სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო
საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს
უფროსის ბრძანება № 02-1442/ო2016 წლის23 აგვისტო
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მე-9 მუხლის მე-16 პუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის, „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიეცეს შპს ,,ემერჯენსი სერვისის“ ფილიალს (მის: ქ. ზუგდიდი, წმინდა ნინოს ქ. N43) ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლება.
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ( ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6).
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძვლი: შპს ,,ემერჯენსი სერვისის“ დირექტორის გ. ვაშაკიძის განცხადება №79916 28.07.2016წ. ადგილზე შემოწმების აქტი №87 19.08.2016წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი