაცხადებელი  ინფორმაციის ნუსხას.

2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან ან/და საჯაროდ გამოცხადებასთან  დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით.

3. ამ წესით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ან/და საჯაროდ გამოსაცხადებელი  საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ან/და საჯაროდ გამოცხადების  ვალდებულებისგან.


მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ან/და  საჯაროდ გამოცხადების  ფორმა და წესი
1. ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება  ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.

2. ,,ქარელის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ან/და საჯაროდ გამოცხადების წესის და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ან/და საჯაროდ გამოსაცხადებელი ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მიღებული სტანდარტი და  განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული ან/და საჯაროდ გამოცხადებული ინფორმაციის მიღებაზე საფასურის, ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეთხვევებისა.

3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ან/და საჯაროდ გამოცხადება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით იმავე,  ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.

4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებასა ან/და საჯაროდ გამოცხადებაზე  პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებასა ან/და საჯარო გამოცხადებაზე  პასუხისმგებელი პირი.


მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ან/და საჯაროდ გამოცხადების ადგილი
1. ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები უზრუნველყოფენ ნუსხით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად ან/და საჯაროდ გამოქვეყნებას ამ მუხლის მე-2 - მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით:

ა) ელექტრონული ფორმით – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების ელექტრონულ რესურსზე;

ბ) ბეჭდური ფორმით – მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში    განთავსებულ საჯარო განცხადებების დაფაზე.

2. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ვებგვერდზე (www.qareli.ge) ან/და მათ მართვაში არსებული სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით.

3. ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების შენობაში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას. ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება საჯარო განცხადებების დაფების გამოყენებით, რომელიც უნდა განთავსდეს დასახლებების უბნების მიხედვით, უბანში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე არანაკლებ ერთი საინფორმაციო განცხადების დაფის ოდენობით.

4. ქარელის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადების დაფაზე ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი.

5. იმ შემთხვევაში, თუ საჯაროდ გამოსაცხადებელი ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების და იურიდიული პირ(ებ)ის შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას ან/და მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადებების დაფებზე, აუცილებელია, აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება.


მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ან/და საჯაროდ გამოცხადების სტანდარტი
1. ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პროაქტიულად გამოქვეყნებული ან/და საჯაროდ გამოცხადებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. აღნიშნული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს მისი განახლების თარიღი.

2. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება, ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.



დანართი 2
ქარელის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ პროაქტიულად  გამოსაქვეყნებელი ან/და საჯაროდ გამოსაცხადებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა

 

1. ზოგადი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების  და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის (შემდგომ – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) შესახებ

 

N

ინფორმაციის დასახელება

განახლების ვადები

1.1

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა

განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში

1.2

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების და მათი სტრუქტურული  ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი)

განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში

1.3

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში

ქვეყნდება ან/და ცხადდება ყოველწლიურად

 

1.4

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები  და სამოქმედო გეგმები

განახლებადია ცვლილებების

შემთხვევაში

 

 

1.5

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები

განახლებადია ცვლილების

შემთხვევაში

 

 

 

1.6

მუნიციპალიტეტის საჯარო  დაწესებულებების მათი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების მისამართი,  ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი,ფაქსის ნომერი,ცხელი ხაზის ნომერი

განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში

                                         2. საჯარო ინფორმაციის გვერდი

 

 

2.1

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის(პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.2

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები

განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში

2.3

ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

 

 

2.4

მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში

 

 

ქვეყნდება ან/და ცხადდება  ყოველწლიურად

 

2.5

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37–ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა

 

ქვეყნდება ან/და ცხადდება  კვარტალურად

     3.ინფორმაცია საჯარო დაწესებულებების საკადრო უზრუნველყოფის შესახებ

 

 

3.1

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა

 

განახლებადია ცვლილებების

შემთხვევაში

3.2

ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში კონკურსის ჩატარების წესებს

განახლებადია ცვლილებების

შემთხვევაში

 

3.3

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში

ქვეყნდება ან/და ცხადდება  კვარტალურად

4. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების და იურიდიული პირ(ებ)ის მიერ   განხორციელებული შესყიდვების და ქონების პრივატიზების შესახებ

4.1

მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა

ქვეყნდება ან/და ცხადდება  კვარტალურად

 

 

4.2

მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდლების, შესყიდვის საშუალების,ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით

ქვეყნდება ან/და ცხადდება  კვარტალურად

 

4.3

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ

ქვეყნდება ან/და ცხადდება  კვარტალურად

4.4

რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები

ქვეყნდება ან/და ცხადდება  კვარტალურად

 

4.5

მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა

მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში

4.6

მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა

მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში

5.ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ

 

5.1

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში

5.2

მუნიციპალიტეტის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტი

ქვეყნდება ან/და ცხადდება  კვარტალურად

5.3

ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით)

ქვეყნდება ან/და ცხადდება  კვარტალურად და ყოველწლიურად

 

5.4

საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში

მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში

 

5.5

ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე(ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე(ჯამურად)

ქვეყნდება ან/და ცხადდება  კვარტალურად

 

 

5.6

ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით)

ქვეყნდება ან/და ცხადდება  კვარტალურად

 

5.7

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით

ქვეყნდება ან/და ცხადდება  ყოველწლიურად

5.8

ინფორმაცია საწვავის  მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ  ჯამურად

ქვეყნდება  ან/და ცხადდება ყოველწლიურად

 

5.9

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად

ქვეყნდება ან/და ცხადდება  ყოველწლიურად

5.10

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი

ქვეყნდებაან/და ცხადდება  ყოველწლიურად

 

5.11

ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად

ქვეყნდება ან/და ცხადდება  ყოველწლიურად

 

 

5.12

უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო  ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები,კრედიტები) შესახებ ინფორმაცია

ქვეყნდება ან/და ცხადდება  ყოველწლიურად

 

5.13

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის, მიზნობრიობა და გრანტის მოცულობა

ქვეყნდება ან/და ცხადდება  ყოველწლიურად

 

5.14

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია

ქვეყნდება ან/და ცხადდება  კვარტალურად

 

5.15

სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ

ქვეყნდება ან/და ცხადდება  აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში

                                6. სამართლებრივი აქტები

 

6.1

ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან

ქვეყნდება ან/და ცხადდება  ძალაში შესვლიდან 10 დღეში

 

6.2

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, მუნიციპალიტეტის ორგანოების შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია

ქვეყნდება ან/და ცხადდება  ძალაში შესვლიდან10 დღეში

7. საქართველოს ორგანული კანონითადგილობრივი თვითმართველობის კოდექსიგანსაზღვრული გამოსაქვეყნებელი ან/და გამოსაცხადებელი ინფორმაცია

 

7.1

მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს, სხდომების ოქმები

შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში

 

7.2

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები

შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში

 

7.3

დასახლების საერთო ოქმები

გამგეობის/მერის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში

 

7.4

ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის,დროისა და ადგილის შესახებ

                                                  ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში

 

7.5

მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები

შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში

7.6

 პეტიცია

მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში

7.7

მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის წერილობითი ინიციატივა გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ

მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში

                                                 8. სხვა საჯარო ინფორმაცია

8.1

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების სერვისების შესახებ ინფორმაცია

განახლებადია ცვლილების

შემთხვევაში

 

8.2

ინფორმაცია იმ მოსაკრებლის, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება ან/და ცხადდება კვარტალის დასასრულიდან 1 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.