„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010190020.35.154.016274
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2016 წლის 7 სექტემბერი

დაბა თიანეთი

 

„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„წინასაარჩევნო  კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს  №18  დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge 11/08/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.35.154.016270) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

2. დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია, შემდეგ ადგილებზე:“

3. დანართი №2-ის  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გასაკრავად გამოსაყოფი ადგილები“

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

1.ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებულ ადგილებში საარჩევნო სუბიექტებმა უზრუნველყონ საკუთარი სააგიტაციო მასალების გამოკვრა და გამოფენა იმ ფორმით, რომ დაცულ იქნეს წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარი შესაძლებლობა ისარგებლოს სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილ(ებ)ით.

2. ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებულ ადგილებში, საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა დგინდება შესაბამისი ადგილის ფართობის გათვალისწინებით.

3. ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებულ ადგილებში საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას საარჩევნო პლაკატი შემდეგი ზომებით: სიგრძე არაუმეტეს 60 სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ (A2 ფორმატი).

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, №2 დანართით განსაზღვრულ თითო ადგილას, საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა ერთ საარჩევნო სუბიექტზე  განისაზღვროს 3 ცალით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური