საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დასაქმების სფეროში თანამშრომლობის 2004-2005 წლების პროგრამის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 06.07.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №329
სარეგისტრაციო კოდი 270.080.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 69, 08/07/2003
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.07.2003 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 5 | ხატმწერი |
| 10 | ქსოვილის (საეკლესიო სამოსლის) მხატვრული დამუშავება |
| 15 | ქვაზე მკვეთი |
| 20 | ქსოვილის (საეკლესიო სამოსლის) მხატვრული დამუშავება. |
| 30 | ქვაზე მკვეთი |
| 50 | კაპელანი |
| 100 | მგალობელი |
| № | ადგილმდებარეობა |
| 1. | თბილისი |
| 2. | თბილისი |
| 3. | თბილისი |
| 4. | თბილისი |
| 5. | სიღნაღის რაიონი |
| 6. | საგარეჯოს რაიონი |
| 7. | წალკის რაიონი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დასაქმების სფეროში თანამშრომლობის 2004-2005 წლების პროგრამის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 70.9pt 49.65pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №329
2003 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დასაქმების სფეროში თანამშრომლობის 2004-2005 წლების პროგრამის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წლის 14 ოქტომბერს დადებული კონსტიტუციური შეთანხმების რეალიზაციის მიზნით:
1. დამტკიცდეს „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დასაქმების სფეროში თანამშრომლობის 2004-2005 წლების თანდართული პროგრამა“.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა.გამყრელიძე) ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) უზრუნველყონ „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დასაქმების სფეროში თანამშრომლობის 2004-2005 წლების პროგრამის“ გათვალისწინება „უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხლშეწყობის 2004 წლისა და 2005 წლის სახელმწიფო პროგრამებში“.
3. ბრძანებულება ძალაში შედის 2004 წლის 1 იანვრიდან.
ე. შევარდნაძე
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დასაქმების სფეროში თანამშრომლობის 2004-2005 წლების პროგრამა
I. „დროებითი დასაქმების 2004-2005 წლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ეკლესია-მონასტრებისა და საეკლესიო დანიშნულების შენობების რესტავრაციის, რეაბილიტაციისა და მშენებლობის მიზნით საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზება.
1. საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზებისა და განხორციელების მიზნებია:
ა) დაბალკონკურენტუნარიან უმუშევართა დროებითი დასაქმება;
ბ) ეკლესია-მონასტრებისა და საეკლესიო დანიშნულების შენობების რესტავრაცია, რეაბილიტაცია და მშენებლობა.
2. 2004 წლის ბიუჯეტი: 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი,
მათ შორის:
– „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის 2004 წლის სახელმწიფო პროგრამის“ რესურსი – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;
– თანადაფინანსება – 100 000 (ასი ათასი) ლარი.
3. ნუსხა ეკლესია-მონასტრებისა და საეკლესიო დანიშნულების შენობებისა, რომლებზეც 2004 წელს უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივი სამუშაოები.
(ნუსხა შეთანხმებულია საქართველოს საპატრიარქოსთან)
№
ადგილმდებარეობა
ობიექტის დასახელება, შესრულებული
სამუშაო
1.
თბილისი
ანჩისხატის საკათალიკოსო სასახლის რეაბილიტაცია
2.
თბილისი
თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტერთან პილიგრიმული სახლის მშენებლობა
3.
სენაკის რაიონი
თეკლათის მონასტერთან პილიგრიმული სახლის მშენებლობა
4.
ზესტაფონის რაიონი
უპატრონო ბავშვთა სახლის სარემონტო სამუშაოები
5.
თბილისი
საქართველოს საპატრიარქოს შენობის სარემონტო სამუშაოები
6.
თბილისი
თბილისის სასულიერო აკადემიის შენობის რეაბილიტაცია
7.
სენაკის რაიონი
საქართველოს საპატრიარქოს რადიო „ივერიის“ რადიოგადამცემი ცენტრის დამონტაჟება
8.
გორის რაიონი
თირის მონასტრის შენობის რეაბილიტაცია
9.
