სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1370/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-1370/ო

2016 წლის 10 აგვისტო

სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

 

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მე-9 მუხლის, მე-16 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის, ,,დ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მიეცეს შპს „კატასტროფის მედიცინის პედიატრიული ცენტრის“ ფილიალს (ფაქტიური მისამართი: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. №105ა) ,,სასწრაფო   სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის  განხორციელების  უფლება.

2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. ბრძანება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ჩაბარებიდან  ერთი  თვის  ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).

4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: შპს  „კატასტროფის მედიცინის პედიატრიული ცენტრის“ დირექტორის გ. ვაშაკიძის განცხადება:  №76521,  19.07.2016წ;       

ადგილზე შემოწმების აქტი №79,  05.08.2016წ.

 

სააგენტოს უფროსი                                                                        გია თვალავაძე