📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობასა და მათი შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამონაკლისის დაშვების თაობაზე

მიღების თარიღი 09.09.2016
ძალის დაკარგვა 30.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1820
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022194
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/09/2016
matsne.gov.ge 495 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.09.2016 მიღება
30.12.2016 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობასა და მათი შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამონაკლისის დაშვების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; font-size:9.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.PlainTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml0, li.tarigixml0, div.tarigixml0 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1820 2016 წლის 9 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობასა და მათი შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამონაკლისის დაშვების თაობაზე „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად: 1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ 2016 წლის განმავლობაში: ა) ტყის მდგრადი მართვის პრინციპების გათვალისწინებით, საპილოტე პროგრამისა და სხვა საქმიანობების (მათ შორის, სატყეო ღონისძიებები) განსახორციელებლად, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 150 ერთეულით (მ.შ. მუდმივად მომუშავეთა რაოდენობა – 110 ერთეული, ხოლო დროებით მომუშავეთა რაოდენობა – 40 ერთეული), ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება – არაუმეტეს 1300 (ერთი ათას სამასი) ლარით; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სატყეო ღონისძიებების განსახორციელებლად, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 50 ერთეულით (მათ შორის, მუდმივად მომუშავეთა რაოდენობა – 10 ერთეული, ხოლო დროებით მომუშავეთა რაოდენობა – 40 ერთეული), ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება – არა უმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარით. 2. საპილოტე პროგრამისა და სხვა საქმიანობების (მათ შორის, სატყეო ღონისძიებები) განსახორციელებლად დასაქმებული შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების დაფინანსება (ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არაუმეტეს 150 ერთეული) განხორციელდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სატყეო ღონისძიებების ფარგლებში დასაქმებული შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების დაფინანსება (ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არაუმეტეს 50 ერთეული) – სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ამავე ღონისძიებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.  3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 დეკემბრის №2388 განკარგულება. პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი