საქართველოს სახელმწიფო სამობილიზაციო რეზერვის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ
მიღების თარიღი 27.06.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №315
სარეგისტრაციო კოდი 120.160.010.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 67, 03/07/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.06.2003 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო სამობილიზაციო რეზერვის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:LitMtavrPS;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:33.1pt 63.75pt .9in 56.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №315
2003 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო სამობილიზაციო რეზერვის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე რეფორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფის, აგრეთვე საომარ ან განსაკუთრებულ პერიოდში სამხედრო და სხვა სამრეწველო პროდუქციის წარმოების ორგანიზაციის უზრუნველსაყოფად ომის პერიოდში რკინიგზის, საავტომობილო გზების, საზღვაო ნავსადგურების, აეროდრომების, ელექტროგადამცემი ხაზების, გაზისა და ნავთობგამტარი მილების, ელექტრო და წყალმომარაგების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, სამედიცინო დახმარების სისტემის შეუფერხებელი მუშაობის ორგანიზების მიზნით:
1. დამტკიცდეს იმ საწარმოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა თანდართული ნუსხა, რომლებიც ვალდებული არიან მშვიდობიანობის დროს გააგრძელონ მუშაობა სამობილიზაციო რეზერვის შესაქმნელად თავიანთი ძირითადი საქმიანობის მიხედვით საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს სამხედრო ძალების მზადყოფნისათვის და მოსახლეობის გადაუდებელ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და რომლებსაც ამ დავალების უზრუნველსაყოფად მიეცემათ ახალი სამობილიზაციო დავალებები.
2. იმ საწარმოებმა, ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა, რომლებიც აგრძელებენ თავიანთ ძირითად საქმიანობას შესაძლო ომის ან საგანგებო-ექსტრემალური სიტუაციის პირობებში, სამ თვეში, დღიდან ამ ბრძანებულების ძალაში შესვლისა, სამობილიზაციო დავალებების თანახმად წარუდგინონ საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტს სამობილიზაციო რეზერვში შესანახ მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურა.
3. საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტმა საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ წარდგენილი სამობილიზაციო რეზერვში შესანახ მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურა, საქართველოს ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ, დასამტკიცებლად წარმოუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს.
4. საწარმოები, ორგანიზაციები და დაწესებულებები სამობილიზაციო რეზერვების მატერიალური ფასეულობების მოვლა-პატრონობას და შენახვას ახორციელებენ „საქართველოს რესპუბლიკის საწარმოებსა და ორგანიზაციებში მატერიალურ ფასეულობათა ხანგრძლივად შენახვის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 4 აგვისტოს №787 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის საწარმოებსა და ორგანიზაციებში მატერიალურ ფასეულობათა ხანგრძლივად შენახვის ინსტრუქციის დაცვით და პასუხისმგებელი არიან საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის წინაშე მათი როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი დაცვისათვის.
5. სამობილიზაციო რეზერვში არსებული მატერიალური ფასეულობანი სახელმწიფო საკუთრებაა და არ ექვემდებარება პრივატიზაციას. ისინი იქმნება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე იმ საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, რომლებმაც ამ ბრძანებულების თანახმად მიიღეს სამობილიზაციო დავალებები და განაგრძობენ მუშაობას საომარ ან საგანგებო პირობებში.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) სამობილიზაციო რეზერვში დასაგროვებელ მატერიალურ ფასეულობათა შეძენის, განახლების, შეცვლის ოპერაციების უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ხარჯზე.
7. საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტმა (ჯ. მიქელაძე):
ა) სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა შექმნა, შევსება და მასთან დაკავშირებული ოპერაციები განახორციელოს „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივნისის № 371 ბრძანებულებისა და ამ ბრძანებულების მოთხოვნათა შესაბამისად;
ბ) ახლად შეძენილი მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი და თვისებრივი დაცულობის უზრუნველყოფის მიზნით დადოს შესაბამისი ხელშეკრულებები მატერიალური ფასეულობების საპასუხისმგებლო შენახვის შესახებ იმ საწარმოებთან, ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან, რომლებსაც ეძლევათ სამობილიზაციო დავალებები ამ ბრძანებულებით დამტკიცებული ნუსხის თანახმად;
გ) სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა რეალიზაციის დროს საბითუმო-საბაზრო ფასის არარსებობის შემთხვევაში ამ ფასეულობების შეფასება მოახდინოს კომპეტენტური ორგანოების მიერ სათანადო სასაქონლო ექსპერტიზის მოწყობის შემდეგ, დადგენილი ფასებით, ან იხელმძღვანელოს „საქართველოს რესპუბლიკაში ფასების ლიბერალიზაციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 24 აპრილის №470 დადგენილებით;
დ) სახელმწიფო სამობილიზაციო რეზერვების სტრატეგიული დანიშნულებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საკითხების განუხრელი დაცვა.
