მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 26.10.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №სერტიფიკატის დანართის ფორმა შემუშავებულია ევროკომისიის, ევროსაბჭოსა და UNESCO/CEPES-ის მიერ. დანართის მიზანია უზრუნველყოს მიუკერძოებელი მონაცემები საერთაშორისო ,,გამჭვირვალობისა“ და კვალიფიკაციების (დიპლომების, ხარისხების, სერტიფიკატების და ა.შ.) სამართლიანი, აკადემიური და პროფესიული, ცნობის/აღიარების გასაუმჯობესებლად. მისი მიზანია აღწეროს ამ დანართის შესაბამის ორიგინალურ კვალიფიკაციაში მითითებული პირის მიერ გავლილი და წარმატებით დასრულებული საგანმანათლებლო პროგრამის ხასიათი, დონე, კონტექსტი, შინაარსი და სტატუსი. აღწერა თავისუფალი უნდა იყოს შეფასებითი დასკვნებისაგან, ეკვივალენტობის მტკიცებისა ან  აღიარების შესახებ შეთავაზებისაგან. ინფორმაცია უნდა შეივსოს რვავე პარაგრაფში. თუ ინფორმაცია არ არის მოცემული, საჭიროა განიმარტოს მიზეზი.
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017215
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/10/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,436 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 13.12.2022 პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 29.05.2019 ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 01.10.2020 პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 86% 25.09.2017 უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 18.10.2021

დოკუმენტის ტექსტი

მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №142/ნ 2016 წლის 26 ოქტომბერი ქ. თბილისი მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ​1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა დანართი მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესსა და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მონაცემებს. მუხლი 2🔗. მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი შედგება  სერტიფიკატისა და სერტიფიკატის დანართისგან. მუხლი 3🔗. მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილი დაწესებულება მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება), რომელშიც დაასრულა პირმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, ან მისი უფლებამონაცვლე. მუხლი 4🔗. მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიღებაზე უფლებამოსილი პირი მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება და დაასრულებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. მუხლი 5🔗. სერტიფიკატის მონაცემები 1. სერტიფიკატი არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) მთელი ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით, ბადეების სამი სახის ერთდროული გამოყენებით; ბ) ულტრაიისფერი სხივების ქვეშ სერტიფიკატის  სახიან მხარეზე დასმული ნიშანი (ლოგო/გერბი), სერტიფიკატის სერიისა და ინდივიდუალური ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას. 2. სერტიფიკატის ფორმაზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს: ა) დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერტიფიკატის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით); გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები –  ,,სფს’’. 3. სერტიფიკატი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და, დაწესებულების გადაწყვეტილებით, რომელიმე უცხოურ ენაზე/ენებზე. 4. სერტიფიკატის სხვადასხვა ენაზე შედგენის მიუხედავად,   გამოიყენება ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის ავთენტიკური ხელმოწერა. 5. სერტიფიკატზე უნდა მიეთითოს: ა) წარწერა „საქართველო“, რომელიც უნდა განთავსდეს სერტიფიკატის ზედა ცენტრალურ ადგილზე; ბ) დაწესებულების სრული სახელწოდება (სამართლებრივი ფორმის მითითებით); გ) დაწესებულების ლოგო/გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) ,,მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი“; ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით); ვ) პირის მიერ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების  თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), აგრეთვე, ინფორმაცია გადაწყვეტილების მიმღების თაობაზე; ზ) იმ პირის სახელი და გვარი, რომელმაც დაასრულა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა; თ) მითითება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ და კრედიტების რაოდენობა, ასევე მიმართულება/საგანი/საგნობრივი ჯგუფი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის/საფეხურების მითითებით); ი) დაწესებულების ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა, ასევე ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიმღების სახელი, გვარი და ხელმოწერა, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ წარმოადგენს დაწესებულების ხელმძღვანელს; კ) ადგილი, სადაც გაიცა  სერტიფიკატი; ლ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); მ) დაწესებულების ბეჭედი (კერძო სამართლის იურიდიული პირის – დაწესებულების შემთხვევაში – ნებაყოფლობით); ნ) მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატებისა და დუბლიკატების ერთიან რეესტრში სერტიფიკატის სარეგისტრაციო ნომერი. 