სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო“-სთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №553
2016 წლის 2 სექტემბერი
ქ. თბილისი
სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოსთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის და 37-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოზე” საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2013 წლის 30 მაისის №320 განკარგულება და სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” გაუუქმდეს საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
2. დაიწყოს სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” ლიკვიდაციის პროცესი და მისი ლიკვიდაცია განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” ლიკვიდატორად სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებამდე დაინიშნოს როინ ცაციაშვილი (დაბადებული 16.07.1960, პირადი №01036002403, პირადობის მოწმობის ნომერი 15IA86466, გაცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, მცხოვრები ქ. თბილისი ხიმშიაშვილის ქუჩა №13). ლიკვიდატორი ვალდებულია სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლისა და „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №24/04 ბრძანების შესაბამისად.
4. ეთხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტს დახუროს სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” საკორესპონდენტო ანგარიშები (ლარში და უცხოურ ვალუტაში) და გახსნას შესაბამისი სალიკვიდაციო ანგარიშები; ამავდროულად დაუხუროს სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” საქართველოს ეროვნულ ბანკში მინიმალური სავალდებულო რეზერვის, საკასო და სადეპოზიტო ანგარიშები; სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” აღნიშნულ ანგარიშებზე რიცხული თანხები და მათ შორის სავალდებულო რეზერვის ანგარიშებზე დარიცხული პროცენტი ჩარიცხოს სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” შესაბამის სალიკვიდაციო ანგარიშებზე.
5. გაუქმდეს სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” მონაწილეობა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემაში (RTGS სისტემა) და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში (CSD სისტემა).
6. სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველო“ ვალდებულია ლიცენზიის გაუქმებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუბრუნოს სალიცენზიო მოწმობა.
7. ამ განკარგულების გამოცემიდან 10 დღის ვადაში ლიცენზიის გაუქმების შესახებ ეცნობოს სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” მარეგისტრირებელ ორგანოს.
8. აღნიშნული განკარგულება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
9. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოში" დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 18 აგვისტოს №855-1კ განკარგულება.
10. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
11. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ოთარ ნადარაია