მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 16.09.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016024
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/09/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 219 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„შიდა ნაოსნობაში ჩართული 100 საერთო ტევადობაზე ნაკლები მცურავი საშუალებების მოწმობის ფორმების, დიზაინის, აღწერილობის და დამცავი ნიშნების, მათი გაცემის და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 13 აპრილის N03 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 82% 27.09.2024 მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 82% 17.03.2015 საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 81% 27.04.2017 საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 81% 21.02.2018 სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მზღვეველის მიერ გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 81% 16.09.2016

დოკუმენტის ტექსტი

მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №16 2016 წლის 16 სექტემბერი ქ. თბილისი მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​5 პუნქტის, მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, ამავე კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის და 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის,  2016 წლის 8 ივნისის „დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის და ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 02 მაისის №102 დადგენილების  თანახმად დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ზ” და „ო“ ქვეპუნქტების და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესი“ თანდართული სახით. 2. მზღვეველებმა ამ ბრძანების თანდართული წესის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა დააკმაყოფილონ 2018 წლის 1 იანვრიდან სრულად. 3. მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა უნდა აღემატებოდეს გაანგარიშებით მიღებული გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობის 50 %-ს 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ივლისამდე. 4. მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა უნდა აღემატებოდეს გაანგარიშებით მიღებული გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობის 75 %-ს 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 1 იანვრამდე.  5. მზღვეველებმა ამ ბრძანების თანდართული წესის 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა დააკმაყოფილონ 2018 წლის 1 იანვრიდან. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიოსებ გოგოლაშვილი