ქარელის რაიონი
დირბის მონასტრის შენობის რეაბილიტაცია
4. 2005 წლის ბიუჯეტი: 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი
მათ შორის:
– „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის 2005 წლის სახელმწიფო პროგრამის“ რესურსი – 480 000 (ოთხას ოთხმოცი ათასი) ლარი;
– თანადაფინანსება – 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი.
5. ნუსხა ეკლესია-მონასტრებისა და საეკლესიო დანიშნულების შენობებისა, რომლებზეც 2005 წელს უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივი სამუშაოები.
(ნუსხა შეთანხმებულია საქართველოს საპატრიარქოსთან)
№
ადგილმდებარეობა
ობიექტის დასახელება, ჩასატარებელი სამუშაო
1.
თბილისი
ანჩისხატის საკათალიკოსო სასახლის რეაბილიტაცია
2.
თბილისი
საქართევლოს საპატრიარქოს შენობის სარემონტო სამუშაოები
3.
თბილისი
თბილისის სასულიერო აკადემიის შენობის რეაბილიტაცია
4.
თბილისი
საქართველოს საპატრიარქოს რადიო „ივერიის“ რადიოგადამცემი ცენტრის დამონტაჟება
5.
სიღნაღის რაიონი
ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტერთან პილიგრიმული სახლის მშენებლობა
6.
საგარეჯოს რაიონი
დავით გარეჯის მონასტერთან პილიგრიმული სახლის მშენებლობა
7.
წალკის რაიონი
არჯევან სარვანის ეკლესიის შენობის რემონტი
8.
ამბროლაურის
რაიონი
ხიმშის ეკლესიის შენობის რემონტი
9.
ახალციხის რაიონი
თისელის ეკლესიის შენობის რემონტი
10.
კასპის რაიონი
სვიმონ მესვეტის ეკლესია-კოშკის რემონტი.
6. საზოგადოებრივ სამუშაოთა განხორციელებისას დასაქმების უპირატესი უფლებით სარგებლობენ დასაქმების სახელმწიფო სამსახურში აღრიცხვაზე მყოფი დაბალკონკურენტუნარიანი უმუშევრები:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებსაც საქმიანობა შეუძლიათ მხოლოდ სპეციალურად შექმნილ სამუშაო პირობებში;
ბ) 25 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც პირველად გამოდიან შრომის ბაზარზე და არა აქვთ პროფესია;
გ) მრავალშვილიანი ოჯახების (სამი და მეტი შვილი) სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი წევრები;
დ) მამები, დედები, რომლებიც მეუღლის გარეშე ზრდიან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს;
ე) თორმეტ თვეზე მეტი ხნით უმუშევრად მყოფი პირები;
ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დემობილიზებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც არა აქვთ პროფესია;
ზ) ყოფილი პატიმრები, რომლებიც გათავისუფლდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან.
7. საზოგადოებრივი სამუშაოების განხორციელების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 6 თვეს.
8. დასაქმების სახელმწიფო სამსახური ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან და საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად უზრუნველყოფს პროგრამით დამტკიცებული ობიექტების მახასიათებლების (პასპორტების) შედგენას.
9. საზოგადოებრივი სამუშაოების განხორციელების მიზნით შემუშავებული პროექტი წარედგინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
10. მომდევნო საბიუჯეტო წელს შესასრულებელი საზოგადოებრივი სამუშაოების განხორციელების მიზნით წარმოებს ობიექტების პასპორტების შედგენა მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში და მოიცავს:
ა) ობიექტის დეფექტურობის აქტს;
ბ) არსებული საბაზრო ფასებით შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას, რომელშიც მკაფიოდ უნდა იქნეს გამიჯნული ყველა თანადამფინანსებლის მიერ დასაფინანსებელი სამუშაოები;
გ) სამუშაოების განხორციელების გრაფიკს;
დ) დასასაქმებელი რეგისტრირებული უმუშევრების სავარაუდო რაოდენობას შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალის მიხედვით;
ე) დაფინანსებაში მონაწილე ყველა მხარის თანხმობას თანადაფინანსების განხორციელების თაობაზე.
11. მომდევნო საბიუჯეტო წლისათვის საზოგადოებრივი სამუშაოების განსახორციელებლად შედგენილი პასპორტები ყოველი საბიუჯეტო წლის 1 ნოემბერს წარედგინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
12. წარმოდგენილი პროექტების განხილვა ხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „საზოგადოებრივი სამუშაოების კომისიის“ მიერ, რომლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თითო წარმო-მადგენელი.
13. საზოგადოებრივი სამუშაოების ობიექტების საპასპორტო მონაცემები აისახება „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში“ და მტკიცდება მასთან ერთად.
14. „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შემდეგ, ორ თვეში, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ადგენს სამუშაოების განხორციელების გეგმას და სამუშაოების შემსრულებელთა გამოსავლენად ატარებს ტენდერს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით. საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თითო წარმომადგენელი სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ სატენდერო კომისიის შემადგენლობაში.
15. „უძრავი ძეგლის“ სტატუსის მქონე ობიექტზე სამუშაოების შესასრულებლად დაიშვებიან მხოლოდ ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ მოთხოვნებს.
16. „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შემდეგ ტენდერის გამოცხადებიდან 15 დღეში დასაქმების სახელმწიფო სამსახური საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დამტკიცებული ობიექტების მიხედვით წარუდგენს დროებით დასასაქმებელ რეგისტრირებულ უმუშევართა სიას და თითოეული მათგანის წერილობით თანხმობას საზოგადოებრივ სამუშაოებში მონაწილეობის თაობაზე.
17. დასაქმების სახელმწიფო სამსახური საზოგადოებრივ სამუშაოზე გაგზავნილ სამუშაოს მაძიებელს აცნობს მუშაობის რეჟიმს, სპეციფიკას და შრომის ანაზღაურების პირობებს, რომელიც განისაზღვრება „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.
18. საზოგადოებრივი სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაცია ამ სამუშაოებში მონაწილე რეგისტრირებულ უმუშევრებთან დებს ვადიან შრომით ხელშეკრულებას.
19. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ მივლინებული პირის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში საზოგადოებრივი სამუშაოების მწარმოებელმა ორგანიზაციამ გათავისუფლებული პირის სხვა რეგისტრირებული უმუშევრით ჩანაცვლების მიზნით გათავისუფლებიდან სამ დღეში უნდა მიმართოს დასაქმების სახელმწიფო სამსახურის შესაბამის განყოფილებას. ამასთან, მიმართვაში მითითებულ უნდა იქნეს მუშაკის გათავისუფლების მიზეზი.
20. საზოგადოებრივ სამუშაოზე მომუშავე პირის შრომის წიგნაკში კეთდება ჩანაწერი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
21. საზოგადოებრივ სამუშაოთა შემსრულებლის გამოვლენის მიზნით გამართულ ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს, საქართველოს საპატრიარქოსა და ადგილობრივ მმარველობას შორის ფორმდება ხელშეკრულება.
22. საზოგადოებრივი სამუშაოების დაფინანსება ხდება სამუშაოების შესრულების შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, როგორც წესი, ტრანშების ფორმით. პირველი ტრანშის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო თანხის 50 პროცენტს. ყოველი შემდგომი ტრანში გამოიყოფა წინამორბედი ტრანშის მიზნობრივი ათვისების დამადასტურებელი საბუღალტრო და ფინანსური დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.
23. საზოგადოებრივ სამუშაოთა განხორციელების მიზნით წარმოდგენილ პროექტებში შრომის ანაზღაურების დონე არ შეიძლება იყოს პროექტის მთლიანი ღირებულების 25 პროცენტზე ნაკლები.
24. საზოგადოებრივი სამუშაოები წარმოებს თანადაფინანსების პრინციპით. „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამიდან“ ერთი პროექტის დასაფინანსებლად გამოსაყოფი თანხა არ შეიძლება აღემატებოდეს პროექტის საერთო ღირებულების 80 პროცენტს.
25. გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაძლებლობა საქართველოს საპატრიარქოსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ ხელშეკრულების საფუძველზე საზოგადოებრივი სამუშაოების არანაკლებ 20 პროცენტის დაფინანსებისა.
26. ერთი პროექტის დასაფინანსებლად გამოსაყოფი ზღვრული თანხის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 100 000 (ასი ათას) ლარს.
27. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ადგილობრივი მმართველობის ორგანოსა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად ახორციელებს პროექტის შესრულების მონიტორინგს.
28. საზოგადოებრივ სამუშაოთა შესრულების ინსპექტირება სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
29. „უძრავი ძეგლის“ აღდგენის, რესტავრაცია-კონსერვაციის შემთხვევაში სამუშაოები წარიმართება „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესით.
30. „უძრავ ძეგლზე“ განხორციელებული სამუშაოების ხარისხზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით.
II. „პროფესიული მომზადება-გადამზადების 2004-2005 წლების პროგრამის“ ფარგლებში ეკლესიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ პროფესიებში მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება
1. პროფესიების ნუსხა, რომელშიც 2004 წელს მოხდება პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება
(პროფესიების ნუსხა შეთანხმებულია საქართველოს საპატრიარქოსთან)
გადასამზადებელთა რაოდენობა
პროფესიის დასახელება
50
კაპელანი
10
ტიხრული მინანქრის ოსტატი
30
ქვაზე მკვეთი
100
მგალობელი
10
ხატმწერი
20
ხეზე მჭრელი
20
ქსოვილის (საეკლესიო სამოსლის)
მხატვრული დამუშავება.
2. ბიუჯეტი 2004 წლისათვის – 100 000 (ასი ათასი) ლარი („უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის 2004 წლის სახელმწიფო პროგრამის“ რესურსი).
3. პროფესიების ნუსხა, რომელშიც 2005 წელს მოხდება პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
(პროფესიების ნუსხა შეთანხმებულია საქართველოს საპატრიარქოსთან)
გადასამზადებელთა რაოდენობა
პროფესიის დასახელება
100
კაპელანი
5
ტიხრული მინანქრის ოსტატი
15
ქვაზე მკვეთი
100
მგალობელი
5
ხატმწერი
10
ხეზე მჭრელი
10
ქსოვილის (საეკლესიო სამოსლის)
მხატვრული დამუშავება
3.1. საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული პროფესიების ნუსხა აისახება „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში“ და მტკიცდება მასთან ერთად.
3.2. „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შემდეგ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი პროფესიული სასწავლებლის გამოსავლენად ატარებს ტენდერს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს სატენდერო კომისიის შემადგენლობაში.
4. ბიუჯეტი 2005 წლისათვის – 100 000 (ასი ათასი) ლარი
(„უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის 2005 წლის სახელმწიფო პროგრამის“ რესურსი)
III. „უმუშევრის დასაქმების ხელშეწყობის 2004-2005 წლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამუშაო ადგილების სუბსიდირება
1. მიზანი:
– ხანგრძლივი ვადით (12 თვეზე მეტი) უმუშევართა დასაქმების ხელშეწყობა.
2. ამოცანა:
მოქმედ მეწარმეთა სამუშაო ადგილების სუბსიდირება.
3. მოსამზადებელი პერიოდი:
3.1. საღვთისმსახურო და საეკლესიო დანიშნულების პროდუქციის ჩამონათვალის განსაზღვრა საქართველოს საპატრიარქოს მიერ;
3.2. მოქმედ მეწარმეთა კრიტერიუმების ჩამოყალიბება (წინამდებარე პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით).
4. განხორციელების ეტაპები:
4.1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ ტენდერის გამოცხადება პროგრამის მომსახურე კომერციული ბანკის (შემდგომში – ბანკი) გამოვლენის მიზნით;
4.2. საინფორმაციო უზრუნველყოფა;
4.3. პროგრამაში მონაწილეობის მსურველ უმუშევართა დასაქმების სახელმწიფო სამსახურში რეგისტრაცია „სამუშაო ადგილების სუბსიდირების პროგრამაში“ (შემდგომში – პროგრამა) ჩართვის მიზნით;
4.4. ბანკის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მოქმედ მეწარმეთა შერჩევა პროგრამაში ჩართვის მიზნით;
4.5. ბანკისა და შერჩეულ მეწარმეთა მიერ უმუშევართა ტესტირება;
4.6. სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება მეწარმეს, უმუშევარ პირსა და ბანკს შორის;
4.7. მეწარმესა და უმუშევარ პირს შორის შრომის ხელშეკრულების გაფორმება.
5. მოთხოვნები მეწარმე-სუბიექტის მიმართ:
5.1. უნდა ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობას საღვთისმსახურო და საეკლესიო დანიშნულების პროდუქციასთან დაკავშირებით;
5.2. უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს;
5.3. არ უნდა გააჩნდეს საბიუჯეტო დავალიანებები;
5.4. სამეწარმეო საქმიანობის ხანგრძლივობა არანაკლებ ერთი წლისა;
5.5. უნდა აკმაყოფილებდეს ბანკის მიერ მეწარმის პერსპექტიულობის განსაზღვრის მიზნით ჩამოყალიბებულ დამატებით კრიტერიუმებს.
6. მეწარმის ვალდებულებები:
6.1. პროგრამის ფარგლებში განახორციელოს საღვთისმსახურო და საეკლესიო დანიშნულების პროდუქციის დამზადება, შემოტანა და/ან მიწოდება;
6.2. შექმნას მინიმუმ ხუთი დამატებითი სამუშაო ადგილი (ხუთი საშტატო ერთეული) და დაასაქმოს მინიმუმ ხუთი უმუშევარი პირი;
6.3. დაუნიშნოს უმუშევარ პირს საგამოცდო ვადა დაკავებულ თანამდებობასთან და შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის დადგენის მიზნით (საგამოცდო პერიოდში მეწარმე მიიღებს პროგრამით დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებისათვის საჭირო თანხებს დამქირავებლის ანარიცხების ჩათვლით);
6.4. გააფორმოს შრომის ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით თითოეულ უმუშევარ პირთან;
6.5. პირველი წლის განმავლობაში უმუშევრებს ერთ საშტატო ერთეულზე დაუნიშნოს მინიმალური შრომის ანაზღაურება სულ მცირე საშუალო სამომხმარებლო მინიმუმისა;
6.6. საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ არ გაათავისუფლოს პროგრამით დასაქმებული პირი დაკავებულ თანამდებობასთან და შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობის მოტივით.
7. საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ მეწარმეს სრულად ჩაერიცხება დარჩენილი საგრანტო რესურსი (საგრანტო რესურსს მინუს დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებისათვის გადახდილი თანხა).
8. საწარმოს რეორგანიზაცია, მუშაკთა რიცხოვნობის შემცირება ან შტატების შემცირება პირველი ორი წლის განმავლობაში არ შეეხება პროგრამაში მონაწილე პირებს, რაც სავალდებულო წესით გათვალისწინებულ იქნება შრომით ხელშეკრულებაში.
9. მე-8 პუნქტით განსაზღვრული ნორმის არსებობის მიუხედავად პროგრამით დასაქმებულის პირველი ორი წლის განმავლობაში გათავისუფლების შემთხვევაში ბანკი პროგრამას უბრუნებს თანხას შემდეგი ფორმულით: შრომის ანაზღაურების თანხა (დამქირავებლის ანარიცხების ჩათვლით) გათავისუფლების მომენტიდან 24 თვის გასვლამდე დარჩენილი დროის განმავლობაში.
10. პირველი წლის განმავლობაში საწარმოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ბანკი ვალდებულია პროგრამას დაუბრუნოს საგრანტო რესურსი შემდეგი ფორმულით – საგრანტო თანხას გამოკლებული პროგრამით დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ფონდის ხარჯი (ლიკვიდაციის მომენტისათვის).
11. ერთი სამუშაო ადგილის (ერთი საშტატო ერთეული) ღირებულება:
11.1. ერთი სამუშაო ადგილის ღირებულება ქ.თბილისში – 2 000 (ორი ათასი) ლარი;
11.2. ერთი სამუშაო ადგილის ღირებულება კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში – 2 200 (ორი ათას ორასი) ლარი;
12. პროგრამის ერთი წლის ბიუჯეტი – 200 000 (ორასი ათასი) ლარი.
12.1. ქ.თბილისში – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი;
12.2. კახეთი – 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) ლარი;
12.3. მცხეთა-მთიანეთი – 33 000 (ოცდაცამეტი ათასი) ლარი;
12.4. სამცხე-ჯავახეთი – 33 000 (ოცდაცამეტი ათასი) ლარი;
12.5. პროგრამის მომსახურების ხარჯები – 10 000 (ათი ათასი) ლარი.