სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1512/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-1512/ო

 

2016 წლის 5 სექტემბერი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

 

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გაიცეს სს ,,აბსოლუტ ჰოლდინგზე” ს/ნ 404392082 (მისამართი: თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. №6გ) ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების  ლიცენზია”.

2.  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

 

საფუძველი: სს ,,აბსოლუტ ჰოლდინგის” ხელმძღვანელის ს. ბერაიას განცხადება №78307, 25.07.2016 წ.; დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილი პირის თ. კანთელაძის განცხადება №79433, 27.07.2016 წ.

 

    ადგილზე შემოწმების აქტი №96 , 05.09.2016 წ.

    ზეპირი მოსმენის ოქმი №14, 05.09.2016 წ.

 

 სააგენტოს უფროსი                                                                                       გია თვალავაძე