სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1391/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-1391/ო

 

2016 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ


საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მე-9 მუხლის მე-16 პუნქტის,  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მიეცეს შპს ,,კატასტროფის მედიცინის პედიატრიულ ცენტრს“  (ფაქტობრივი მისამართი: ქობულეთი, აბაშიძის ქუჩა №18-ის მიმდებარედ) ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლება.

 2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ  სალიცენზიო  რეესტრში.

 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6).

 

 4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 

 საფუძველი: შპს ,,კატასტროფის მედიცინის პედიატრიული ცენტრის“  ხელმძღვანელის გ. ვაშაკიძის განცხადება  №76321,  19. 07. 2016წ. 

 

სააგენტოს უფროსი                                                           გია თვალავაძე