8. დაწესებულებებში, საწარმოებსა და ორგანიზაციებში დაგროვილ, შენახვის ვადაგასულ სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობებს მოეხსნას ჯავშანი და რეალიზებულ იქნეს ქვეყანაში დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით.
9. საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტმა მიმდინარე წლის ბოლომდე უზრუნველყოს სამობილიზაციო რეზერვში რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა სრული ინვენტარიზაცია. სამობილიზაციო რეზერვის ახლად შეძენილი მატერიალური ფასეულობანი აისახოს დეპარტამენტის ძირითად ბალანსზე. ამასთან, იმ საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, რომლებიც ამ ბრძანებულების თანახმად აღარ არიან ვალდებული სამობილიზაციო რეზერვის შემდგომი დაგროვებისა და შენახვისათვის, არსებული და ვადაგასული მატერიალური ფასეულობანი აისახოს დეპარტამენტის ძირითად ბალანსზე მათი რეალიზაციის პერიოდში, სათანადო სასაქონლო ექსპერტიზის მოწყობის შემდეგ დაწესებულ ფასებში.
10. დაწესდეს ყველა პასუხისმგებელი შემნახველის მიერ სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობის ამსახველი ყოველწლიური ანგარიშგების საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტსა და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში წარდგენის ვადად მომდევნო წლის 15 იანვარი.
11. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ.ბერიძე) დაამტკიცოს სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა რაოდენობრივი მდგომარეობის აღრიცხვის ყოველწლიური სტატისტიკური ფორმა №12.
12. ნება დაერთოს საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტს:
ა) რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა შემდგომი უნებართვო ხარჯვის, დატაცების თავიდან აცილების, მათი ხარისხობრივი და რაოდენობრივი მდგომარეობის კონტროლის მიზნით ამ ფასეულობათა რეალიზაციით მიღებული შემოსავლების 1 (ერთი) პროცენტი გამოიყენოს სამივლინებო ხარჯების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სამივლინებო ასიგნებათა ოდენობის ფარგლებში;
ბ) სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა პასუხისმგებელ შემნახველ ორგანიზაციებში მოაწყოს საკონტროლო შემოწმებები შესაბამის ინსტრუქციათა დაცვით;
გ) სამობილიზაციო რეზერვების დაფინანსება და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება აწარმოოს სახელმწიფო რეზერვების დებულების შესაბამისად.
13. ამ ბრძანებულების ხელმოწერის დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ეკონომიკის სამობილიზაციო მზადყოფნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 10 სექტემბრის №027-ს ბრძანებულება.
ე. შევარდნაძე
იმ საწარმოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა ნუსხა, რომლებიც ვალდებული არიან გააგრძელონ მუშაობა თავიანთი ძირითადი საქმიანობის მიხედვით შესაძლო ომისა და საგანგებო ექსტრემალური სიტუაციის პირობებში და რომლებსაც ეძლევათ სამობილიზაციო დავალებები:
1. შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“
2. ფოთის საზღვაო ნავსადგური
3. სააქციო საზოგადოება „კარტოგრაფია“
4. სააქციო საზოგადოება „თბილგაზოაპარატი “
5. სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმი“
6. სააქციო საზოგადოება „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა“
7. საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი
8. შპს „ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგური“
9. სააქციო საზოგადოება „საქტრანსგაზმრეწვი“
10. სააქციო საზოგადოება „ზესტაფონის ფერო“
11. შპს „საქართველოს რკინიგზა“
12. საქართველოს სახანძრო საზოგადოების კავშირის პრეზიდიუმი
13. სააქციო საზოგადოება „ჩარხმშენებელი“
14. სააქციო საზოგადოება „საქკაბელი“
15. სახელმწიფო კორპორაცია „საქნავთობი“
16. შპს „ვეტბიოფარმი“
17. სააქციო საზოგადოება „თემქაპური“
18. სააქციო საზოგადოება „ელმავალმშენებელი“
19. შპს „თბილწყალკანალი“
20. შპს “ბათუმის აეროპორტი“
21. სააქციო საზოგადოება „გორკონი“
22. სააქციო საზოგადოება „ფორტე“
23. სააქციო საზოგადოება „ბათუმის გემთსაშენი ქარხანა“
24. შპს „ქუთაისის აეროპორტი”
25. სააქციო საზოგადოება „ქუთაისის პური“
26. სააქციო საზოგადოება „ცენტროლიტი“
27. შპს „ავიასაწვავსერვისი“
28. ქუთაისის სააქციო საზოგადოება „ელექტრომექანიკოსი“
29. სააქციო საზოგადოება „რუსთავის პურის ქარხანა“
30. სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენი“
31. სააქციო საზოგადოება „წნორის პურპროდუქტები“
32. სააქციო საზოგადოება „რუსთავის მეტალურგიული კომბინატი“
33. სააქციო საზოგადოება „ტყიბულნახშირი“
34. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება–კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაცია
35. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამხედრო-სამობილიზაციო დეპარტამენტი
36. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი
37. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო
38. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
39. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.