„საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის სტატუსის შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 12.05.2003
ძალაში შესვლა 10.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №49-8
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016422
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/09/2016
matsne.gov.ge 1,525 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.05.2003 მიღება
10.08.2016 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 10.11.2002 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 02.08.2016 „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 24.04.2023 „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროს შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს პასუხისმგებლობის სფეროდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მრჩევლების მივლინების შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 11.05.2010 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს   მთავრობის სახელით 86% 01.04.2012

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის სტატუსის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება „საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის სტატუსის შესახებ“ ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, თავდაცვის მინისტრს, მის აღმატებულებას შეიხ იაბერ ალ-მუბარაკ ალ ჰამად ალ საბაჰს თქვენო აღმატებულება, მაქვს პატივი, თქვენი ყურადღება მივაპყრო ჩვენი ორი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებს შორის გამართულ კონსულტაციებზე, რომლებიც უკავშირდებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციის თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ ქუვეითის სახელმწიფოში მათი შეყვანის შედეგად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქუვეითის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის ელემენტებს. ზემოაღნიშნული ძალების ქუვეითის ტერიტორიაზე განლაგების თაობაზე ქუვეითის მთავრობის თანხმობის შესაბამისად და ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ახლო და ხანგრძლივი კავშირების გათვალისწინებით, მაქვს პატივი საქართველოს მთავრობის სახელით შემოგთავაზოთ დებულებები, რომლებზეც მიზანშეწონილად მიგვაჩნია დაეფუძნოს შეთანხმება ქუვეითის ტერიტორიაზე საქართველოს ძალების სტატუსის შესახებ: 1. საქართველოს ძალები ნიშნავს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნებისმიერ დანაყოფს, კონტინგენტს ან შენაერთს, რომელიც ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე კანონიერად იმყოფება ქუვეითში, რომელიც ასევე მოიცავს საქართველოს მთავრობის მიერ გამოგზავნილ ნებისმიერ სამოქალაქო პირს, რომელსაც საქართველოს მთავრობა აგზავნის ქუვეითში წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე. 2. საქართველოს ძალები პატივს სცემენ და იცავენ ქუვეითის კანონებს, დადგენილებებს, ადათ-წესებსა და ტრადიციებს და არ ერევიან ქუვეითის საშინაო საქმეებში. 3.  საქართველოს შეიარაღებული ძალების პერსონალს ქუვეითის სახელმწიფოს მიერ, მის ტერიტორიაზე ენიჭებათ ის პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომლებიც განსაზღვრულია საელჩოს ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალისათვის 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციით. 4. კონტრაქტორები, კომპანიათა პერსონალი და ქუვეითის მოქალაქეები, რომლებიც უერთდებიან საქართველოს ძალებს ექვემდებარებიან ქუვეითის სასამართლო იურისდიქციას, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. 5. (a) თითოეული მთავრობა უარს აცხადებს ნებისმიერ პრეტენზიაზე, რომელიც მას გააჩნია ან შეიძლება გააჩნდეს სხვა მთავრობის წინააღმდეგ ან სხვა მთავრობის ძალების ნებისმიერი პერსონალის მიმართ, იმ ზიანზე (რომელიც მოიცავს დაზიანებით სიკვდილის გამოწვევას), რომელიც მიყენებულ იქნა მისი პერსონალისათვის ან მის საკუთრებაში მყოფი ქონების დაზიანებაზე ან დაკარგვაზე, თუ ასეთი დაზიანება, სიკვდილი, ზიანი ან დანაკარგი გამოწვეულ იქნა სხვა მთავრობის პერსონალის მოქმედებით ან უმოქმედობით წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული მისი ოფიციალური საქმიანობის განხორციელების დროს. საქართველოს ძალებმა უნდა წარმოადგინონ ქუვეითის მოწყობილობები და შენობები, რომელიც მათ გადაეცათ, გადაცემის დროს მყოფ მდგომარეობაში და კომპენსირება უნდა მოახდინონ იმ ნებისმიერი დაზიანებისა ან დანაკარგისა, რაც განპირობებულ იქნა მათი არასწორი გამოყენებით; (b) ქუვეითის მთავრობამ უნდა უზრუნველყოს და გადაწყვიტოს, მისი კანონმდებლობის შესაბამისად, მესამე სახელმწიფოს პრეტენზიები, რომლებიც წამოჭრილი იქნება მის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის ან საქართველოს ძალების შემადგენლობებიდან ნებისმიერი პერსონალის მოქმედებით ან უმოქმედობით, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მათი ოფიციალური საქმიანობის განხორციელების დროს, რომელიც გამოიწვევს დაზიანებას, გარდაცვალებას, დაკარგვას ან დაშავებას და საქართველოს მთავრობამ უნდა გადაუხადოს ქუვეითის მთავრობას კომპენსაცია ნებისმიერ ამგვარ პრეტენზიასთან დაკავშირებით; (c) საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს მესამე მხარის პრეტენზიას, რომელიც გამოწვეული იქნება საქართველოს ძალების ნებისმიერი პერსონალის ნებისმიერი მოქმედებით ან უმოქმედობით, რომელსაც შედეგად მოჰყვა დაზიანება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული გამოწვეულია წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული ოფიციალური მოვალეობების შესრულებით და დააკმაყოფილებს იმ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მოპოვებული იქნება ნებისმიერ ასეთ პრეტენზიასთან მიმართებაში. 6. საქართველოს ძალებს შეუძლიათ შევიდნენ და დატოვონ ქუვეითი სამხედრო ან საქართველოს მთავრობის დამადასტურებელი ბარათებით. ქუვეითის სამხედრო დამადასტურებელი ბარათები გაიცემა ქუვეითის ხელისუფლების მიერ. საქართველოს ძალების წევრები წარუდგენენ ასეთ ბარათებს ქუვეითის მთავრობის შესაბამის სტრუქტურებს მოთხოვნისამებრ. 7. საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ გამოყენებული მანქანები, გემები და საჰაერო ხომალდები, ქუვეითის კანონმდებლობის მიხედვით, არ ექვემდებარებიან ლიცენზირებასა და რეგისტრაციას. საქართველოს სამხედრო ძალებს შეუძლიათ გამოიყენონ აეროდრომის საშუალებები და მასზე განთავსებული მოწყობილობანი გადასახადის, მოსაკრებლისა და სხვა გადასახადების გარეშე. საქართველოს ძალების წევრებს შეუძლიათ მართონ ავტომანქანები ძალაში მყოფი მართვის მოწმობებითა და სამხედრო პირადობის მოწმობებით. 8. საქართველოს ძალებს შეუძლიათ შეიტანონ ქუვეითში ლიცენზიისა თუ სხვა შეზღუდვების, საბაჟო მოსაკრებლებისა და გადასახადების გარეშე, მათთვის საჭირო აღჭურვილობა და სხვა მოწყობილობანი, რაც ესაჭიროებათ მათი ოპერაციებისთვის, ისევე როგორც საქართველოს ძალების პირადი სარგებლობისა და მოხმარებისთვის აუცილებელი ნივთები. ნებისმიერი სახის ნებისმიერი საკუთრება, რომელიც იმპორტირებული იქნება გადასახადების გარეშე ამ პუნქტის შესაბამისად და რომელიც გაიყიდება ქუვეითში პიროვნებებზე, ვისაც არ აქვთ მინიჭებული გადასახადის გარეშე იმპორტის პრივილეგიები დაექვემდებარებიან საბაჟო და სხვა გადასახადებს, გამომდინარე მისი ფასიდან გაყიდვის მომენტში. 9. საქართველოს ძალების სამხედროებს შეუძლიათ გააჩნდეთ და ატარონ იარაღი, როდესაც გააჩნიათ ამაზე უფლებამოსილება ოფიციალური მოვალეობის შესრულებისას მათზე გაცემული ბრძანებების საფუძველზე. 10. ქუვეითის მთავრობას ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ქუვეითიდან საქართველოს ძალების გაყვანა. საქართველოს მთავრობა იტოვებს უფლებას გაიყვანოს საქართველოს ძალები ნებისმიერ დროს, მას შემდე, რაც ამის თაობაზე შეატყობინებს ქუვეითის მთავრობას. 11. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა თორმეტი თვის ვადით და იგი ავტომატურად განახლდება იგივე პერიოდებით, თუ ერთ-ერთი მხარე შეთანხმების ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის გადაწყვეტილებას შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება, მაგრამ რაც არ იმოქმედებს მეხუთე პუნქტზე, რომელიც შესრულებული უნდა იქნეს იმ ნებისმიერ საკითხზე, რაც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განხორციელებით. 12. მხარეებს შორის ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება წინამდებარე შეთანხმების განმარტების ან განხორცილებისას გადაწყდება ექსკლუზიურად, მხარეების მიერ კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით. 13. წინამდებარე შეთანხმება შესრულებულია ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვერსიას. თქვენო აღმატებულება, მაქვს პატივი შემოგთავაზოთ, რომ თუ ზემოაღნიშნული პირობები (1-13) მისაღებია ქუვეითის მთავრობისათვის, წინამდებარე წერილი და თქვენი პასუხი ჩაითვლება შეთანხმებად ჩვენს მთავრობებს შორის, რომელიც ძალაში შევა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე ბოლო წერილობითი შეტყობინების თარიღიდან. ღრმა პატივისცემით, ირაკლი მენაღარიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მის აღმატებულებას ირაკლი მენაღარიშვილს მაქვს პატივი დაგიდასტუროთ, თქვენი 2003 წლის 8 მაისის წერილის მიღება, რომელიც შეიცავს შემდეგ პირობებს: „მაქვს პატივი, თქვენი ყურადღება მივაპყრო ჩვენი ორი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებს შორის გამართულ კონსულტაციებზე, რომლებიც უკავშირდებოდა გაეროს" უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციის თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ ქუვეითის სახელმწიფოში მათი შეყვანის შედეგად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქუვეითის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის ელემენტებს. ზემოაღნიშნული ძალების ქუვეითის ტერიტორიაზე განლაგების თაობაზე ქუვეითის მთავრობის თანხმობის შესაბამისად და ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ახლო და ხანგრძლივი კავშირების გათვალისწინებით, მაქვს პატივი საქართველოს მთავრობის სახელით შემოგთავაზოთ დებულებები, რომლებზეც მიზანშეწონილად მიგვაჩნია დაეფუძნოს შეთანხმება ქუვეითის ტერიტორიაზე საქართველოს ძალების სტატუსის შესახებ: 1. საქართველოს ძალები ნიშნავს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნებისმიერ დანაყოფს, კონტინგენტს ან შენაერთს, რომელიც ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე კანონიერად იმყოფება ქუვეითში, რომელიც ასევე მოიცავს საქართველოს მთავრობის მიერ გამოგზავნილ ნებისმიერ სამოქალაქო პირს, რომელსაც საქართველოს მთავრობა აგზავნის ქუვეითში წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე. 2. საქართველოს ძალები პატივს სცემენ და იცავენ ქუვეითის კანონებს, დადგენილებებს, ადათ-წესებსა და ტრადიციებს და არ ერევიან ქუვეითის საშინაო საქმეებში. 3. საქართველოს შეიარაღებული ძალების პერსონალს ქუვეითის სახელმწიფოს მიერ მის ტერიტორიაზე ენიჭებათ ის პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომლებიც განსაზღვრულია საელჩოს ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალისათვის 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციით. 4. კონტრაქტორები, კომპანიათა პერსონალი და ქუვეითის მოქალაქეები, რომლებიც უერთდებიან საქართველოს ძალებს ექვემდებარებიან ქუვეითის სასამართლო იურისდიქციას, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. 5.   (a) თითოეული მთავრობა უარს აცხადებს ნებისმიერ პრეტენზიაზე, რომელიც მას გააჩნია ან შეიძლება გააჩნდეს სხვა მთავრობის წინააღმდეგ ან სხვა მთავრობის ძალების ნებისმიერი პერსონალის მიმართ, იმ ზიანზე (რომელიც მოიცავს დაზიანებით სიკვდილის გამოწვევას), რომელიც მიყენებულ იქნა მისი პერსონალისათვის ან მის საკუთრებაში მყოფი ქონების დაზიანებაზე ან დაკარგვაზე, თუ ასეთი დაზიანება, სიკვდილი, ზიანი ან დანაკარგი გამოწვეულ იქნა სხვა მთავრობის პერსონალის მოქმედებით ან უმოქმედობით წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული მისი ოფიციალური საქმიანობის განხორციელების დროს. საქართველოს ძალებმა უნდა წარმოადგინონ ქუვეითის მოწყობილობები და შენობები, რომელიც მათ გადაეცათ, გადაცემის დროს მყოფ მდგომარეობაში და კომპენსირება უნდა მოახდინონ იმ ნებისმიერი დაზიანებისა ან დანაკარგისა, რაც განპირობებულ იქნა მათი არასწორი გამოყენებით; (b) ქუვეითის მთავრობამ უნდა უზრუნველყოს და გადაწყვიტოს, მისი კანონმდებლობის შესაბამისად, მესამე სახელმწიფოს პრეტენზიები, რომლებიც წამოჭრილ იქნება მის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის ან საქართველოს ძალების შემადგენლობებიდან ნებისმიერი პერსონალის მოქმედებით ან უმოქმედობით, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მათი ოფიციალური საქმიანობის განხორციელების დროს, რომელიც გამოიწვევს დაზიანებას, გარდაცვალებას, დაკარგვას ან დაშავებას და საქართველოს მთავრობამ უნდა გადაუხადოს ქუვეითის მთავრობას კომპენსაცია ნებისმიერ ამგვარ პრეტენზიასთან დაკავშირებით; (c)  საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს მესამე მხარის პრეტენზიას, რომელიც გამოწვეული იქნება საქართველოს ძალების ნებისმიერი პერსონალის ნებისმიერი მოქმედებით ან უმოქმედობით, რომელსაც შედეგად მოჰყვა დაზიანება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული გამოწვეულია წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული ოფიციალური მოვალეობების შესრულებით და დააკმაყოფილებს იმ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მოპოვებული იქნება ნებისმიერ ასეთ პრეტენზიასთან მიმართებაში. 6. საქართველოს ძალებს შეუძლიათ შევიდნენ და დატოვონ ქუვეითი სამხედრო ან საქართველოს მთავრობის დამადასტურებელი ბარათებით. ქუვეითის სამხედრო დამადასტურებელი ბარათები გაიცემა ქუვეითის ხელისუფლების მიერ. საქართველოს ძალების წევრები წარუდგენენ ასეთ ბარათებს ქუვეითის მთავრობის შესაბამის სტრუქტურებს მოთხოვნისამებრ. 7. საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ გამოყენებული მანქანები, გემები და საჰაერო ხომალდები, ქუვეითის კანონმდებლობის მიხედვით, არ ექვემდებარებიან ლიცენზირებასა და რეგისტრაციას. საქართველოს სამხედრო ძალებს შეუძლიათ გამოიყენონ აეროდრომის საშუალებები და მასზე განთავსებული მოწყობილობანი გადასახადის, მოსაკრებლისა და სხვა გადასახადების გარეშე. საქართველოს ძალების წევრებს შეუძლიათ მართონ ავტომანქანები ძალაში მყოფი მართვის მოწმობებითა და სამხედრო პირადობის მოწმობებით. 8. საქართველოს ძალებს შეუძლიათ შეიტანონ ქუვეითში ლიცენზიისა თუ სხვა შეზღუდვების, საბაჟო მოსაკრებლებისა და გადასახადების გარეშე, მათთვის საჭირო აღჭურვილობა და სხვა მოწყობილობანი, რაც ესაჭიროებათ მათი ოპერაციებისთვის, ისევე როგორც საქართველოს ძალების პირადი სარგებლობისა და მოხმარებისთვის აუცილებელი ნივთები. ნებისმიერი სახის ნებისმიერი საკუთრება, რომელიც იმპორტირებული იქნება გადასახადების გარეშე ამ პუნქტის შესაბამისად და რომელიც გაიყიდება ქუვეითში პიროვნებებზე, ვისაც არ აქვთ მინიჭებული გადასახადის გარეშე იმპორტის პრივილეგიები დაექვემდებარებიან საბაჟო და სხვა გადასახადებს, გამომდინარე მისი ფასიდან გაყიდვის მომენტში. 9. საქართველოს ძალების სამხედროებს შეუძლიათ გააჩნდეთ და ატარონ იარაღი, როდესაც გააჩნიათ ამაზე უფლებამოსილება ოფიციალური მოვალეობის შესრულებისას მათზე გაცემული ბრძანებების საფუძველზე. 10. ქუვეითის მთავრობას ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ქუვეითიდან საქართველოს ძალების გაყვანა. საქართველოს მთავრობა იტოვებს უფლებას გაიყვანოს საქართველოს ძალები ნებისმიერ დროს, მას შემდე, რაც ამის თაობაზე შეატყობინებს ქუვეითის მთავრობას. 11. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა თორმეტი თვის ვადით და იგი ავტომატურად განახლდება იგივე პერიოდებით, თუ ერთ-ერთი მხარე შეთანხმების ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის გადაწყვეტილებას შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება, მაგრამ რაც არ იმოქმედებს მეხუთე პუნქტზე, რომელიც შესრულებული უნდა იქნეს იმ ნებისმიერ საკითხზე, რაც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განხორციელებით. 12. მხარეებს შორის ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება წინამდებარე შეთანხმების განმარტების ან განხორცილებისას გადაწყდება ექსკლუზიურად, მხარეების მიერ კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით. 13. წინამდებარე შეთანხმება შესრულებულია ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვერსიას. მაქვს პატივი შემოგთავაზოთ, რომ თუ ზემოაღნიშნული პირობები (1-13) მისაღებია ქუვეითის მთავრობისათვის, წინამდებარე წერილი და თქვენი პასუხი ჩაითვლება შეთანხმებად ჩვენს მთავრობებს შორის, რომელიც ძალაში შევა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე ბოლო წერილობითი შეტყობინების თარიღიდან.“ მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ჩემი მთავრობა ეთანხმება თქვენი წერილით შემოთავაზებულ პირობებს. ამგვარად, თქვენი წერილი და ეს საპასუხო წერილი წარმოადგენს ჩვენი ორი ქვეყნის მთავრობათა შორის შეთანხმებას. ღრმა პატივისცემით, შეიხ იაბერ ალ-მუბარაკ ალ ჰამად ალ საბაჰს