სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-1513/ო
2016 წლის 6 სექტემბერი
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ მე-9 მუხლის მე-16 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიეცეს უცხოური საწარმოს ფილიალს ,,ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში“ (მისამართი: ადიგენის რაიონი, სოფელი არალი, ,,ორჭოშანი“) ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლება.
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კოლომეტრი, №6).
4. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: უცხოური საწარმოს ფილიალის ,,ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში“ ხელმძღვანელის დ. ნადირაშვილის განცხადებები: №83299, 08.08.2016 წ., №89113, 26.08.2016 წ.; ადგილზე შემოწმების აქტი №94, 02.09.2016 წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე