⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.11.2020)
გაუქმებულია:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მეხანძრე-მაშველის/მაშველის სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.08.2016
ძალის დაკარგვა 10.11.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №488
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016564
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,238 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.08.2016 მიღება
10.11.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ამირანაშვილი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მეხანძრე-მაშველის/მაშველის სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №488 2016 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მეხანძრე-მაშველის/მაშველის სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 52​2 მუხლის მე-2 პუნქტისა და 56-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მეხანძრე-მაშველის/მაშველის სპეციალური კონკურსის ჩატარების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ამირანაშვილი დანართი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მეხანძრე-მაშველის/მაშველის სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) მეხანძრე-მაშველისა და მაშველის მიღებისათვის სპეციალური კონკურსის ჩატარებისა და სპეციალურ კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენის პირობებსა და პროცედურებს. მუხლი 2🔗. სპეციალური კონკურსის ჩატარების პრინციპები სპეციალური კონკურსი ტარდება კანონიერების, სამართლიანობის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობის და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით. თავი II სპეციალური კონკურსის ორგანიზება მუხლი 3🔗. მუდმივმოქმედი სპეციალური საკონკურსო კომისია 1. სააგენტოში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მეხანძრე-მაშველის/მაშველის ვაკანტურ თანამდებობაზე პირი მიიღება სპეციალური კონკურსის საფუძველზე. 2. სპეციალური კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად, სააგენტოში იქმნება  მუდმივმოქმედი სპეციალური საკონკურსო კომისია (შემდგომში – სპეციალური კომისია), არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით. სპეციალურ კომისიას სააგენტოს თანამდებობის პირთაგან ქმნის და მის შემადგენლობას განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი. 3. სპეციალური კომისიის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის (მეხანძრე-მაშველის/მაშველის) შერჩევა. 4. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ საერთაშორისო, არასამთავრობო ან/და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები. 5. სპეციალური კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს სააგენტოს კადრების სამმართველო. მუხლი 4🔗. სპეციალური კომისიის მუშაობის წესი 1. სპეციალურ კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. სპეციალური კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სპეციალური კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.  2. სპეციალური კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 3. სპეციალური კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს, თუ მას ესწრება სპეციალური კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. 4. სპეციალური კომისიის წევრთა ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სპეციალური კომისიის თავმჯდომარეს. 5. სპეციალური კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სპეციალური კომისიის თავმჯდომარე და სპეციალური კომისიის სხვა წევრები. სპეციალური კომისიის წევრს უფლება აქვს საკუთარი განსხვავებული აზრი დაურთოს სხდომის ოქმს, რის შესახებაც სხდომის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მუხლი 5🔗. სპეციალური კომისიის წევრის აცილება 1. სპეციალური კომისიის წევრი ვალდებულია სპეციალური კონკურსის დაწყებამდე, წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას სპეციალური კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. აღნიშნული წევრი ვერ მიიღებს მონაწილეობას კანდიდატის შეფასებაში და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიღებაში. 3. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული ცნობილი გახდება სპეციალური კომისიისათვის ან სხვა უფლებამოსილი პირისათვის სპეციალური კონკურსის მიმდინარეობისას, შესაბამისი  წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთან, მის მიმართ შესაძლებელია დადგეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც. 4. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული ცნობილი გახდება სპეციალური კომისიისათვის ან სხვა უფლებამოსილი პირისათვის სპეციალური კონკურსის დასრულების შემდგომ, ამ წევრის მიმართ შესაძლებელია დადგეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი. თავი III სპეციალური კონკურსი მუხლი 6🔗. სპეციალური კონკურსის გამოცხადება 1. სპეციალური კონკურსის გამოცხადების საფუძველია სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მეხანძრე-მაშველის/მაშველის თანამდებობაზე ვაკანტური ადგილის არსებობა. 2. სააგენტო სპეციალური კონკურსის გამოცხადებას უზრუნველყოფს კადრების სამმართველოს მეშვეობით. 3. სპეციალური კონკურსის ოფიციალურად გამოცხადება ხდება სამინისტროს ან/და სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით. 4. შეტყობინება სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) ვაკანტური თანამდებობის დასახელებას და რაოდენობას; ბ) კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს (სათანადო ცოდნა, გამოცდილება, ძირითადი უნარ-ჩვევები და სხვ.); გ) თანამდებობისთვის გათვალისწინებულ ძირითად ფუნქცია-მოვალეობათა ჩამონათვალს; დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ე) სპეციალური კონკურსის ეტაპებს; ვ) აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს, მათი წარდგენის ვადასა და ფორმას; ზ) სპეციალური კომისიისა და ელექტრონული ფოსტის მისამართს. 5. კანდიდატი ვალდებულია სააგენტოს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით. მუხლი 7🔗. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენა 1. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილი დოკუმენტაცია და სააგენტოს კადრების სამმართველოს მიერ შემუშავებული ფორმის განცხადება (აპლიკაცია). კანდიდატებს აპლიკაციის წარდგენისთვის ეძლევათ არანაკლებ 10-დღიანი ვადა სპეციალური კონკურსის გამოცხადების დღიდან. კანდიდატები აპლიკაციას აგზავნიან სპეციალური კონკურსის შესახებ შეტყობინებაში განსაზღვრული ფორმით. 2. მიღებული განცხადებების გადარჩევას, სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმებას და მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს სააგენტოს კადრების სამმართველო. 3. კანდიდატს უფლება აქვს, სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად, არაუმეტეს სამ ვაკანსიაზე. მუხლი 8🔗. სპეციალური კონკურსის ეტაპები 1. სპეციალური კონკურსის ეტაპებია: ა) სპეციალური კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; ბ) კანდიდატის შეფასება; გ) სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება; დ) ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება; ე) სპეციალური შემოწმება; ვ) სპეციალური კონკურსის შედეგები. 2. კანდიდატები, რომლებიც დაშვებულნი იქნენ ან ვერ გადავიდნენ სპეციალური კონკურსის შემდგომ ეტაპზე, აღნიშნულის შესახებ ეცნობებათ ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან/და ტელეფონის მეშვეობით. მუხლი 9🔗. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა 1. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას სპეციალური კომისიის დავალებით უზრუნველყოფს სააგენტოს კადრების სამმართველო. 2. კანდიდატს, რომელმაც წარმატებით ვერ გაიარა სპეციალური კონკურსის ეს ეტაპი, სააგენტოს კადრების სამმართველო  ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან/და ტელეფონის მეშვეობით აცნობებს მას ამის თაობაზე. მუხლი 10🔗. კანდიდატის შეფასება 1. სპეციალური კომისია, სპეციალური კონკურსის შემდგომ ეტაპზე, აფასებს კანდიდატის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 2. კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი. კანდიდატის შეფასება უნდა ემყარებოდეს კანდიდატის ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ სამუშაო აღწერილობასთან და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას. 3. კანდიდატის შეფასება ხდება ტესტირებით ან/და გასაუბრებით. 4. სპეციალური კომისია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად  სპეციალური კონკურსის გამოცხადებისას განსაზღვრავს კანდიდატის შეფასების ფორმებს და სააგენტოს კადრების სამმართველოს მეშვეობით, ამ ფორმებს უთანხმებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. 5. სპეციალური კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება სპეციალური კომისიის სხდომის ოქმში.      მუხლი 11🔗. სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფიზიკური მომზადების დონისა და სპეციალური შემოწმებები 1. ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა წარედგინება სააგენტოს კადრების სამმართველოს, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალურ კონკურსში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფიზიკური მომზადების დონისა და სპეციალურ შემოწმებებს. სპეციალურ კომისიას შეუძლია უარი თქვას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში კანდიდატის სააგენტოს კადრების სამმართველოში წარდგენაზე. ასეთ შემთხვევაში, კომისია ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. 2. კანდიდატი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით იგზავნება შსს სსიპ – ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში. 3. სპეციალურ კონკურსში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მიმართ სპეციალური შემოწმების დადებითი შედეგის, დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემთხვევაში, სპეციალური კომისია აღნიშნულ პირს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სააგენტოს კადრების სამმართველოს შესაბამისი პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო უარყოფითი შედეგის შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან/და ტელეფონის მეშვეობით აცნობებს მას სამსახურში მიღებაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასანიშნად წარდგენილმა პირმა, თანამდებობაზე დანიშვნამდე, სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაიაროს შესაბამის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა. შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად კანდიდატის წარდგენას უზრუნველყოფს სააგენტოს კადრების სამმართველო. კანდიდატის მიერ შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შემთხვევაში კანდიდატი ინიშნება სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მეხანძრე-მაშველის/მაშველის თანამდებობაზე. მუხლი 12🔗. სპეციალური კონკურსის შედეგები 1. სპეციალური კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა თითოეულ კანდიდატს ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან/და ტელეფონის მეშვეობით აცნობებს მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას. 2. სპეციალურ კონკურსში გამარჯვებულ პირს თანამდებობაზე ნიშნავს სააგენტოს დირექტორი. მუხლი 13🔗. ჩაშლილი სპეციალური კონკურსი სპეციალური კონკურსი ჩაშლილად ითვლება, თუ მასში მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა არც ერთი განაცხადი ან სპეციალურმა კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა მეხანძრე-მაშველის/მაშველის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე. მუხლი 14🔗. კონკურსის შედეგების გასაჩივრება კონკურსის შედეგების გასაჩივრება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  სასამართლოში.