საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის (სატენდერო წინადადების მოთხოვნები (ინსტრუქცია)) შეთანხმების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1844
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022202
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1844

2016 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის (სატენდერო წინადადების მოთხოვნები (ინსტრუქცია)) შეთანხმების თაობაზე

1. „საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების ოდენობების და მათი გადახდის წესის და სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიების ოდენობებისა და მათი გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეთანხმებულ იქნეს საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია (სატენდერო წინადადების მოთხოვნები (ინსტრუქცია)).

2. განკარგულება ძალაშია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების ამოქმედებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი