„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№332
სარეგისტრაციო კოდი
010.240.040.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 69, 08/07/2003

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №332

2003 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯაროსამსახურისთანამდებობათარეესტრისშესახებ“ საქართველოსპრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის№286ბრძანებულებაშიცვლილებებისშეტანისთაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 6 ივლისის №332 ბრძანებულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში (სსმ №78, მუხლი 36) და X თავის 36-ე, 37-ე და 38-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 36. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე;

ბ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე – შტაბის უფროსი;

გ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე;

დ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი;

ე) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი;

ვ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამდივნოს უფროსი;

ზ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ინსპექციის უფროსი;

თ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამსახურის უფროსი;

ი) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შტაბის უფროსის მოადგილე;

კ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ინსპექციის უფროსის მოადგილე;

ლ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

მ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო-საექიმო კომისიის თავმჯდომარე.

    მუხლი 37. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის განყოფილების უფროსი;

ბ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი ბუღალტერი;

გ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ქვეგანყოფილების უფროსი;

დ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამსახურის უფროსის მოადგილე;

ე) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამდივნოს უფროსის მოადგილე;

ვ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ინსპექციის უფროსი ინსპექტორი;

ზ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე;

თ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერატიულ-სამორიგეო ნაწილის უფროსი;

ი) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ჯგუფის უფროსი;

კ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი სანიტარიული ექიმი;

ლ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო ნაწილის უფროსი;

მ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის არქივის უფროსი.

    მუხლი 38. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ადიუტანტი;

ბ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერატიული მორიგე;

გ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერატიული მორიგის თანაშემწე;

დ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი ოფიცერი;

ე) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიცერი;

ვ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ინსპექციის ინსპექტორი;

ზ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი ბუღალტერი;

თ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბუღალტერი;

ი) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ეკონომისტი;

კ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორ-რევიზორი;

ლ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი“.

ე. შევარდნაძე