⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.11.2016)
გაუქმებულია:

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.09.2016
ძალის დაკარგვა 11.11.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №163
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016374
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/09/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,517 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.09.2016 მიღება
11.11.2016 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
გეოგრაფიული ობიექტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, ესა თუ ის ზონა, მიკრორაიონი, წყარო, მოედანი, პროსპექტი (გამზირი), გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადი, ბულვარი, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, სასაფლაო, პანთეონი, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემა და ა.შ.და სხვა მსგავსი ობიექტი
მუხლი 2
გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების დადგენა
არსებული სახელწოდების გამოვლენა, სახელწოდების არმქონე ობიექტის სახელდება, აგრეთვე სახელდებული ობიექტებისთვის სახელწოდების გადარქმევა
მუხლი 2
გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების ნორმალიზება
ობიექტის სახელწოდების კორექტირება ეროვნული და ქალაქის ტრადიციების მიხედვით
მუხლი 2
სატრანსპორტო სისტემის ობიექტი
მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, ავტოსადგური, რკინიგზის სადგური ან გაჩერება, ვაგზალი, პლატფორმა
მუხლი 2
სახელდება
ამ წესის შესაბამისად უსახელო ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონისთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა)
მუხლი 2
გამოჩენილი პირი
ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის, საზოგადოების კონსოლიდაციის ან ქალაქ რუსთავის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო ან სასულიერო პირი
მუხლი 2
ბინა მრავალბინიან სახლში
ინდივიდუალური საკუთრების საგანი მრავალბინიან სახლში, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი (მ/შ კომერციული) მიზნებისთვის
მუხლი 2
დაინტერესებული პირი
ნებისმიერი მესაკუთრე (ფიზიკური ან იურიდიული პირი), აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სახელდება
მუხლი 2
შენობა
მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოთა შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №163 2016 წლის 13 სექტემბერი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის წესი (დანართი 1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციაპლიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის №100 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე დანართი 1 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის და ა.შ.)   სახელდების დადგენის პირობებს. 2. წესის მიღების მიზანია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული  ობიექტების სახელდების მოწესრიგება. 3.  წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების, ასევე სხვა ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა)   გეოგრაფიული ობიექტი – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, ესა თუ ის ზონა, მიკრორაიონი, წყარო, მოედანი, პროსპექტი (გამზირი), გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადი, ბულვარი, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, სასაფლაო, პანთეონი, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემა და ა.შ.და სხვა მსგავსი ობიექტი; ბ)   გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების დადგენა – არსებული სახელწოდების გამოვლენა, სახელწოდების არმქონე ობიექტის სახელდება, აგრეთვე სახელდებული ობიექტებისთვის სახელწოდების გადარქმევა; გ)   გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების ნორმალიზება – ობიექტის სახელწოდების კორექტირება ეროვნული და ქალაქის ტრადიციების მიხედვით; დ) სატრანსპორტო სისტემის ობიექტი – მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, ავტოსადგური, რკინიგზის სადგური ან გაჩერება, ვაგზალი, პლატფორმა; ე) სახელდება – ამ წესის შესაბამისად უსახელო ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონისთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა); ვ) გამოჩენილი პირი – ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის, საზოგადოების კონსოლიდაციის ან ქალაქ რუსთავის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო ან სასულიერო პირი; ზ) ბინა მრავალბინიან სახლში – ინდივიდუალური საკუთრების საგანი მრავალბინიან სახლში, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი (მ/შ კომერციული) მიზნებისთვის; თ) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე (ფიზიკური ან იურიდიული პირი), აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სახელდება; ი) შენობა – მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოთა შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის. მუხლი 3🔗. სახელდების პრინციპები 1.  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტთა სახელდებისა ძირითადი პრინციპებია: ა)   ერთიანი საქალაქო პოლიტიკის გატარება; ბ)   ისტორიული ტოპონიმიკის მაქსიმალურად გამოვლენა, შენარჩუნება და აღდგენა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ქვეყნის იდეურ-პოლიტიკურ ორიენტაციას, საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებს და საზოგადოებრივ აზრს; გ) კონკრეტული ფიზიკურ-გეოგრაფიული, კულტურული, ეთნოლოგიური, კონფესიური, ქალაქგეგმარებითი, ფუნქციური თუ სხვაგვარი თავისებურებების ხაზგასმა; დ) მაქსიმალური ინფორმირებულობა და ქალაქში ორიენტირებისთვის ხელშეწყობა; ე) უნიკალურობა, დუბლირების თავიდან აცილება, გეოინფორმაციული სისტემის წარმოების წესების მოთხოვნათა გათვალისწინება, ორგანული ერთობა; ვ) თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის სიტყვათწარმოქმნის, ფონეტიკური, სტილისტური ნორმების გათვალისწინება, კეთილხმოვანება, სისხარტე, დამახსოვრების სიადვილე; ზ) ისეთი სახელდების დაუშვებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას და ტრადიციებს, საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, ხელს უწყობს რასობრივ, ეროვნულ-კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, სახელს გაუთქვამს საოკუპაციო რეჟიმს ან მის მოღვაწეებს; თ) საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება. 2. მართლმადიდებელი კონფესიის წმინდანებთან, რელიგიურ დღესასწაულებთან ან წმინდა ადგილებთან დაკავშირებული სახელდება თანხმდება საქართველოს საპატრიარქოსთან. მუხლი 4🔗. გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება, აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა) 1. სახელწოდება ენიჭება: ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს; ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს. 2. აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა) ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) იცვლება შემორჩენილი საბჭოთა, ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელწოდებები; ბ) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ–კულტურული მნიშვნელობა გააჩნია; გ) მიიღწევა დუბლირების თავიდან აცილება; დ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან სტატუსი; ე) ტარდება სახელდების ობიექტის და მისი მიმდებარე ტერიტორიის იმგვარი ქალაქთმშენებლობითი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლის ან გაუქმების აუცილებლობას; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 5🔗. გეოგრაფიული ობიექტების სახელდება 1. გამოჩენილ პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის თაობაზე  გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. გამოჩენილ პირთან დაკავშირებულ სახელდებისას მისი სახელ-გვარი ან ზეწოდება უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით (მაგ.,  სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთროპონიმი, როგორიცაა: „ილია“, „შოთა“, „ვაჟა“, „გალაკტიონი“). 3. სახელდებისას დაუშვებელია გამოჩენილი პიროვნების ინიციალების გამოყენება (მაგ.,    „შ. რუსთაველი“, „დ. აღმაშენებელი“). 4. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგ: „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა“). 5. თუ საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზეწოდება, გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზეწოდება (მაგ., „მეფე დიმიტრი თავდადებულის ქუჩა“). 6. ერთ ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა გადმოიცეს სიტყვიერად და არა ციფრებით (მაგ: „სამასი არაგველი“), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღის გამოყენებისას გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობა (მაგ., „26 მაისის მოედანი“). 7. მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების (და სხვა მსგავსი) დასახელება მაქსიმალურად უნდა იყოს დაკავშირებული მგზავრთა ვიზუალური ორიენტაციისთვის თვალსაჩინო ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ობიექტის დასახელებასთან. 8. დასაშვებია მოკლე ჩიხების თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი თუ გასასვლელი (მაგ., „დიდგორის ქუჩის II ჩიხი). ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხსაც და გასასვლელსაც. 9. გეოგრაფიული ობიექტი, რომელსაც გააჩნია რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი, უცხოურენოვანი წარწერის შემთხვევაში ინარჩუნებს შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი დაწერის ფორმას. მუხლი 6🔗. გეოგრაფიული ობიექტიბის  სახელდების საკითხის განხილვა 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსული ყველა სახის ინიციატივა (განცხადება, მომართვა, საჩივარი და სხვა) წარედგინება „ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხებზე მომუშავე დროებით სამუშაო ჯგუფს. 3. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივის წარდგენაზე უფლებამოსილია: ა)  მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი; ბ)  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; გ)  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; დ) საინიციატივო ჯგუფი. 4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას უნდა ერთოდეს: ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება; ბ) გეოგრაფიული ობიექტის აღწერა (გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა, მისი მოსაზღვრე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები და სხვა); გ) სხვა დოკუმენტაცია (ოქმი, ბმა-ს კრების გადაწყვეტილება და ა.შ.). 5. მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას იხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დროებითი სამუშაო ჯგუფი. განხილვისას აღნიშნულმა ჯგუფმა უნდა გამოიყენოს ოფიციალური კარტოგრაფიული და საცნობარო გამოცემები, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონები, ენციკლოპედიური ლიტერატურა, წერილობითი ისტორიული და სხვა წყაროები. 6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დროებითი სამუშაო ჯგუფი, საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ, ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე. 7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დროებითი სამუშაო ჯგუფის დადებითი დასკვნა წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. 8.  ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დასკვნის მიღების შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის შესახებ მიმართვას საკრებულოს თავმჯდომარე შესათანხმებლად უგზავნის გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას (შემდგომში – სამთავრობო კომისია). 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში განსაზღვრულ მიმართვას უნდა დაერთოს: ა)  მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაოს ჯგუფის შესაბამისი დასაბუთებული დასკვნის ასლი; გ) პროსპექტის (გამზირი), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადას, ბულვარის, ხეივნის სახელდებისას – სიტუაციური რუკა (ქაღალდის ვერსია). რუკაზე წერტილებით და ხაზებით უნდა იყოს აღწერილი ქუჩის ფორმა და გავრცელების არეალი. ქუჩის დასაწყისი და დასასრული უნდა აღიწეროს წერტილებით, რომელთაც უნდა ახლდეს X,Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში; დ) ზონის, მიკრორაიონის, მოედნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდებისას - რუკაზე წერტილებით და ე.წ.  პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი ობიექტის ფორმა და გავრცელების არეალი, საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა ახლდეს X,Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში. 10. სამთავრობო კომისია გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს განიხილავს სამი თვის ვადაში. 11. სამთავრობო კომისიიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულო, განკარგულების სახით, იღებს გადაწყვეტილებას გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია, განკარგულებაში მიუთითოს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შემოკლებული ვერსია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 12. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი აქტი რეაგირებისთვის ეგზავნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.). მუხლი 7🔗. გეოგრაფიულ ობიექტებზე გადაწყვეტილების მიღების წესი 1. წინამდებარე წესის მოთხოვნებთან ინიციატივის შესაბამისობის შემთხვევაში დროებითი სამუშაო ჯგუფი განკარგულების პროექტს წარუდგენს საკრებულოს. 2.   საკრებულოს განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნებათ: ა)   საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას; ბ)   სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; გ)   სსიპ– სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; ე) შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს რუსთავის სერვისცენტრს; ვ) ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურს.