მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.08.2016
ძალის დაკარგვა 30.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №489
სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.016565
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 498 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.08.2016 მიღება
30.12.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ამირანაშვილი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №489 2016 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის წესის დამტკიცების შესახებ    „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 52​9 მუხლის  მე-5 პუნქტის, 56-ე მუხლის მე-11 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:  მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის თანდართული წესი.   მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.  მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ამირანაშვილი დანართი მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო  ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის პირობებსა და პროცედურებს. მუხლი 2🔗. მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სია მეხანძრე მაშველთა/მაშველთა საპატიო სია (შემდგომში - საპატიო სია) არის მეხანძრე-მაშველის/მაშველის გამორჩეული გმირული ქცევისა და თავდადების ან/და ხანგრძლივი, სანიმუშო და გამორჩეული სამსახურის  სახელმწიფოს მიერ უმაღლესი აღიარების ნიშანი. მუხლი 3🔗. საპატიო სიაში შეყვანის საფუძველი 1. საპატიო სიაში შეყვანის საფუძველია მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულება, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი მუშაობა, განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელოვანი დავალების შესრულება. 2. საპატიო სიაში დასაშვებია როგორც მოქმედი მეხანძრე-მაშველის/მაშველის, ისე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გმირულად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის/მაშველის შეყვანა. მუხლი 4🔗. საპატიო სიაში შეყვანის წესი 1. მეხანძრე-მაშველის/მაშველის უშუალო უფროსი ან ზემდგომი თანამდებობის პირი, ამ მეხანძრე-მაშველის/მაშველის საპატიო სიაში შეყვანის შუამდგომლობით, სამსახურებრივი ბარათით/პატაკით მიმართავს სააგენტოს დირექტორს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი ბარათი/პატაკი უნდა შეიცავდეს სათანადო დასაბუთებას, მეხანძრე-მაშველის/მაშველის საპატიო სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის თაობაზე. სამსახურებრივი ბარათი/პატაკი ასევე უნდა შეიცავდეს სიაში შესაყვანი კანდიდატის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა) მეხანძრე-მაშველის/მაშველის სახელი, გვარი; ბ) თანამდებობა; გ) სახელმწიფო სპეციალური წოდება; დ) სააგენტოში დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულების, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი მუშაობის, განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელოვანი დავალების შესრულების ამსახველი ინფორმაცია. 3. სააგენტოს დირექტორი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი ბარათით/პატაკით წარმოდგენილი მეხანძრე-მაშველის/მაშველის საპატიო სიაში შეყვანის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობით, მეხანძრე-მაშველის/მაშველის საპატიო სიაში შეყვანის შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს (შემდგომში - მინისტრი). 4. მეხანძრე-მაშველის/მაშველის საპატიო სიაში შეყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, რაც ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. მეხანძრე-მაშველის/მაშველის საპატიო სიაში შეყვანის თაობაზე მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეში. 6. მეხანძრე-მაშველის/მაშველის საპატიო სიაში შეყვანა ხდება ოფიციალურ საზეიმო ცერემონიალზე, რომელიც იმართება მეხანძრე-მაშველის/მაშველის პროფესიული დღის აღსანიშნავად. მუხლი 5🔗. საპატიო სიის წარმოება, შენახვის ვადა და სიიდან ამოღების წესი 1. საპატიო სია ინახება სამინისტროში განუსაზღვრელი ვადით. 2. საპატიო სიის წარმოებაზე და შენახვაზე პასუხისმგებელია სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი). სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) უზრუნველყოფს საპატიო სიის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას. 3. მოქმედი მეხანძრე-მაშველის/მაშველის საპატიო სიიდან ამოღება დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში, მხოლოდ მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ან/და ისეთი დისციპლინური გადაცდომისთვის, რაც ზიანს აყენებს მეხანძრე-მაშველის/მაშველის, სააგენტოს ან/და სამინისტროს რეპუტაციას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მეხანძრე-მაშველის/მაშველის საპატიო სიიდან ამოღების წინადადებით, შესაბამისი დასაბუთებით მინისტრისთვის მიმართვის უფლება აქვს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ან სააგენტოს. მეხანძრე-მაშველის/მაშველის საპატიო სიიდან ამოღებაზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, რაც ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.