სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლისათვის ლევან ბერიძის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№123/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.017196
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №123/ნ

2016 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სსიპ - შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლისათვის ლევან ბერიძის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, 112, 26/09/2005) დანართი №2-ით გათვალისწინებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - დაბა შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ - შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლას მიენიჭოს, ამავე სკოლის ყოფილი დამსახურებული პედაგოგის - ლევან ბერიძის სახელი. 
მუხლი 2
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, 112, 26/09/2005) გათვალისწინებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - დაბა შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის მე-3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3

ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლა

        სოფელი ფურტიო

    დაწ-საბ-საშ.

                                                                                                                                                              “.

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა