„მომსახურების კომერციული ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 25 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
300280000.16.009.016178
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №21

2016 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„მომსახურების კომერციული ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 25 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


1. „მომსახურების კომერციული ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა  და  წყალმომარაგების  მარეგულირებელი  ეროვნული  კომისიის  2016 წლის    25    ივლისის    №13    დადგენილების    პირველი    პუნქტით    დამტკიცებულ „მომსახურების კომერციული ხარისხის წესების“:

ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა (გარანტირებული სტანდარტი) – საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლისთვის მომარაგების აღდგენა დავალიანების გადახდის ასახვიდან ან მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან, ან საწარმოსა და მოხმარებელს შორის დავალიანების ეტაპობრივ გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუმეტეს 3 საათისა, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 09:00 საათიდან 16:00 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 16:00 საათის შემდეგ – მომარაგების აღდგენა უნდა მოხდეს შემდგომი კალენდარული დღის არაუგვიანეს 12:00 საათისა.“

ბ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებმა (რომელიც ბუნებრივ გაზს აწვდის საცალო მომხმარებელს), ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატებმა და წყალმომარაგების ლიცენზიატებმა – 2016 წლის 1 ნოემბრამდე“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია