სს ექსკავაციას აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს „ექსკავაციის“აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

2016 წლის7 ოქტომბერს, 11:00 საათზე მოწვეულია სს „ექსკავაციის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 211752227 ) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება მისამართზე: თბილისი, ვაშლიჯვარი, პ. სარაჯიშვილის ქუჩა №17, დღის წესრიგით:

1. სს „ექსკავაციის“ 2006-2014 წლების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საწესდებო კაპიტალში არსებული ძირითადი საშუალებების მოძრაობისა და ნარჩები ღირებულებების დადგენის შესახებ აუდიტორული დასკვნის განხილვა-დამტკიცება.

2. სს „ექსკავაციის“ ბალანსზე რიცხული რუსთავში, კერძოდ, ახალ სამგორში 1988 წლიდან მშენებარე ფეთქი მასალების საწყობის საკითხის განხილვა.

 

სს „ექსკავაციის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 211752227 ) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 2016 წლის 12 სექტემბერი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისთვის.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დრო – 2016 წლის7 ოქტომბერი, 10.30 სთ.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს დღის წესრიგის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის, ასევე გადაწყვეტილებისათვის საჭირო რეკომენდაციების მიღება შეუძლიათ სს „ექსკავაციის“ სამეთვალყურეო საბჭოში ან დირექციაში.

კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება ექსკავაციის მომსახურე ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან – სს საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის მისამართზე: ქ თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა (მოსაშვილის 11), მე-7 სართული, ოფისი 714.

 

სს ექსკავაციას (საიდენტიფიკაციო კოდი 211752227 )

გენერალური დირექტორი თეიმურაზ გვამბერიძე