სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.09.2016
ძალაში შესვლა 01.05.2017
ძალის დაკარგვა 12.03.2024
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №125
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016103
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/09/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია | სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 12.03.2024
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ტექნიკური რეგლამენტის „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება 06.11.2008
დოკუმენტის ტექსტი
სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№125
2016 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში
მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ
„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი მე-17 დანართის, „საქართველოს საჰაერო კოდექსის“ მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, 98-ე მუხლის მე-6 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური გამოცემის Doc 8973, ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის ოფიციალური გამოცემის Doc 30 საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამა“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №261 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამა
თავი I
ზოგადი დებულებები, სააგენტოს უფლებამოსილება, ავიასაწარმოების უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის (შემდგომში - პროგრამა) მიზანია საავიაციო უშიშროების დონის გაუმჯობესება და შენარჩუნება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომ „სახელმწიფო პროგრამა“) 39-ე მუხლით განსაზღვრული პირების და სხვა პერსონალის შერჩევის, მომზადების, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების ვადის შეჩერების, გაუქმების, ვადის გაგრძელების, შემოწმების ოპერატორების სერტიფიცირების გზით.
2.
მომზადების პროგრამა ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ ყველა იმ საწარმოს პერსონალზე რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სამოქალაქო ავიაციასთან, (აეროდრომის ექსპლუატანტის, ავიაგადამზიდველი/ექსპლუატანტის, სატვირთო ტერმინალის, საწვავ-გასამართი საწარმოს, საავიაციო სასწავლო დაწესებულების, საპროტოკოლო და განსაკუთრებული მნიშვნელობის მგზავრების მომსახურების სააგენტოს, რეგულირებადი/ცნობილი მიმწოდებლის/ბორტკვების საწარმოს, აეროდრომის მოიჯარე საწარმოს, საჰაერო ხომალდის დასუფთავების სამსახურის, საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების საწარმოს პერსონალი, საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირი და სხვ. );
3.
პროგრამა განსაზღვრავს:
ა) ავიასაწარმოს ვალდებულებებს მასში დასაქმებულ პირთა საავიციო უშიშროების კუთხით მომზადების უზრუნველსაყოფად;
ბ) საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის და ასევე სხვა პერსონალის შერჩევის კრიტერიუმებს, მომზადების მოთხოვნებს;
გ) შემოწმების ოპერატორის სერტიფიკატის და საავიაციო უშიშროების მასწავლებლის მოწმობის გაცემის, მოქმედების ვადის შეჩერების, გაუქმების, ვადის გაგრძელების პირობებს;
დ) მომზადების ხანგრძლივობას, პერიოდულობას და შინაარს.
4.
პირს არ აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლება სამოქალაქო ავიაციის სფეროში, თუ მას არ აქვს გავლილი ამ პროგრამით დადგენილი მიღებისა და შერჩევის პროცედურები, არ გააჩნია შესაბამისი მომზადება, ამაზე პასუხისმგებელია საწარმო.
5.
პირს არ აქვს შემოწმების ოპერატორის უფლებამოსილების განხორციელების უფლება, თუ მას არ გააჩნია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში „სააგენტო“) მიერ გაცემული შემოწმების ოპერატორის მოქმედი სერტიფიკატი.
6.
ამ პროგრამით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას უზრუნველყოფს სააგენტო.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1.
ამ პროგრამის მიზნებისათვის პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავიასაწარმო - საწარმო, რომლის საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაკავშირებულია სამოქალაქო ავიაციასთან;
ბ) სხვა პერსონალი - სამოქალაქო ავიაციის სფეროში დასაქმებული პირები, გარდა საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალისა;
გ) შემოწმების ოპერატორების სერტიფიცირება - ცოდნისა და კვალიფიკაციის დადასტურების პროცესი, რომლის საფუძველზეც სააგენტო გასცემს სერტიფიკატს და პირს ანიჭებს შემოწმების ოპერატორის კვალიფიკაციას;
დ) ICAO - სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია.
2.
მომზადების პროგრამაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს საჰაერო კოდექსითა და „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗.
სააგენტოს უფლებამოსილება
სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ითანხმებს ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებულ საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალისა და სხვა პერსონალის შერჩევის, მიღებისა და მომზადების საკითხებს;
ბ) უწევს კონსულტაციებს ავიასაწარმოებს საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადების საკითხების შემუშავების მიზნით;
გ) ახორციელებს შემოწმების ოპერატორების სერტიფიცირებას, სერტიფიკატის ვადის შეჩერებას, გაგრძელებას, სერტიფიკატის გაუქმებას და აწარმოებს სერტიფიცირებული შემოწმების ოპერატორების უწყებრივ რეესტრს;
დ) ახორციელებს საავიაციო უშიშროების მასწავლებლის მოწმობის გაცემას, მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელებას, შეჩერებასა და მოწმობის გაუქმებას;
ე) შეიმუშავებს საავიაციო უშიშროების ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების პრაქტიკული სწავლების პროგრამას და უზრუნველყოფს მათ მომზადებას ამ პროგრამის თანახმად;
ვ) მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის (ზედამხედველობის) ფარგლებში ამოწმებს ავიასაწარმოების მიერ საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამების მოთხოვნების შესრულებას;
ზ) ითანხმებს საავიაციო სასწავლო დაწესებულებების მიერ სააგენტოში წარმოდგენილ საავიაციო უშიშროების მომზადების პროგრამებს, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის და სხვა პერსონალის მომზადება;
თ) ითანხმებს სასწავლო დაწესებულების საგამოცდო მასალებს (მაგ.: საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამა, ტესტები და ა.შ.);
ი) ზედამხედველობს საავიაციო უშიშროების სფეროში განხორციელებულ სწავლებების პროცესს და ამ პროგრამით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას.
მუხლი 4🔗.
ავიასაწარმოს ვალდებულებები
1.
ავიასაწარმო ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ამ პროგრამის მოთხოვნების შესრულება;
ბ) უზრუნველყოს, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალისა და სხვა პერსონალის შერჩევა და მომზადება, მომზადების პროგრამის მოთხოვნათა შესაბამისად, როგორც ამ საწარმოში დასაქმებული პირების, ასევე იმ პირების, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებენ საავციო უშიშროების უზრუნველყოფას ამ საწარმოში;
გ) შეიმუშაოს საავიაციო უშიშროების პროგრამაში შესატანი საავიაციო უშიშროების მომზადების საკითხები, დანერგოს და პერიოდულად განახორციელოს ცვლილებები მასში ამ პროგრამის მოთხოვნათა შესაბამისად;
დ) ხარისხის შიდა კონტროლის ფარგლებში განახორციელოს საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალისა და სხვა პერსონალის შერჩევის, მიღებისა და მომზადების მოთხოვნების შესრულების შემოწმება.
2.
ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების მომზადების საკითხები უნდა ითვალისწინებდეს მოთხოვნებს, როგორც საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის, ასევე სხვა პერსონალის მიმართ და მოიცავდეს შემდეგს;
ა) შერჩევის კრიტერიუმებს;
ბ) მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სხვადასხვა კატეგორიის პერსონალისთვის;
გ) პირველადი მომზადების პროგრამას (საკითხები, ხანგრძლივობა და ა.შ.);
დ) სამუშაო ადგილზე მომზადების საკითხებს (საჭიროების მიხედვით);
ე) პერიოდული მომზადების პროგრამას (საკითხების ჩამონათვალი, სიხშირე და სხვ.).
3.
ავიასაწარმოები, მათ შორის სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ მომზადებას საავიაციო უშიშროების სფეროში, ვალდებულნი არიან შეიმუშაონ და სააგენტოსთან შეათანხმონ სერტიფიკატის ფორმები, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს:
ა) სასწავლო კურსის დასახელებას;
ბ) სწავლის პერიოდს;
გ) მსმენელის სახელს და გვარს;
დ) ხელმომწერი უფლებამოსილი პირის სახელს, გვარს, თანამდებობას, ხელმოწერას;
ე) სერტიფიკატის რიგით ნომერს.
4.
საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადების განმახორციელებელი ავიასაწარმო, სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების გავლის შემდეგ გასცემს შესაბამისი მომზადების დამადასტურებელ სერტიფიკატს.
5.
ავიასაწარმოები, მათ შორის სასწავლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, დაგეგმილი საავიაციო უშიშროების კურსის შესახებ, სულ მცირე 5 (ხუთი) დღით ადრე, ინფორმაცია მიაწოდონ სააგენტოს.
მუხლი 5🔗.
საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადების განმახორციელებელი სასწავლო დაწესებულების უფლება-მოვალეობები და საგამოცდო კომისია
1.
სასწავლო დაწესებულება:
ა) შეიმუშავებს საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადების პროგრამებს და წარადგენს სააგენტოში შესათანხმებლად;
ბ) ათანხმებს სააგენტოსთან საგამოცდო მასალებს (მაგ.: საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამა, ტესტები და ა.შ.);
გ) ახორციელებს საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალისა და სხვა პერსონალის მომზადებას და გასცემს სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატებს;
დ) ქმნის სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი პერსონალისა და შემოწმების ოპერატორების შეფასების მიზნით საგამოცდო კომისიას (შემდგომში – კომისია);
ე) უზრუნველყოფს სააგენტოს წარმომადგენლების მოწვევას საგამოცდო კომისიის წევრებად.
2.
საგამოცდო კომისია შედგება სასწავლო დაწესებულების მასწავლებლებისა და სააგენტოს წარმომადგენლებისაგან.
3.
საგამოცდო კომისიას თავმჯდომარეობს სააგენტოს წარმომადგენელი.
4.
კანდიდატი ფასდება კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილებით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5.
კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც აისახება კანდიდატის/მსმენელის მიერ მიღებული ცოდნისა და ჩვევების შეფასება. შეფასება შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.
თავი II
სხვა პერსონალის შერჩევა და მომზადება
მუხლი 6🔗.