6. სერტიფიკატი ამ მუხლით დადგენილი მონაცემების გარდა შესაძლებელია შეიცავდეს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას/რეკვიზიტს/მონაცემს, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი წარმოადგენს დაწესებულების სახელწოდებას სერტიფიკატის გაცემის მომენტში. მუხლი 6🔗. სერტიფიკატის დუბლიკატი 1. სერტიფიკატის დუბლიკატი (შემდგომში – დუბლიკატი) გაიცემა იმ პირზე, რომლის სერტიფიკატი აღარ არსებობს ან გახდა გამოსაყენებლად უვარგისი. 2. დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება. 3. დუბლიკატის შედგენისას ივსება დაწესებულების მიერ დამტკიცებული შესაბამისი სერტიფიკატის ფორმა, რომელსაც დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“. შტამპი ,,დუბლიკატი“ დაისმის როგორც ქართულ, ასევე იმ უცხოურ ენაზე, რომელ ენაზეც ივსება დაწესებულების მიერ დამტკიცებული შესაბამისი სერტიფიკატის ფორმა. 4. თუ კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით არ დგინდება სერტიფიკატის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შესაბამისი სრული ინფორმაცია, დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დუბლიკატში ასახოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომლის დადასტურებაც შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. დუბლიკატის რეგისტრაცია ხდება მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატებისა და დუბლიკატების ერთიან რეესტრში. მუხლი 7🔗. სერტიფიკატის ფორმის, გაცემული სერტიფიკატისა და დუბლიკატის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. დაწესებულება ვალდებულია სერტიფიკატის  დამტკიცებული ფორმა გამოაქვეყნოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე და ატვირთოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი). დაწესებულება ვალდებულია სერტიფიკატის დამტკიცებული ფორმის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. 2. დაწესებულება ვალდებულია სერტიფიკატის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში რეესტრში ატვირთოს სერტიფიკატის/დუბლიკატის ელექტრონული ასლი, აგრეთვე ასახოს შემდეგი მონაცემები: სერტიფიკატის/დუბლიკატისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია, ინდივიდუალური ნომერი. დაწესებულება ვალდებულია, აგრეთვე, აღნიშნულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანისას რეესტრში ასახოს შესაბამისი ცვლილება. მუხლი 8🔗. სერტიფიკატის დანართი 1. სერტიფიკატის დანართის რეკვიზიტები ქართულ ენაზე: სერტიფიკატის დანართის ფორმა შემუშავებულია ევროკომისიის, ევროსაბჭოსა და UNESCO/CEPES-ის მიერ. დანართის მიზანია უზრუნველყოს მიუკერძოებელი მონაცემები საერთაშორისო ,,გამჭვირვალობისა“ და კვალიფიკაციების (დიპლომების, ხარისხების, სერტიფიკატების და ა.შ.) სამართლიანი, აკადემიური და პროფესიული, ცნობის/აღიარების გასაუმჯობესებლად. მისი მიზანია აღწეროს ამ დანართის შესაბამის ორიგინალურ კვალიფიკაციაში მითითებული პირის მიერ გავლილი და წარმატებით დასრულებული საგანმანათლებლო პროგრამის ხასიათი, დონე, კონტექსტი, შინაარსი და სტატუსი. აღწერა თავისუფალი უნდა იყოს შეფასებითი დასკვნებისაგან, ეკვივალენტობის მტკიცებისა ან  აღიარების შესახებ შეთავაზებისაგან. ინფორმაცია უნდა შეივსოს რვავე პარაგრაფში. თუ ინფორმაცია არ არის მოცემული, საჭიროა განიმარტოს მიზეზი.  ა) კვალიფიკაციის მფლობელის შესახებ საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ა.ა) გვარი: ა.ბ) სახელ(ებ)ი: ა.გ) დაბადების თარიღი: (დღე/თვე/წელი): ა.დ) პირის საიდენტიფიკაციო ნომერი ან კოდი (თუ არსებობს): ბ) კვალიფიკაციის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ბ.ა) კვალიფიკაციის დასახელება და (თუ არსებობს) მინიჭებული წოდება: ბ.ბ) კვალიფიკაციის განმსაზღვრელი სწავლის სფერო(ები): ბ.გ) კვალიფიკაციის მიმნიჭებელი დაწესებულების დასახელება და სტატუსი: ბ.დ) იმ დაწესებულების (თუ განსხვავდება ამ ქვეპუნქტის ,,ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებისაგან) დასახელება და სტატუსი, რომელშიც განხორციელდა სწავლების პროცესი: ბ.ე) სწავლების/გამოცდის ენა (ენები): გ) ინფორმაცია კვალიფიკაციის დონის შესახებ გ.ა) კვალიფიკაციის დონე: გ.ბ) პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობა: გ.გ) დაშვების წინაპირობა: დ) ინფორმაცია შინაარსსა და მიღწეულ შედეგებზე დ.ა) სწავლების ფორმა: დ.ბ) პროგრამის მოთხოვნები: დ.გ) პროგრამის დეტალები: (მაგ., შესწავლილი მოდულები და ერთეულები) და მიღებული ინდივიდუალური ნიშნები/ შეფასებები/ კრედიტები: (თუ არსებობს, უნდა დაერთოს ოფიციალური ნიშნების ფურცელი (ტრანსკრიპტი)) ; დ.დ) შეფასებების სისტემა და, თუ შესაძლებელია, შეფასებების განაწილების ინსტრუქცია: დ.ე) კვალიფიკაციის სრული კლასიფიკაცია: ე) ინფორმაცია კვალიფიკაციის ფუნქციის შესახებ ე.ა) დაშვება სწავლების შემდგომ საფეხურზე: ე.ბ) პროფესიული სტატუსი (თუ ასეთი არსებობს): ვ) დამატებითი ინფორმაცია ვ.ა) დამატებითი ინფორმაცია: ვ.ბ) დამატებითი ინფორმაციის წყაროები: ზ) დანართის დამოწმება ზ.ა) თარიღი: ზ.ბ) ხელმოწერა/ხელმოწერები: ზ.გ) თანამდებობა: ზ.დ) ოფიციალური შტამპი ან ბეჭედი (კერძო სამართლის იურიდიული პირის – დაწესებულების შემთხვევაში – ნებაყოფლობით): თ) ინფორმაცია უმაღლესი განათლების ეროვნული სისტემის შესახებ. 2. სერტიფიკატის დანართის რეკვიზიტები ინგლისურ ენაზე: This Diploma Supplement model was developed by the European Commission, Council of Europe and UNESCO/CEPES. The purpose of the supplement is to provide sufficient independent data to improve the international ‘transparency’ and fair academic and professional recognition of qualifications (diplomas, degrees, certificates etc.). It is designed to provide a description of the nature, level, context, content and status of the studies that were pursued and successfully completed by the individual named on the original qualification to which this supplement is appended. It should be free from any value judgements, equivalence statements or suggestions about recognition. Information in all eight sections should be provided. Where information is not provided, an explanation should give the reason why. ა) INFORMATION IDENTIFYING THE HOLDER OF THE QUALIFICATION ა.ა) Family name(s): ა.ბ) Given name(s): ა.გ) Date of birth (day/month/ year): ა.დ) Individual’s identification number or code (if available): ბ) INFORMATION IDENTIFYING  THE QUALIFICATION ბ.ა) Name of qualification and (if applicable) title conferred: ბ.ბ) Main field(s) of study for the qualification: ბ.გ) Name and status of awarding institution: ბ.დ) Name and status of institution (if different from the awarding institution)  administering studies ბ.ე) Language(s) of instruction/examination: გ)  INFORMATION ON THE LEVEL OF THE QUALIFICATION გ.ა) Level of qualification: გ.ბ)Official length of programme: გ.გ) Access requirement(s) დ) INFORMATION ON THE CONTENTS AND RESULTS GAINED დ.ა) Mode of study: დ.ბ) Programme requirements: დ.გ) Programme details: (e.g. modules or units studied), and the individual grades/marks/credits obtained: (if this information is available on an official transcript this should be used here) დ.დ) Grading scheme and, if available, grade distribution guidance: დ.ე) Overall classification of the qualification: ე) INFORMATION ON THE FUNCTION OF THE QUALIFICATION ე.ა) Access to further study: ე.ბ) Professional status (if applicable): ვ) ADDITIONAL INFORMATION ვ.ა) Additional information: ვ.ბ) Further information sources: ზ) CERTIFICATION OF THE SUPPLEMENT ზ.ა) Date: ზ.ბ) Signature(s): ზ.გ) Capacity: ზ.დ) Official stamp or seal (affixed voluntarily by legal entities of private law): თ) INFORMATION ON THE NATIONAL HIGHER EDUCATION SYSTEM 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის – თ“ ქვეპუნქტის შესავსებად საჭირო ინფორმაციის მისაღებად დაწესებულებამ უნდა მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. 4. დაწესებულებას უფლება აქვს გასცეს სერტიფიკატის დანართი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო რეკვიზიტების გარდა, შესაძლებელია შეიცავდეს დაწესებულების ლოგოს და იმ სერტიფიკატის ნომერს, რომლის დანართსაც ის წარმოადგენს, მაგრამ მან უნდა შეინარჩუნოს სერტიფიკატის დანართის ყველა პუნქტი და დაიცვას თანამიმდევრობა. მუხლი 9🔗. გარდამავალი დებულებები 1. ამ ბრძანების ამოქმედებამდე მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 6​2 პუნქტის შესაბამისად დაწესებულების მიერ გაცემული სერტიფიკატები ჩაითვალოს ამ ბრძანების შესაბამისად. 2. იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს ან გამოსაყენებლად უვარგისი გახდა   ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატი, პირზე გაიცემა ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის დუბლიკატი.