სხვა პერსონალის შერჩევა
სხვა პერსონალის შერჩევა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗.
სხვა პერსონალის მომზადება
1.
სხვა პერსონალის საავიაციო უშიშროების პირველადი მომზადების პროგრამა მოიცავს საავიაციო უშიშროების გაცნობით კურსს და შესაბამისი კატეგორიის პერსონალისათვის განკუთვნილ სპეციალიზებულ სასწავლო პროგრამას.
2.
კვალიფიკაციის შენარჩუნების მიზნით სხვა პერსონალმა უნდა გაიაროს პერიოდული მომზადება.
3.
სხვა პერსონალი პერიოდულ მომზადებას გადის პირველადი მომზადების ანალოგიურად.
მუხლი 8🔗.
საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსი
1.
ავიასაწარმოს იმ პერსონალს, რომელიც ფლობს სამოქალაქო აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვების მიზნით გაცემულ პიროვნების მუდმივ საშვს, გავლილი უნდა ჰქონდეს საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსი (შემდგომ - გაცნობითი კურსი).
2.
გაცნობითი კურსი მოიცავს სულ მცირე შემდეგ საკითხებს:
ა) სამოქალაქო ავიაციაში არსებულ საფრთხეებს, მომხდარი ტერორისტული აქტებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებების სტატისტიკას;
ბ) მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის უზრუნველმყოფ ეროვნულ მოთხოვნებს, საერთაშორისო სტანდარტებს და რეკომენდებულ პრაქტიკას;
4გ) სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანოს ფუნქციებს და უფლებამოსილებას;
დ) ტერორიზმსა და მასთან ბრძოლის მეთოდებს;
ე) საავიაციო უშიშროების მიზნებს და ამოცანებს;
ვ) სააგენტოს, აეროპორტების და ძალოვანი სტრუქტურების უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს;
ზ) აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის მიზნებს და ამოცანებს, აეროპორტის სქემას, აეროპორტის კონტროლირებად ზონებს, დაშვების კონტროლის პროცედურებს;
თ) აეროპორტის სასაშვო სისტემას და საშვის ტარების ინსტრუქციას;
ი) ქმედებებს, რომელიც ითვალისწინებს დამრღვევი პირების მიმართ შესაბამისი ზომების და პროცედურების გატარებას;
კ) საფრთხის არსებობისას (საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, აფეთქების მუქარის, საეჭვო საგნების აღმოჩენისას, მძევლების აყვანის შემთხვევაში და ა.შ.) გასატარებელ ქმედებებს;
ლ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ შეტყობინების პროცედურებს;
მ) გადასაზიდად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების იდენტიფიკაციას;
ნ) ადამიანურ ფაქტორებს საავიაციო უშიშროების სფეროში;
ო) ქცევის და კომუნიკაციის ეტიკეტს;
პ) სატელეფონო ზარით მიღებული მუქარის შემთხვევაში განსახორციელებელ ქმედებებს, კერძოდ:
პ.ა) საუბრის მოსმენის ტექნიკას, საუბრის დროს დამრღვევის მიერ გამოყენებული ზუსტი ფრაზების და სიტყვების ჩანიშვნას;
პ.ბ) ზარის წამოწყების ადგილმდებარეობის იდენტიფიკაციას;
პ.გ) სატელეფონო საუბრის ჩაწერას, თუ ეს ავტომატურად არ ხორციელდება;
პ.დ) სატელეფონო საუბრის გაგრძელებას მაქსიმალური ინფორმაციის მოსაპოვებლად;
პ.ე) გამოკითხვის მეთოდიკას მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით;
პ.ვ) მუქარის საფუძვლიანობის შეფასების მეთოდიკას;
პ.ზ) სატელეფონო მუქარის შესახებ შეტყობინების მეთოდებს.
ჟ) ფიზიკური პირისაგან მიღებული აფეთქების მუქარის შემთხვევაში განსახორციელებელ ქმედებებს, კერძოდ:
ჟ.ა) გამოკითხვის მეთოდიკას მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით;
ჟ.ბ) მუქარის საფუძვლიანობის შეფასების მეთოდიკას;
ჟ.გ) ურთიერთქმედებას შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან;
ჟ.დ) მუქარის შესახებ შეტყობინების მეთოდებს.
რ) ფოსტის საშუალებით მიღებული აფეთქების მუქარის შემთხვევაში განსახორციელებელ ქმედებებს, კერძოდ:
რ.ა) ფოსტის საშუალებით მიღებული აფეთქების მუქარის დროს განსახორციელებელი მოქმედებების თანამიმდევრობას;
რ.ბ) მუქარის შესახებ შეტყობინების მეთოდებს.
3.
გაცნობითი კურსი მოიცავს თეორიულ სწავლებას და მისი პირველადი და პერიოდული მომზადება უნდა მოიცავდეს, სულ მცირე სწავლების 3 (სამ) საათს.
4.
საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსის გავლა სავალდებულოა 24 თვეში ერთხელ და იგი შეიძლება განხორციელდეს, როგორც სააგენტოს მიერ აღიარებულ/სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში, ასევე ავიასაწარმოში, ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, სააგენტოსთან შეთანხმებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად.
5.
ავიასაწარმოს პერსონალი, გაცნობითი კურსის წარმატებით გავლას ადასტურებს ზეპირი ან წერითი გამოცდით. გამსვლელია ქულა თუ საგამოცდო კითხვებზე გაცემული სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 70%-ს.
6.
გაცნობითი კურსის გავლის შემდეგ სასწავლო დაწესებულების/ავიასაწარმოს მიერ გაიცემა გაცნობითი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
7.
სერტიფიკატის მონაცემები შეიტანება სწავლების განმახორციელებელი ავიასაწარმოს მონაცემთა ბაზაში. სერტიფიკატის ასლი ინახება პირის პირად საქმეში.
8.
ავიასაწარმოს ის პერსონალი, რომელიც არ ფლობს პიროვნების მუდმივ საშვს, გაცნობილი უნდა იყოს მუქარის მიღების შემთხვევაში განსახორციელებელი მოქმედებების თანამიმდევრობას.
მუხლი 9🔗.
სხვა პერსონალის სპეციალიზებული მომზადება
1.
სპეციალიზებული მომზადება ესაჭიროება სხვა პერსონალის შემდეგ კატეგორიას:
ა) რეგულირებადი მიმწოდებლის პერსონალს, რომლებიც ჩართულნი არიან ბორტკვების, თანმდევი საშუალებებისა და საბორტო მარაგის, მათთან დაკავშირებული პროდუქციის მიღების, დახარისხების, დამუშავების პროცესში;
ბ) ცნობილი მიმწოდებლის პერსონალს, რომლებიც ჩართულნი არიან აეროპორტის მარაგის და მათთან დაკავშირებული პროდუქციის მიღების, დახარისხების, დამუშავების პროცესში;
გ) საჰაერო ხომალდის დასუფთავებაში ჩართულ პერსონალს;
დ) სატვირთო ტერმინალების პერსონალს, რომლებიც ჩართულნი არიან ტვირთის/ფოსტის მიღების, დახარისხების, დამუშავების პროცესში;
ე) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს;
ვ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პერსონალს;
ზ) ავიაგადამზიდველის პერსონალს: მფრინავებს, ბორტგამცილებლებს და საჰაერო ხომალდის მომსახურებაში ჩართულ ყველა სხვა პერსონალს.
2.
სხვა პერსონალის სპეციალიზირებული მომზადება უნდა განხორციელდეს ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში ან სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სასწავლო დაწესებულებებში.
3.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პერსონალის, სპეციალიზებული მომზადების წარმატებით გავლა დასტურდება წერილობითი გამოცდის (ტესტირების) საფუძველზე. გამსვლელია ქულა, თუ საგამოცდო კითხვებზე გაცემული სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 70%.
4.
სპეციალიზებული მომზადების შემდეგ სასწავლო დაწესებულების მიერ გაიცემა კონკრეტული კატეგორიისთვის საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
5.
გამოცდის (ტესტირების) შედეგები, სერტიფიკატის ასლი ინახება პირის პირად საქმეში.
6.
ავიასაწარმოს ხელმძღვანელების პირველადი და პერიოდული მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს სწავლების, სულ მცირე 8 საათს და გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა, სულ მცირე შემდეგ საკითხებს:
ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის უზრუნველმყოფი ეროვნული, საერთაშორისო სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკის მოთხოვნებს;
ბ) საავიაციო უშიშროების სახელმწიფო პროგრამები, აეროპორტის საავიაციო უშიშროების პროგრამას;
გ) ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პროგრამას;
დ) ავიასაწარმოს პერსონალის ცნობიერების განვითარებას საავიაციო უშიშროების კუთხით;
ე) მოქმედებებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და გაუთვალისწინებელი ვითარების დროს;
ვ) კრიზისული სიტუაციის მართვას.
7.
აეროპორტებში ავიაგადამზიდველის წარმომადგენელი პირების პირველადი და პერიოდული მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს სწავლების სულ მცირე 5 საათს და გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა, სულ მცირე შემდეგ საკითხებს:
ა) აეროპორტისა და ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების პროგრამების დანიშნულებას და შინაარსს;
ბ) ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების ზომების
გ) ავიაგადამზიდველის საგანგებო ვითარებაში მომედების გეგმას;
დ) კრიზისული სიტუაციის მართვას.
8.
მტვირთავებისა და მიწისზედა მომსახურების პერსონალის პირველადი და პერიოდული მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს სწავლების, სულ მცირე, 5 საათს და გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:
ა) საჰაერო ხომალდთან დაშვების წესს;
ბ) ხმელეთზე მოქმედების პროცედურებს აფეთქების მუქარის შემთხვევაში;
გ) საბარგო ნაკვეთურების შემოწმებას საავიაციო უშიშროებაზე;
9.
ტექნიკური და საინჟინრო სამსახურის პერსონალის პირველადი და პერიოდული მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს სულ მცირე 5 საათს და გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა, სულ მცირე შემდეგ საკითხებს:
ა) საჰაერო ხომალდთან და საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების ცენტრში დაშვების წესს;
ბ) საჰაერო ხომალდის დაცვას;
გ) ხელსაწყოების, სატრანსპორტო საშუალებების, სათავსოებისა და მარაგის დაცვას.
10.
რეგულირებადი მიმწოდებლის, ბორტკვების ობიექტების პერსონალის, რომლებიც ჩართულნი არიან ბორტკვების, თანმდევი საშუალებებისა და საბორტო მარაგის და მათთან დაკავშირებული პროდუქციის მიღება/დახარისხება/დამუშავების პროცესში, ცნობილი მიმწოდებლის პერსონალის, რომლებიც ჩართულნი არიან აეროპორტის მარაგის და მათთან დაკავშირებული პროდუქციის მიღება/დახარისხება/დამუშავების პროცესში, მათი პირველადი და პერიოდული მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს სულ მცირე სწავლების 3 საათს და გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა და სულ მცირე შემდეგ საკითხებს:
ა) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად ბორტკვების ობიექტის მიერ განსახორციელებელ სამუშაოებს;
ბ) სამოქალაქო ავიაცია - ტერორისტული ჯგუფებისა და სხვა დამნაშავეების სამიზნე;
გ) ბორტკვების ობიექტი - მოწყვლადი არე;
დ) პროცედურებს საეჭვო ნივთის აღმოჩენის დროს;
ე) დაშვებაზე კონტროლისა და საბორტო კვების დაცვის მიზანს;
ვ) დაშვებაზე კონრტოლისა და საბორტო კვების დაცვის მეთოდებს;
ზ) დაშვებაზე კონტროლის განმახორციელებელი პირების უფლება-მოვალეობებს;
თ) სასაშვო სისტემას;
ი) დაშვებაზე კონტროლის პროცედურებს;
კ) განსხვავებას საეჭვოსა და გადასაზიდად აკრძალულ ნივთებს შორის;
ლ) საეჭვო და გადასაზიდად აკრძალული საგნების ნიმუშებს;
მ) თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობისა და თვითნაკეთი აალებადი მოწყობილობის ძირითად კომპონენტებს;
ნ) მოქმედებებს საეჭვო და გადასაზიდად აკრძალული საგნების აღმოჩენისას;
ო) მოქმედებებს გაუთვალისწინებელი ვითარების დროს;
პ) საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას - გაუთვალისწინებელ ვითარებაში დაკავშირების მიზნით.
;
ჟ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩაკეტვისა და დალუქვის მოთხოვნებს;
რ) ავტოსატრანსპორტო საშუალების უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში გასათვალისწინებელ პროცედურებს.
11.
საჰაერო ხომალდის დასუფთავებაში ჩართული პერსონალის პირველადი და პერიოდული მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს მომზადების სულ მცირე 3 საათს და გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა, სულ მცირე შემდეგ საკითხებს:
ა) საავიაციო უშიშროების მიზნებს და ამოცანებს;
ბ) დასუფთავებასთან დაკავშირებული უშიშროების ზომებს;
გ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად დასუფთავების სამსახურის მიერ განსახორციელებელ სამუშაოებს;
დ) სამოქალაქო ავიაცია - ტერორისტული ჯგუფებისა და სხვა დამნაშავეების სამიზნე;
ე) ინფორმაციას იმ პირთა შესახებ, რომელთაც პოტენციურად შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირებას;
ვ) დაშვებაზე კონტროლისა და დასუფთავების სამსახურის დაცვის მიზანს;
ზ) დაშვებაზე კონრტოლისა და დასუფთავების სამსახურის დაცვის მეთოდებს;
თ) სასაშვო სისტემას;
ი) დაშვებაზე კონტროლის პროცედურებს;
კ) განსხვავებას საეჭვოსა და გადასაზიდად აკრძალულ საგნებს შორის;
ლ) საეჭვო და გადასაზიდად აკრძალული საგნების ნიმუშებს;
მ) თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობისა და თვითნაკეთი აალებადი მოწყობილობის ძირითად კომპონენტებს;
ნ) მოქმედებებს საეჭვო და გადასაზიდად აკრძალული საგნების აღმოჩენისას;
ო) მოქმედებებს გაუთვალისწინებელი ვითარების დროს;
პ) საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას - გაუთვალისწინებელ ვითარებაში დაკავშირების მიზნით;
ჟ) ეფექტური პატრულირების ძირითად პრინციპებს;
რ) ავტოსატრანსპორტო საშუალების უყურადღებოდ დატოვებისას გასათვალისწინებელ პროცედურებს.
12.
სატვირთო ტერმინალების პერსონალის პირველადი და პერიოდული მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, 4 საათს და გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა, სულ მცირე შემდეგ საკითხებს:
ა) სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილებას და მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებს;
ბ) სამოქალაქო ავიაცია - ტერორისტული ჯგუფებისა და სხვა დამნაშავეების სამიზნეს;
გ) სატვირთო ტერმინალი - მოწყვლადი არე;
დ) პირებს, რომელთაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირებას;
ე) შეტყობინების მეთოდებს;
ვ) ტვირთს, როგორც უშიშროების უზრუნველყოფის ძირითად მიზანს;
ზ) საწარმოში მიღებული ტვირთის დამუშავების პროცედურებს უშიშროების უზრუნველსაყოფად;
თ) ტრანსფერული ტვირთის უშიშროების ზომებს;
ი) სატვირთო ტერმინალის უფლება-მოვალეობებს;
კ) მაღალი რისკის ტვირთის განსაზღვრებას და უშიშროების ზომებს;
ლ) შემოწმებისაგან გათავისუფლებული ტვირთების კატეგორიას;
მ) განსხვავებას საეჭვოსა და გადასაზიდად შეზღუდულ ნივთებს შორის;
ნ) საეჭვო და გადასაზიდად შეზღუდული საგნების ნიმუშებს;
ო) თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობისა და თვითნაკეთი აალებადი მოწყობილობის ძირითად კომპონენტებს;
პ) მოქმედებებს საეჭვო და გადასაზიდად აკრძალული საგნების აღმოჩენისას;
ჟ) უცნობი ტვირთის მიმართ შემოწმების ყველაზე ეფექტურ მეთოდ(ებ)ს, მასში აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების არსებობის გამორიცხვის მიზნით;
რ) უშიშროების სტატუსის მინიჭების მიზნით დადგენილი ტვირთის შემოწმების მეთოდებს, როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო საჰაერო ხომალდით გადასაზიდი ტვირთებისათვის;
ს) ტვირთის შემოწმების ყველა მეთოდის დადებით და უარყოფით მხარეებს;
ტ) ტვირთის სატვირთო თუ სამგზავრო საჰაერო ხომალდით გადაზიდვაზე უარის თქმის, მისი გადასაზიდად დაშვების ან უცნობი ტვირთის სტატუსის მინიჭების საფუძველს.
უ) რენტგენული დანადგარით ტვირთის შემოწმების მიზანს;
ფ) გამოსაყენებელი რენტგენული დანადგარის ექსპლუატაციის წესს;
ქ) მეთოდებს, რომლითაც დასტურდება, რომ რენტგენული დანადგარი გამართულია და უსაფრთხო;
ღ) რენტგენული დანადგარის მონიტორზე ასახული ასაფეთქებელი ან ცეცხლგამჩენი მოწყობილობის და ნივთიერებების, იარაღისა და მისი კომპონენტების გამოსახულებების გაცნობას;
ყ) ტვირთში საეჭვო საგნების, გადასაზიდად საეჭვო, შეზღუდული და აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების ამოცნობას და იდენტიფიცირებას;
შ)გაუთვალისწინებელ ვითარებაში განსახორციელებელ მოქმედებებს;
ჩ) ტვირთის უშიშროების დეკლარაციისა და სხვა დოკუმენტების დანიშნულებას;
ც) მოქმედებებს აფეთქების მუქარის დროს;
ძ) მოქმედებებს მუქარის მიღებისა და საფრთხის შეფასების შემდეგ.
13.
საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის პირველადი და პერიოდული მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს სულ მცირე 4 საათს და გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა, სულ მცირე შემდეგ საკითხებს:
ა) საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის უფლებამოსილებას, როგორც მოწყვლადი არე;
ბ) კომუნიკაციას მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ საჰაერო ხომალდთან;
გ) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისათვის შეტყობინების მიწოდების წესს;
დ) სხვა სახელმწიფოებისათვის შეტყობინების მიწოდების წესს;
ე) ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელის (AFTN) მეშვეობით ან სხვა საშუალებებით შეტყობინების მიწოდების წესს;
ვ) ინფორაციას საჰაერო ხომალდის იზოლირებული სადგომის შესახებ.
14.
საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების (მფრინავები და ბორტგამყოლები) პირველადი და პერიოდული მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა, სულ მცირე შემდეგ საკითხებს:
ა) საჰაერო ხომალდისა და მგზავრების დაცვის პროცედურებს;
ბ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემთხვევაში მისაღებ ზომებს, საფრთხის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით;
გ) საჰაერო ხომალდით გადასაზიდად აკრძალული და შეზღუდული საგნებისა და ნივთიერებების, მათ შორის, სახიფათო ტვირთების, იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების და სხვა მოწყობილობების შესახებ;
დ) საჰაერო ხომალდის შემოწმების პროცედურებს;
ე) განსახორციელებელ ღონისძიებებს დამრღვევი და უდისციპლინო მგზავრების მიმართ;
ვ) საჰაერო ხომალდის გატაცებისა და მძევლების აყვანის დროს განსახორციელებელ ქმედებებს;
ზ) გაუთვალისწინებელი ვითარების დროს საფრთხის დონის განსაზღვრას;
თ) თავდაცვის პროცედურებს;
ი) შემბოჭავი ხელბორკილებისა და დამრღვევის გასაუვნებელყოფად იმ სხვა საშუალებების გამოყენებას, რომელიც ნებადართულია კანონმდებლობით;
კ) დამნაშავის დახასიათებას და ქცევის თავისებურებებს, განსახორციელებელ მოქმედებებს და მგზავრთა რეაგირებას;
ლ) ტერორიზმის მიმართულებებს;
მ) სიტუაციურ სწავლებას საფრთხეების გათვალისწინებით;
ნ) საფრენოსნო ეკიპაჟის კაბინის დაცვის პროცედურებს, მათ შორის, საკომუნიკაციო და საკოორდინაციო სისტემას ბორტგამყოლებსა და მფრინავებს შორის;
ო) პროცედურებს ფრენის დროს ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენისას;
პ) საჰაერო ხომალდზე და ხმელეთზე შემოწმების პროცედურებს, მათ შორის ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსების ადგილებს.
15.
საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების პირველადი მომზადება უნდა მოიცავდეს სწავლების სულ მცირე, 24 საათს, ხოლო პერიოდული მომზადება - სულ მცირე 8 საათს.
16.
საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების პერიოდული მომზადება უნდა განხორციელდეს, სულ მცირე, 12 თვეში ერთხელ.
17.
ამ მუხლის მე-6 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული პერსონალი, პერიოდულ მომზადებას გადის, სულ მცირე, 24 თვეში ერთხელ.
18.
სხვა პერსონალის პერიოდული მომზადება შეიძლება განხორციელდეს როგორც ადგილზე (სასწავლო დაწესებულებაში ან ავიასაწარმოში), ასევე დისტანციური სწავლების ფორმით.
19.
სხვა პერსონალის პირველადი მომზადების დისტანციურად გავლა დაუშვებელია.
თავი III
სავიაციო უიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევა და მომზადება
მუხლი 10🔗.
საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევა და მიღება
1.
ავიასაწარმო შეიმუშავებს და ამტკიცებს საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევისა და მიღების პროცედურას.
2.
შერჩევის პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს გასაუბრებას და ანკეტური მონაცემების შემოწმებას სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად.
3.
პირი, რომელსაც აქვს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების სამსახურში მუშაობის სურვილი (შემდგომ – კანდიდატი), გადის გასაუბრებას ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელ პირთან და/ან ავიასაწარმოს ხელმძღვანელთან.
4.
გასაუბრების შემდეგ კანდიდატი ავიასაწარმოში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლს;
ბ) ავტობიოგრაფიას, სადაც დეტალურად აისახება ინფორმაცია კანდიდატის შრომითი საქმიანობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), განათლების შესახებ, მათ შორის: სრული ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
გ) დახასიათებას ბოლო სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სასწავლო დაწესებულებიდან (სრული ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი);
დ) ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) ცნობას ნასამართლობის შესახებ;
ვ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
5.
ამ მუხლის შესაბამისად შერჩეული/მიღებული პირისათვის ავიასაწარმო უზრუნველყოფს პირველად მომზადების კურსის გავლას.
6.
დოკუმენტაცია საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღებისა და მომზადების შესახებ ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.
მუხლი 11🔗.
სპეციალური მოთხოვნები საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალისთვის
1.
სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი პერსონალს უნდა ჰქონდეს დაცვითი ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო ფიზიკური მონაცემები, რაც გულისხმობს საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ადეკვატურ სმენას და მხედველობას (რომელიც შესაძლოა მიღწეულ იქნეს დამხმარე საშუალებების გამოყენებით, როგორებიც არის სათვალე, კონტაქტური ლინზა, სმენის აპარატი და სხვა).
2.
შემოწმების ოპერატორს უნდა ჰქონდეს:
ა)შემოწმების სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ფიზიკური მონაცემები, ასევე ფერთა ადეკვატურად აღქმა, რაც მისცემს შესაძლებლობას რენტგენური დანადგარის ეკრანზე გამოსახული საგნის სწორად ამოცნობის შესაძლებლობას. კარგი სმენა, რომელიც შესაძლოა მიღწეულ იქნეს დამხმარე საშუალებების გამოყენებით, კარგი მეტყველების უნარი, კომუნიკაციის მარტივად დამყარების მიზნით;
ბ) ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა.
3.
საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელ პირს, ცვლის უფროსს უნდა ჰქონდეს:
ა) საავიაციო უშიშროების სფეროში მუშაობის, სულ მცირე, 2 (ორი) წლის გამოცდილება.
ბ) ხელმძღვანელი პირებისათვის განკუთვნილი მომზადების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
გ) საავიაციო უშიშროების სფეროში ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციით განსაზღვრული სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა;
დ) ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის თავისუფლად წარმართვის უნარი.
4.
ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საავიაციო უშიშროების სფეროში მინიმუმ სამი წლის სამუშაო გამოცდილება;
გ) ხელმძღვანელი პირებისათვის განკუთვნილი მომზადების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
დ) საავიაციო უშიშროების სფეროში ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციით განსაზღვრული სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის ცოდნა.
5.
მასწავლებელს, რომელიც ახორციელებს სწავლებას საავიაციო უშიშროების სფეროში, უნდა ჰქონდეს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საავიაციო უშიშროების სფეროში სამი წლის სამუშაო გამოცდილება;
ბ) საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის მომზადების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
გ) საავიაციო უშიშროების სფეროში ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციით განსაზღვრული სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა;
დ) გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი.
6.
ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით“.
7.
საავიაციო უშოშროების ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის (კომპეტენცია- AVSEC) საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსაზღვრულია სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’.
მუხლი 12🔗.
საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მომზადება და სწავლების ზოგადი საკითხები
1.
საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფ პერსონალს გავლილი უნდა ჰქონდეს საავიაციო უშიშროების პირველადი მომზადების პროგრამა და ასევე პერიოდული მომზადების პროგრამა - კვალიფიკაციის შენარჩუნების მიზნით.
2.
საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის პირველადი მომზადების პროგრამა მოიცავს საავიაციო უშიშროების სწავლების ზოგად და სპეციალიზებულ საკითხებს საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის ცალკეული კატეგორიისთვის.
3.
სწავლების (როგორც პირველადი, ასევე პერიოდული) წარმატებით გავლის შემდეგ, სასწავლო დაწესებულების მიერ პირზე გაიცემა შესაბამისი სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
4.
პირზე, რომელიც ვერ გადალახავს შესაბამისი კურსისთვის ამ წესით დადგენილ საგამოცდო ბარიერს, სერტიფიკატი არ გაიცემა. სასწავლო დაწესებულების მიერ სწავლების სერტიფიკატის გაცემაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5.
საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის სწავლების ზოგადი საკითხები უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:
ა) სამოქალაქო ავიაციაში არსებულ საფრთხეებს, მომხდარი ტერორისტული აქტებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებების სტატისტიკას;
ბ) მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის უზრუნველმყოფ მოთხოვნებს, საერთაშორისო სტანდარტებს და რეკომენდებულ პრაქტიკას;
გ) ტერორიზმს და მასთან ბრძოლის მეთოდებს, სამოქალაქო ავიაცია, როგორც ტერორისტული ჯგუფებისა და სხვა დამნაშავეების სამიზნე;
დ) საავიაციო უშიშროების მიზნებს და ამოცანებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტების და ძალოვანი სტრუქტურების უფლებამოსილებებს, პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს;
ე) აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის მიზნებს და ამოცანებს, აეროპორტის სქემას, აეროპორტის კონტროლირებადი ზონების, დაშვების კონტროლის პროცედურებს;
ვ) სასაშვო სისტემას და საშვის ტარების ინსტრუქციას;
ზ) დაშვების კონტროლს, საკონტროლო გამშვები პუნქტების აღჭურვილობას;
თ) ქმედებებს, რომლებიც ითვალისწინებს დამრღვევი პირების მიმართ ზომების გატარებას და პროცედურებს;
ი) მოქმედებებს საფრთხის არსებობისას: საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, აფეთქების მუქარის, საეჭვო საგნების აღმოჩენისას, მძევლების აყვანის შემთხვევაში და ა.შ.;
კ)გაუთვალისწინებელი ვითარების დროს განსახორციელებელ ქმედებებს;
ლ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ შეტყობინების პროცედურებს;
მ) გადასაზიდად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების იდენტიფიკაციას;
ნ) ადამიანურ ფაქტორებს საავიაციო უშიშროების სფეროში;
ო) ქცევის და კომუნიკაციის ეტიკეტს, მათ შორის, პოტენციურად დამრღვევ მგზავრებთან;
პ) საიდუმლო ინფორმაციის დაცვას;
ჟ) სატელეფონო ზარით მიღებული მუქარის შემთხვევაში განსახორციელებელ მოქმედებებს;
რ) ფიზიკური პირისაგან მიღებული აფეთქების მუქარის შემთხვევაში განსახორციელებელ მოქმედებებს;
ს) ფოსტის საშუალებით მიღებული აფეთქების მუქარის შემთხვევაში განსახორციელებელ მოქმედებებს;
ტ) საეჭვო და გადასაზიდად აკრძალულ საგნებს და მათ ნიმუშებს;
უ) თვითნაკეთი ასაფეთქებელი და თვითნაკეთი აალებადი მოწყობილობების, კომპონენტებს;
ფ) საეჭვო და გადასაზიდად აკრძალული საგნების აღმოჩენის საფუძვლებს და მოქმედებებს მათი გამოვლენისას.
მუხლი 13🔗.
ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირების, საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირებისა და ცვლის უფროსების მომზადება
1.
ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირების, საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირებისა და ცვლის უფროსების მომზადება მოიცავს თეორიული სწავლების, სულ მცირე, 55 საათს და საავიაციო უშიშროების ზოგადი საკითხების გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:
ა) ხელმძღვანელი პირების ფუნქციებს;
ბ) ხარისხის შიდა კონტროლის მიზებს და ღონისძიებებს;
გ) გაუთვალისწინებელი ვითარების დროს განსახორციელებელ მოქმედებებს;
დ) საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მომზადებას სამუშაო ადგილზე;
ე) კონფლიქტური სიტუაციების მართვას;
ვ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფ მოწყობილობებს;
ზ) შემოწმების მეთოდებს;
.
2.
ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირების, საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირებისა და ცვლის უფროსების მომზადება უნდა განხორციელდეს ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში ან სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სასწავლო დაწესებულებებში.
3.
ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირების, საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირებისა და ცვლის უფროსების შესაბამისი სწავლების გავლა/მომზადება დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც გაიცემა წერითი გამოცდის წარმატებით გავლის საფუძველზე.
4.
გამსვლელია ქულა, თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდოდ გამოყენებული კითხვების 75%-ს.
შენიშვნა: თუ სწავლება ხორციელდება ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში ან სააგენტოს მიერ აღიარებულ სასწავლო დაწესებულებებში, შეფასების ბარიერს ადგენს აღნიშნული სასწავლო დაწესებულება.
5.
ავიასაწარმოს საავიაციო უშიროებაზე პასუხისმგებელი პირების, საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირებისა და ცვლის უფროსების პირველადი თეორიული მომზადების წარმატებით გავლის შემდეგ ავიასაწარმო ვალდებულია მათ გააცნოს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პოლიტიკა, სტრუქტურა, ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პროგრამა, ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პროგრამით გათვალისწინებული მათი უფლებები და ვალდებულებები. აღნიშნულის შესახებ დგება ჩანაწერი და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.
6.
ავიასაწარმოს საავიაციო უშიროებაზე პასუხისმგებელი პირების, საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირებისა და ცვლის უფროსების პერიოდული მომზადება ხორციელდება, სულ მცირე, 24 თვეში ერთხელ, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 14🔗.
ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირების მომზადება
1.
ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირების თეორიული მომზადება უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, სწავლების 55 საათს და საავიაციო უშიშროების ზოგადი საკითხების გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:
ა)საავიაციო უშიშროების სფეროში ხარისხის კონტროლის განხორციელების მიზნებს და პრინციპებს;
ბ) ხარისხის კონტროლის ღონისძიებების დაგეგმვას;
გ) ხარისხის კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მეთოდიკას;
დ) ხარისხის კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში ნაკლოვანებების გამოვლენას, ანგარიშის შედგენას და ა.შ;
ე) მოთხოვნებს ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირების მიმართ;
ვ) შემოწმებისა და ინსპექტირების ტექნიკას.
2.
ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირების მომზადება უნდა განხორციელდეს ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში ან სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში.
3.
ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირების მომზადება დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც გაიცემა წერითი გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ. გამსვლელია ქულა თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდო კითხვების 75% .
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ სწავლება ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში ან სააგენტოს მიერ აღიარებულ სასწავლო დაწესებულებებში, შეფასების ბარიერს ადგენს აღნიშნული სასწავლო დაწესებულება.
4.
ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირების მიერ პირველადი თეორიული მომზადების გავლის შემდეგ ავიასაწარმო ვალდებულია მათ გააცნოს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პოლიტიკა, სტრუქტურა, ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პროგრამა, ავიასაწარმოს საავიაციო უშიშრეობის პროგრამით გათვალისწინებული მათი უფლებები და ვალდებულებები.
5.
ავიასაწარმო უზრუნველყოფს ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირის გამოცდილი პირის ზედამხედველობის ქვეშ მიბარებას - სამუშაო ადგილზე დასაქმებულის პრაქტიკულ სწავლების განხორციელების მიზნით, რომელიც მოიცავს ხარისხის კონტროლის სამ ღონისძიებას შეგირდის რანგში და ერთ დამოუკიდებელ შემოწმებას.
6.
პირს, რომელმაც ვერ მიიღო დადებითი შეფასება პრაქტიკული მეცადინეობის დროს, ეძლევა ორი დამატებითი შემოწმების განხორციელების შესაძლებლობა ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი გამოცდილი პირის ზედამხედველობის ქვეშ.
7.
პრაქტიკული მეცადინეობის შესახებ დგება ჩანაწერი და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.
8.
ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირები პერიოდულ მომზადებას გადიან, სულ მცირე, 36 თვეში ერთხელ, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 15🔗.
საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორების/მასწავლებლების მომზადება
1.
საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორების/მასწავლებლების მომზადება უნდა მოიცავდეს სულ მცირე სწავლების 55 საათს და საავიაციო უშიშროების ზოგადი საკითხების გარდა, სულ მცირე შემდეგ საკითხებს:
ა) საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის/მასწავლებლის როლს;
ბ) სწავლების ძირითად პრინციპებს;
გ) საწავლო კურსის დაგეგმვას;
დ) მომზადებითვის საჭირო საშუალებებისა და მოწყობილობების მომზადებას;
ე) სასწავლო მასალის შემუშავებას;
ვ) სწავლების ჩატარებისა და შეფასების მეთოდიკას
.
2.
საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორების/მასწავლებლების მომზადება ხორციელდება ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში ან სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სასწავლო დაწესებულებებში.
3.
საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორების/მასწავლებლების მომზადება დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც გაიცემა წერითი გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ. გამსვლელია ქულა თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდო კითხვების 75%-ს.
შენიშვნა: თუ სწავლება ხორციელდება ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში ან სააგენტოს მიერ აღიარებულ სასწავლო დაწესებულებებში, შეფასების ბარიერს ადგენს აღნიშნული სასწავლო დაწესებულება.
4.
სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ, სააგენტოში, სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვსტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული ,,ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ შესაბამისად წარდგენილი საბუთების საფუძველზე, სააგენტო გასცემს მასწავლებლის მოწმობას.
5.
საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის პერიოდული მომზადება უნდა განხორციელდეს სულ მცირე, 24 თვეში ერთხელ, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 16🔗.
სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მომზადება
1.
სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის თეორიული მომზადება, რომელიც ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებებს
(ობიექტების დაცვას, საჰაერო ხომალდის დაცვის ღონისძიებებს, საჰაერო ხომალდის შემოწმებას, პატრულირებას, დაკვირვების საშუალებების ოპერირებას (მათ შორის ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის)
; ტვირთის, ფოსტის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მარაგის კონტროლს
) მოიცავს პირველადი თეორიული სწავლების, სულ მცირე, 40 საათს და ითვალისწინებს საავიაციო უშიშროების ზოგადი საკითხების გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:
ა) ობიექტების დაცვის, საჰაერო ხომალის შემოწმების, საჰაერო ხომალდის დაცვის, პატრულირების, ტვირთის, ფოსტის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მარაგის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით კონტროლის მოთხოვნებს კონტროლის მიზანს;
ბ) დაშვების კონტროლის სისტემებს;
გ) საკონტროლო გამშვების პუნქტების აღჭურვილობას;
დ) სასაშვო სისტემას;
ე) პიროვნებებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საშვების იდენტიფიკაციას;
ვ) პატრულირების მიზანს;
ზ) პატრულირების ღონისძიებებს;
თ) არასანქცირებული წვდომის/დაშვების გამოვლენისას განსახორციელებელ პროცედურებს;
ი) საჰაერო ხომალდის შემოწმების მიზანს;
კ) შესამოწმებელი საჰაერო ხომალდ(ებ)ის კონფიგურაციას;
ლ) გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების შენიღბვის ხერხებს და მეთოდებს;
მ) საჰაერო ხომალდების შემოწმების ტექნოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს
ნ) შენიღბული გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების გამოვლენას;
ო) საჰაერო ხომალდების დაცვის მიზანს;
პ) საჰაერო ხომალდის დაცვის მეთოდებს, არასანქცირებული წვდომის აღკვეთის მიზნით განსახორციელებელ მოქმედებებს;
ჟ) საჰაერო ხომალდის დალუქვის პროცედურებს;
რ) შემოწმებული ტვირთის, ფოსტის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მარაგის დაცვას (მათ შორის, ტრანსპორტირების დროს), მათთან არასანქცირებული წვდომის აღკვეთას და შემდგომ მოქმედებებს;
ს) დაკვირვების სისტემების (მათ შორის ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემების) ოპერირებას;
2.
სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მომზადება დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც გაიცემა წერითი გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ.
3.
ტესტირების შედეგები ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.
4.
სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი პირების პირველადი თეორიული მომზადების წარმატებით გავლის შემდეგ ავიასაწარმო ვალდებულია მათ გააცნოს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პოლიტიკა, სტრუქტურა, ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პროგრამა და ამ პროგრამით გათვალისწინებული მათი უფლებები და ვალდებულებები.
5.
ავიასაწარმო უზრუნველყოფს, სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი იმ პერსონალის, რომელმაც გაიარა პირველადი თეორიული კურსი, სამუშაო ადგილზე პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარებას, რომლის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 8 საათს.
6.
პრაქტიკული მეცადინეობის შესახებ დგება ჩანაწერი და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.
7.
დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი პერსონალის პერიოდული მომზადება ხორციელდება 24 თვეში ერთხელ და მოიცავს სწავლების, სულ მცირე, 24 საათს.
8.
პერიოდული მომზადების წარმატებით გავლა დასტურდება ზეპირი გამოცდით.
მუხლი 17🔗.
შემოწმების ოპერატორები და მათი პირველადი მომზადება
1.
შემოწმების ოპერატორი ახორციელებს მგზავრის, მგზავრის სტატუსის არმქონე პირის, ხელბარგის, თანმქონი ნივთების, ბარგის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალის, ტვირთის, ფოსტის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას (სკრინინგი).
2.
შემოწმების ოპერატორების პირველადი მომზადება მოიცავს:
ა) თეორიულ კურსს;
ბ) მომზადებას საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით;
გ) პრაქტიკულ მეცადინეობას სამუშაო ადგილზე.
3.
შემოწმების ოპერატორის მიერ მასალის ათვისება უნდა დადასტურდეს პირველადი მომზადების თითოეული ეტაპის გავლის შემდეგ, გამოცდით.
4.
შემოწმების ოპერატორების თეორიული მომზადება და მომზადება საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით უნდა განხორციელდეს ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში ან სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სასწავლო დაწესებულებებში.
5.
სწავლების დასრულებისა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ, სასწავლო დაწესებულება (მის მიერ დადგენილ ვადაში) გასცემს სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს, რომ კანდიდატმა/შემოწმების ოპერატორმა გაიარა შემოწმების ოპერატორის მომზადების კურსი.
მუხლი 18🔗.
შემოწმების ოპერატორების თეორიული მომზადება
1.
მგზავრის, მგზავრის სტატუსის არმქონე პირის, ხელბარგის, ბარგის, თანმქონი ნივთების, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალის, სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების განმხორციელებელი შემოწმების ოპერატორების თეორიული მომზადება სწავლების, სულ მცირე, 40 საათს და საავიაციო უშიშროების ზოგადი საკითხების გარდა, მოიცავს, სულ მცირე შემდეგ საკითხებს:
ა) ფიზიკური პირების ხელით შემოწმებას, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:
ა.ა) ხელით შემოწმების მიზანი;
ა.ბ) ხელით შემოწმების დადებითი და უარყოფითი მხარეები;
ა.გ) ხელით შემოწმების წესი;
ა.დ) გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების, მოწყობილობების შენიღბვის მეთოდები;
ა.ე) შესამოწმებელი პირის მიერ ხელით შემოწმებაზე უარის თქმის დროს განსახორციელებელი მოქმედებები;
ა.ვ) აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების აღმოჩენის დროს განსახორციელებელი პროცედურები;
ა.ზ) განსაკუთრებული კატეგორიის მგზავრების შემოწმების სპეციფიკა;
ა.თ) შემოწმება პირადი შემოწმების სათავსში;
ბ) ხელბარგის, თანმქონი ნივთების შემოწმებას, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:
ბ.ა) ხელბარგის, თანმქონი ნივთების შემოწმების მიზანი;
ბ.ბ) ხელბარგში არსებული საგნების დაშვებისა და მათ გადაზიდვაზე უარის თქმის საფუძვლები;
ბ.გ) პირის მიერ ხელბარგის შემოწმებაზე უარის თქმის დროს განსახორციელებელი მოქმედებები;
ბ.დ) ხელბარგის, თანმქონი ნივთების ხელით შემოწმების მოთხოვნები, შერჩევითი შემოწმება და გამონაკლისები, რომლებიც თავისუფლდება შემოწმებისაგან;
ბ.ე) გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების, მოწყობილობების შენიღბვის მეთოდები;
ბ.ვ) ხელბარგში, თანმქონ ნივთებში არსებული შენიღბული საგნის ამოცნობის მეთოდები;
ბ.ზ) ხელბარგში, თანმქონ ნივთებში არსებული აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების გამოვლენის დროს განსახორციელებელი პროცედურები;
გ) იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობების, ფეთქებადი ნივთიერებების, აალებადი მოწყობილობების და სახიფათო ტვირთების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:
გ.ა) გადასატანად აკრძალული და შეზღუდული საგნები, მათ შორის სახიფათო ტვირთები;
გ.ბ) ცეცხლსასროლი იარაღის ტიპები და მათი კომპონენტები;
გ.გ) საბრძოლო მასალა;
გ.დ) ფეთქებადი და აალებადი ნივთიერებების თვისებები;
გ.ე) თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობისა და თვითნაკეთი აალებადი მოწყობილობების ძირითადი კომპონენტები;
გ.ვ) გადასატანად აკრძალული/შეზღუდული საგნების/ ნივთიერებების აღმოჩენის დროს განსახორციელებელი მოქმედებები;
გ.ზ)განსახორციელებელი მოქმედებები, იმ პირობებში, როდესაც არსებობს ეჭვი, რომ მგზავრი შეიარაღებულია.
გ.თ) იარაღის გადაზიდვის წესი.
დ) რენტგენური დანადგარის დანიშნულების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:
დ.ა) შემოწმების მიზანი და ორგანიზება;
დ.ბ) რენტგენურ დანადგართან მუშაობისას გასათვალისწინებელი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები;
დ.გ) რენტგენური დანადგარის მუშაობის პრინციპები და მისი ექსპლუატაცია;
დ.დ) რენტგენური დანადგარის შესაძლებლობები, თავისებურებები და შემოწმების პროცედურები:
დ.ე) რენტგენური დანადგარის გამოსახულების ამოცნობა და გამოსახული საგნების იდენტიფიკაცია;
ე) თაღური მეტალმძებნის დანიშნულების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:
ე.ა) თაღური მეტალმძებნის ტიპები და მათი გამოყენება;
ე.ბ) თაღური მეტალმძენის შემოწმება, სატესტო ობიექტის გამოყენება და ტექნიკური ხარვეზების ამოცნობა;
ე.გ) თაღური მეტალმძებნის სიგნალიზაციის ამოქმედების დროს განსახორციელებელი მოქმედებები;
ვ) ხელის მეტალმძებნის დანიშნულების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:
ვ.ა) ხელის მეტალმძებნის შემოწმება და გამოყენება;
ვ.ბ) ხელის მეტალმძებნის სიგნალიზაცცის ამოქმედების დროს განსახორციელებელი მოქმედებები;
ზ) ასაფეთქებელი ნივთიერების აღმომჩენი სისტემის დანიშნულების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითები:
ზ.ა) შემოწმების მიზანი და ორგანიზება;
ზ.ბ) სატესტო ობიექტის გამოყენება;
ზ.გ) ასაფეთქებელი ნივთიერების აღმომჩენი სისტემის მუშაობის პრინციპები და
გამოსახულებების ამოცნობა;
ზ.დ) მიზეზები, რის გამოც საეჭვოდ შეიძლება ჩითვალოს საგანი;
ზ.ე) საფრთხის აღმოჩენისას განსახორციელებელი მოქმედებები/ღონისძიებები;
ზ.ვ) საეჭვო/გადასატანად აკრძალული/შეზღუდული საგნის ან ნივთიერების აღმოჩენის შემთხვევაში განსახორციელებელი მოქმედებები.
თ) ფეთქებადი ნივთიერებების კვალის აღმომჩენი მოწყობილობის შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:
თ.ა) დანიშნულება, ტიპები და მათი გამოყენება;
თ.ბ) შემოწმება, სატესტო ობიექტის გამოყენება და ტექნიკური ხარვეზების ამოცნობა;
თ.გ) თაღური მეტალმძებნის სიგნალიზაცის ამოქმედების დროს განსახორციელებელი მოქმედებები;
თ.დ) ასაფეთქებელი მოწყობილობის/ფეთქებადი ნივთიერების აღმოჩენისას განსახორციელებელი მოქმედებები.
ი) განსაკუთრებული კატეგორიის მგზავრების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:
ი.ა) განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პირების შემოწმება;
ი.ბ) წესრიგის დამრღვევი მგზავრების შემოწმება;
ი.გ)პოტენციურად დამრღვევი მგზავრების შემოწმება;
ი.დ) ორსულების შემოწმება;
ი.ე) ჩვილებისა და ბავშვების შემოწმება;
ი.ვ) განსაკუთრებული კატეგორიის მგზავრები, რომლებიც თავისუფლდებიან შემოწმებისაგან;
ი.ზ) უშიშროების დამატებითი ზომები;
კ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემოწმების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:
კ.ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაცია;
კ.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხელით შემოწმების მეთოდები;
კ.გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ასევე მათი ხელბარგისა და თანმქონი ნივთების შემოწმება;
კ.დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემოწმება სამედიცინო პერსონალის დახმარებით;
კ.ე) ეტლის, საკაცის შემოწმება;
ლ) აეროპორტის/საბორტო მარაგის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების შემოწმების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:
ლ.ა) აეროპორტის/საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების შემოწმების და დაცვის მიზანი;
ლ.ბ) აეროპორტის/საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების შემოწმების მეთოდები;
ლ.გ) აეროპორტის/საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების აღმოჩენის დროს განსახორციელებელი პროცედურები;
მ) საფრთხის გამოსახულების პროეცირების პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელშიც შედის შემდეგი თემები::
მ.ა) სისტემის დანიშნულება და გამოყენება;
მ.ბ) საფრთხის გამოსახულების პროეცირების სისტემაში მუშაობის ანალიზის დანიშნულება.
2.
იმ შემოწმების ოპერატორების თეორიული მომზადება, რომლებიც ახორციელებენ ტვირთის,ფოსტის შემოწმებას, მოიცავს სწავლების, სულ მცირე, 40 საათს და საავიაციო უშიშროების ზოგადი საკითხების გარდა, სულ მცირე შემდეგ საკითხებს:
ა) რას წარმოადგენს ტვირთი/ფოსტა (ტვირთის/ფოსტის არსი);
ბ) ტვირთის/ფოსტის შემოწმების მიზანს;
გ) ტვირთის/ფოსტის შემოწმების მეთოდებს;
დ) ტვირთის /ფოსტის შემოწმების თავისებურებებს;
ე) ტვირთის/ფოსტის სახეებს;
ვ) ტვირთის კატეგორიას, რომელიც თავისუფლდება შემოწმებისაგან;
ზ) ტვირთის /ფოსტის ხელით შემოწმებას, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები :
ზ.ა) ტვირთის/ფოსტის ხელით შემოწმების მიზანი;
ზ.ბ) ტვირთის/ფოსტის ხელით შემოწმების დადებითი და უარყოფითი მხარეები;
ზ.გ) ტვირთის/ფოსტის ხელით შემოწმების წესი;
თ) გადასატანად აკრძალულ და შეზღუდულ საგნებს;
ი) ტვირთში/ფოსტაში გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების, მოწყობილობების შენიღბვის მეთოდებს;
კ) ტვირთში/ფოსტაში გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების აღმოჩენის დროს განსახორციელებელ პროცედურებს;
ლ) ცეცხლსასროლი იარაღის ტიპებს და მათი კომპონენტებს;
მ) საბრძოლო მასალას;
ნ) ფეთქებადი და აალებადი ნივთიერებების თვისებებს;
ო) თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობისა და თვითნაკეთი აალებადი მოწყობილობების ძირითად კომპონენტებს;
პ) ცოცხალი ცხოველების შემოწმების მეთოდებს;
ჟ) მაღალი რისკის ტვირთს/ფოსტას;
რ) ტვირთის/ფოსტის უშიშროების უზრუნველყოფას (შემოწმება, დაცვა, მარკირება);
ს) ტვირთის უშიშროების დეკლარაციას, - დანიშნულებას და მის შევსებას;
ტ) ტექნიკურ მოწყობილობებს, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:
ტ.ა) რენტგენული დანადგარის დანიშნულება, შემოწმების მიზანი და ორგანიზება;
ტ.ბ) რენტგენულ დანადგართან მუშაობისას გასათვალისწინებელი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები;
ტ.გ) რენტგენური დანადგარის მუშაობის პრინციპები და მისი ექსპლუატაცია;
ტ.დ) რენტგენური დანადგარის შესაძლებლობები, თავისებურებები და შემოწმების პროცედურები:
ტ.ე) რენტგენური დანადგარის გამოსახულების ამოცნობა და გამოსახული საგნების იდენტიფიკაცია;
უ) თაღური მეტალმძებნის დანიშნულებას, რომელშიც შედის შემდეგი თემები:
უ.ა) თაღური მეტალმძებნის ტიპები და მათი გამოყენება;
უ.ბ) თაღური მეტალმძენის შემოწმება, სატესტო ობიექტის გამოყენება და ტექნიკური ხარვეზების ამოცნობა;
უ.გ) თაღური მეტალმძებნის სიგნალიზაციის ამოქმედების დროს განსახორციელებელი მოქმედებები;
ფ) ხელის მეტალმძებნის დანიშნულებას, რომელშიც შედის შემდეგი თემები:
ფ.ა) ხელის მეტალმძებნის შემოწმება და გამოყენება;
ფ.ბ) ხელის მეტალმძებნის სიგნალიზაციის ამოქმედების დროს განსახორციელებელი მოქმედებები;
ქ) ასაფეთქებელი ნივთიერების აღმომჩენი სისტემის დანიშნულებას, რომელშიც შედის შემდეგი თემები:
ქ.ა) ასაფეთქებელი ნივთიერების აღმომჩენი სისტემით შემოწმების მიზანი, მუშაობის პრინციპები და ორგანიზება, გამოსახულებების ამოცნობა;
ქ.ბ) სატესტო ობიექტის გამოყენება;
ქ.გ) მიზეზები, რის გამოც საეჭვოდ შეიძლება ჩითვალოს საგანი;
ქ.დ) საფრთხის აღმოჩენისას განსახორციელებელი პროცედურები;
ქ.ე) საეჭვო/გადასატანად აკრძალული/შეზღუდული საგნის ან ნივთიერების აღმოჩენის შემთხვევაში განსახორციელებელი მოქმედებები.
ღ) ფეთქებადი ნივთიერებების კვალის აღმომჩენ მოწყობილობას, რომელშიც შედის შემდეგი საკითები:
ღ.ა) ფეთქებადი ნივთიერებების კვალის აღმომჩენი მოწყობილობის დანიშნულება, ტიპები და მათი გამოყენება;
ღ.ბ) შემოწმება, სატესტო ობიექტის გამოყენება და ტექნიკური ხარვეზების ამოცნობა;
ღ.გ) თაღური მეტალმძებნის სიგნალიზაციის ამოქმედების დროს განსახორციელებელი მოქმედებები;
ღ.დ) ასაფეთქებელი მოწყობილობის/ფეთქებადი ნივთიერების აღმოჩენისას განსახორციელებელი მოქმედებები;
ყ) ტვირთის/ფოსტის ვიზუალურ შემოწმებას და მის დანიშნულებას;
შ) სპეციალური ბარგის შემოწმებას;
ჩ) დიპლომატიური ფოსტის, საკონსულო ვალიზების და მათთან გათანაბრებულ სხვა ოფიციალური კორესპონდენციისადმი წაყენებულ მოთხოვნებს;
ც) ფიზიკური პირების შემოწმების მიზანს და მეთოდებს, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:;
ც.ა) პირის ხელით შემოწმება:
ც.ბ) პირების ხელით შემოწმების დადებითი და უარყოფითი მხარეები;
ც.გ) ხელით შემოწმების წესი;
ც.ე) აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების აღმოჩენის დროს განსახორციელებელი პროცედურები;
ც.ვ) შემოწმება პირადი შემოწმების სათავსში;
ძ) განსაკუთრებული კატეგორიის, მათ შორის ორსულების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა განსაკუთრებული კატეგორიის პირების შემოწმებას, რომელშიც შედის შემდეგი თემები:
ძ.ა) განსაკუთრებული კატეგორიის მგზავრების შემოწმების თავისებურებები;
ძ.ბ) ორსულების შემოწმების წესი;
ძ.გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთნ კომუნიკაცია და მათი ხელით შემოწმების მეთოდიკა, ასევე მათი ხელბარგისა და თანმქონი ნივთების შემოწმება;
ძ.დ) შემოწმება სამედიცინო პერსონალის დახმარებით;
ძ.ე) ეტლის, საკაცის შემოწმება;
ძ.ვ) უშიშროების დამატებითი ზომები;
წ) ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმებას, რომელშიც შედის შემდეგი თემები:
წ.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და პირების იდენტიფიცირება ;
წ.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და პირების შემოწმება;
წ.გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლისა და მგზავრების შემოწმების მიზანი;
წ.დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების მეთოდი;
წ.ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების შესამოწმებელი ზონები;
წ.ვ) შემოწმების განხორციელებისათვის გამოსაყენებელი საშუალებები;
წ.ზ) აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების აღმოჩენის დროს განსახორციელებელი პროცედურები;
ჭ) საფრთხის გამოსახულების პროეცირების პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელშიც შედის შემდეგი თემები::
ჭ.ა) სისტემის დანიშნულება და გამოყენება;
ჭ.ბ) საფრთხის გამოსახულების პროეცირების სისტემაში მუშაობის ანალიზის დანიშნულება.
3.
თეორიული მომზადების შემდეგ შემოწმების ოპერატორი აბარებს წერით გამოცდას, რომელიც მოიცავს გავლილი თეორიული მასალის საკითხებს.
4.
თეორიული ტესტის შეფასებას ახორციელებს სასწავლო დაწესებულება. გამსვლელია ქულა თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდო კითხვების 80%.
მუხლი 19🔗.
შემოწმების ოპერატორების მომზადება საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით
1.
თეორიული გამოცდის შემდეგ შემოწმების ოპერატორები გადიან მომზადებას, საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, რომლის სწავლების ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, 6 საათს და ხორციელდებოდეს დღეში არაუმეტეს ერთი საათისა.
2.
მომზადება უნდა მოიცავდეს საფრთხის გამოსახულების ამოცნობის სწავლებას, რომლის დროსაც საფრთხის შემცველი გამოსახულებების შერჩევა უნდა ხორციელდებოდეს არაპროგნოზირებადობის საფუძველზე.
3.
მომზადებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამა უნდა მოიცავდეს სულ მცირე 250 სხვადასხვა საფრთხის შემცველი საგნის 1000 გამოსახულებას. მათ შორის, საფრთხის შემცველი საგნების შემადგენელი ნაწილების გამოსახულებებს. ყოველი გამოსახულება მოცემული უნდა იყოს მრავალი რაკურსით.
4.
შემოწმების ოპერატორების საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზირებული კომპიუტერული პროგრამის ცოდნა დასტურდება საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამით ტესტირების საფუძველზე.
5.
კანდიდატს/შემოწმების ოპერატორს ეძლევა 25 წმ, რათა ამოიცნოს საფრთხის შემცველი ჩანთა/ტვირთი/მასალა და განსაზღვროს საფრთხის შემცველი საგნის ტიპი.
6.
ტესტირების შედეგი დამაკმაყოფილებლად ჩაითვლება, თუ სწორად ამოცნობილი საფრთხის შემცველი გამოსახულებ(ებ)ის რაოდენობა შეადგენს 80%.
7.
ტესტირებისათვის განკუთვნილი გამოსახულების სირთულის დონე ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ საფრთხის შემცველი ჩანთები მოცემული იყოს სხვადასხვა რაკურსით და პოზიციით, ამასთანავე ჩანთაში/ტვირთში/მასალაში მოთავსებული საფრთხის შემცველი საგნ(ებ)ის გამოსახულებას უნდა ფარავდეს სხვა საგნების გამოსახულებები.
მუხლი 20🔗.
შემოწმების ოპერატორების პრაქტიკული მეცადინეობა სამუშაო ადგილზე
1.
შემოწმების ოპერატორების პრაქტიკული მეცადინეობა სამუშაო ადგილზე ხორციელდება იმ დასახელებისა და მოდელის ტექნიკურ მოწყობილობაზე, რომელზეც უნდა განახორციელოს სამუშაო სამომავლოდ, შემოწმების ოპერატორმა.
2.
პრაქტიკული მეცადინეობა სამუშაო ადგილზე მოიცავს, სულ მცირე, 40 საათს და მოიცავს საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფ მოწყობილობებთან და რენტგენურ დანადგართან მუშაობას, ფიზიკური პირების, ხელბარგის, თანმქონი ნივთების, ბარგის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალის, ტვირთის, ფოსტის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმების პრაქტიკაში განხორციელებას, მათ შორის, ხელით შემოწმების განხორციელებას, მგზავრთნაკადის რეგულირებას, გაუთვალისწინებელი ვითარების დროს მოქმედებებს, მგზავრთან კომუნიკაციას/ეტიკეტს.
3.
პრაქტიკული მეცადინეობა საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფ ტექნიკურ მოწყობილობებთან ხორციელდება ავიასაწარმოს მიერ ამ მიზნით დანიშნული, სულ მცირე, 3 წლის სამუშაო გამოცდილების მქონე, მოქმედი შემოწმების ოპერატორის (მწვრთნელის) მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ,რომელიც მომზადების მიმდინარე პოცესის შესახებ რეგულარულად აწვდის ინფორმაციას სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორს/მასწავლებელს.
4.
პრაქტიკული მეცადინეობის პროცესში, შემოწმების ოპერატორს არ აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება.
5.
პრაქტიკული მომზადებისთვის განკუთვნილი საფრთხის გამოსახულების პროეცირების პროგრამა უნდა მოიცავდეს სულ მცირე 1500 სხვადასხვა საფრთხის შემცველი საგნის 6000 გამოსახულებას. მათ შორის საფრთხის შემცველი საგნების შემადგენელი ნაწილების გამოსახულებებს. ყოველი გამოსახულება მოცემული უნდა იყოს მრავალი რაკურსით.
6.
პრაქტიკული მეცადინეობის შედეგები ინახება კანდიდატის/ შემოწმების ოპერატორის პირად საქმეში.
7.
პრაქტიკული მეცადინეობის შემდეგ შემოწმების ოპერატორები გადიან უნარების პრაქტიკულ შემოწმებას, რომლის დროსაც ფასდება საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფ მოწყობილობებთან მუშაობის უნარი, რენტგენურ დანადგართან მუშაობის უნარი, მათ შორის რენტგენური დანადგარის მონიტორზე გამოსახული ფერების მნიშვნელობის ცოდნა, ტექნიკურ მოწყობილობებთან მუშაობის დროს გასათვალისწინებელი უსაფრთხოების ზომების ცოდნა; მგზავრის, ხელბარგის, თანმქონი ნივთების, ბარგის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალის, ტვირთის, ფოსტის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმების უნარი, მათ შორის ხელით შემოწმების ტექნიკის ცოდნა, გაუთვალისწინებელი ვითარების დროს განსახორციელებელი მოქმედების ცოდნა, მგზავრთან კომუნიკაცია/ეტიკეტი.
მუხლი 21🔗.
შემოწმების ოპერატორების სერტიფიცირება, სერტიფიკატის ვადის შეჩერება, ვადის გაგრძელება
1.
შემოწმების ოპერატორების სერტიფიცირებას ახორციელებს სააგენტო.
2.
ავიასაწარმო წერილობით მიმართავს სააგენტოს, შემოწმების ოპერატორის სერტიფიცირების შესახებ. წერილს თან უნდა დაერთოს განაცხადება (დანართი 1) და სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული შემოწმების ოპერატორის სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი.
3.
შემოწმების ოპერატორის სერტიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.
4.
სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს შემოწმების ოპერატორის სერტიფიკატის მოქმედების ვადა ან გააუქმოს სერტიფიკატი ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის (კომპეტენცია AVSEC) ან დამსაქმებელი ავიასაწარმოს მოთხოვნის საფუძველზე თუ გამოვლინდა, რომ სერტიფიკატის მფლობელი არაჯეროვნად ასრულებს თავის მოვალეობას, რაც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.
5.
ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია აღუდგინოს შეჩერებული სერტიფიკატის მოქმედების ვადა, თუ შემოწმების ოპერატორმა დამატებით გაიარა ამ წესით განსაზღვრული პრაქტიკული მეცადინეობა სამუშაო ადგილზე და უნარების პრაქტიკული შემოწმება.
6.
სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს შემოწმების ოპერატორის სერტიფიკატი თუ შემოწმების ოპერატორმა განმეორებით ვერ ჩააბარა პერიოდული მომზადების გამოცდა ამ პროგრამის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 22🔗.
შემოწმების ოპერატორების პერიოდული მომზადება და რესერტიფიცირება
1.
შემოწმების ოპერატორების პერიოდული მომზადება ხორციელდება 24 თვეში ერთხელ და მოიცავს თეორიულ მომზადებასა და მომზადებას საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.
2.
პერიოდული მომზადების ფარგლებში პრაქტიკული მეცადინეობა ხორციელდება იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ახალი ტექნიკური მოწყობილობ(ებ)ის, განახლებული პროცედურ(ებ)ის ასათვისებლად.
3.
პერიოდული მომზადების ფარგლებში შემოწმების ოპერატორების თეორიული სწავლება მოიცავს სულ მცირე 40 საათს.
4.
შემოწმების ოპერატორების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით პერიოდული მომზადება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა უნდა განხორცილდეს, სულ მცირე, 6 თვეში ერთხელ, სწავლების ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს სულ მცირე 6 საათს.
5.
სააგენტო, შემოწმების ოპერატორის მოქმედ სერტიფიკატში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით სულ მცირე 6 თვეში ერთხელ პერიოდული მომზადების გავლის შესახებ.
6.
პერიოდული მომზადებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე 250 სხვადასხვა საფრთხის შემცველი საგნის 1000 გამოსახულებას. მათ შორის, საფრთხის შემცველი საგნების შემადგენელი ნაწილების გამოსახულებებს. ყოველი გამოსახულება მოცემული უნდა იყოს მრავალი რაკურსით.
7.
პერიოდული მომზადების ფარგლებში, სწავლების რომელიმე ეტაპზე არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, შემოწმების ოპერატორს აქვს უფლება განმეორებით (მხოლოდ ერთხელ) ჩააბაროს გამოცდა, სასწავლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ დროს, მაგრამ პირველი გამოცდიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. განმეორებით უარყოფითად შეფასებისას დამსაქმებელი წერილობით მიმართვას სააგენტოს სერტიფიციკატის გაუქმების თაობაზე.
8.
შემოწმების ოპერატორის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 2 (ორი) წელი. ვადის ამოწურვის შემდეგ შემოწმების ოპერატორმა მომზადება უნდა გაიაროს პირველადი მომზადების შესაბამისად.
თავი IV
სახიფათო ტვირთები
მუხლი 23🔗.
სახიფათო ტვირთები
1.
საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის ყველა კატეგორიას გავლილი უნდა ჰქონდეს სახიფათო ტვირთების შესახებ სწავლება.
2.
ავიასაწარმოს არ აქვს უფლება დაავალოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პირს, თუ მას არ აქვს გავლილი სახიფათო ტვირთების შესახებ კურსი.
3.
სახიფათო ტვირთების შესახებ სწავლება უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს:
ა) რას წარმოადგენს სახიფათო ტვირთი (სახიფათო ტვირთის არსი);
ბ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებს;
გ) სახიფათო ტვირთების კლასებს და კატეგორიებს, მათ შორის სახიფათო ტვირთების იმ კატეგორიებს, რაოდენობის მითითებით, რომლებიც დაიშვება საჰაერო ხომალდზე გადასაზიდად მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების მიერ (მაგ; ალკოჰოლური სასმელები, კოსმეტიკური საშუალებები, აკუმულატორები, რომლებიც განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეტლებისათვის, მშრალი ყინული და ა.შ);
დ) მაღალი საფრთხის შემცველი სახიფათო ტვირთების, მათ შორის იმ ტვირთების იდენტიფიკაციას, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერორისტული აქტის ჩადენის მიზნით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მრავალრიცხოვანი მსხვერპლი და სერიოზული ზიანი;
ე) განსხვავებას მაღალი საფრთხის შემცველი სახიფათო ტვირთსა და მაღალი რისკის ტვირთს შორის;
ვ) სახიფათო ტვირთების მარკირებას;
ზ) იმ სახიფათო ტვირთების გამოვლენის მეთოდებს, რომელიც გადაიზიდება ხელბარგის, თანმქონი ნივთების, ბარგის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, ავიაგადამზიდველის მასალის, ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციის დარღვევით, მათ შორის ისეთ ნიშნებს, როგორიცაა სპეციფიური სუნი და ლაქები, რომელიც მიუთითებს სახიფათო ტვირთის არსებობაზე ხელბარგში, თანმქონ ნივთებში, ბარგში, ბორტკვებაში, თანმდევ საშუალებებში, საბორტო მარაგში, ავიაგადამზიდველის მასალასა და ტვირთში;
თ)იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9284 მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ცხრილით „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციებით“ ხელმძღვანელობას;
ი) სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული საავარიო პროცედურებს;
კ) სახიფათო ტვირთის ტექნიკური ინსტრუქციის დარღვევით გადაზიდვის გამოვლენისას განსახორციელებელი შეტყობინების წესს.
4.
პერიოდული მომზადების ფარგლებში სახიფათო ტვირთების სწავლება უნდა განხორციელდეს 24 თვეში ერთხელ.
დანართი 1
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
_________________________________________________________, გთხოვთ გასცეთ
(ავიასაწარმოს დასახელება)
შემოწმების ოპერატორის სერტიფიკატი ბატონ/ქალბატონ ________________________
(სახელი, გვარი)
დაბადებული „____“ ____________ ___ წელს
ქვეყანა, ქალაქი, (რაიონი) _____________________________________________________
მისამართი __________________________________________________________________
ტელეფონი __________________________________________________________________
პირადი № ___________________________________________________________________
________________________________________________________ ადასტურებს რომ,
(ავიასაწარმოს დასახელება)
ბატონი/ქალბატონი___________________________________________________________
(სახელი, გვარი)
ანკეტური მონაცემები შემოწმებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ შესაბამისად და მას გავლილი აქვს სსიპ - სამოქალაქო ავიაციის საააგენტოს დირექტორის 2016 წლის № .... ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამით“ დადგენილი შერჩევისა და მომზადების პროცედურები.
ავიაგადამზიდველის ხელმძღვანელი _______________________________________________
(თანამდებობა, სახელი, გვარი გარკვევით)
ბ.ა. ____________________
(ხელმოწერა)