კურორტ ბორჯომის სანიტარიული დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.07.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №346
სარეგისტრაციო კოდი 470.210.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 72, 15/07/2003
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.07.2003 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 2 |
| N | ღონისძიებათა დასახელება |
| 1. | გუჯარეთის წყალსადენზე საქლორატოს მოწყობა, წყალსადენის ჩართვა N1 ჩამოსასხმელი ქარხნის გამწმენდ ნაგებობაში |
| 2. | სადგერის წყალსადენზე ტუმბოების შეცვლა და შემკრები რეზერვუარების შეკეთება |
| 3. | ლიკანის წყალსადენზე საქლორატოს მოწყობა და შემკრები არსებული რეზერვუარების ექსპლუატაციაში ჩართვა |
| 4. | გოგიას ციხის წყალსადენზე გამწმენდი ნაგებობებისა და საქლორატოს მშენებლობა |
| 5. | საქლორატოების მოწყობა არდაგნის, ცოფიანი ღელესა და მთის ხეობის წყალსადენზე |
| 6. | ქ.ბორჯომის წყალსადენის ქსელში დანაკარგების ლიკვიდაცია |
| 7. | კანალიზაცია ქ.ბორჯომის საკანალიზაციო ქსელის რევიზია და დაზიანებული უბნების შეცვლა |
| 8. | კურორტის ტერიტორიის გარეთ ჩამდინარე მასების გასატანად გადასაქაჩი სადგურისა და თვითდენადი კოლექტორის მოწყობა |
| 9. | კურორტ ბორჯომის კოლექტორის ჩართვა ქ. ხაშურის გამწმენდ ნაგებობაში და უკანასკნელის სიმძლავრის დაყვანა 54000 მ.კ./დღ.ღ. |
| 10. | მტკვარსა და მის შენაკადებში სამეურნეო-სამრეწველო ჩამონადენების გაწმენდა ლოკალური გამწმენდი ნაგებობების მოწყობის საშუალებით კეთილმოწყობა |
| 11. | გატანილ იქნეს N25ე ბურღილთან ახლოს განლაგებული მანქანების სამრეცხაო და ლიკვიდირებულ იქნეს სანატ. „ლიკანის“ ეზოში არსებული კერძო საკარმიდამო ნაკვეთები |
| 12. | გატანილ იქნეს N21ე ბურღილის მახლობლად გან-ლაგებული საღორეები და საქათმეები |
| 13. | გატანილ იქნეს ზონის გარეთ ყველა ავტომეურნეობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
კურორტ ბორჯომის სანიტარიული დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №346
2003 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
კურორტ ბორჯომის სანიტარიული დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ
კურორტ ბორჯომის ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თვისებების შენარჩუნებისათვის, მათი დაბინძურების, გაფუჭებისა და გამოფიტვისაგან დაცვის, კურორტზე საწარმოთა განვითარებისა და მოსახლეობის განსახლების საკითხების მოწესრიგების მიზნით:
1. დამტკიცდეს:
ა) ბორჯომის სანიტარიული დაცვის ზონების თანდართული რეჟიმები;
ბ) კურორტ ბორჯომის სანიტარიული დაცვის ზონებში თანდართული ამკრძალავი ღონისძიებები;
გ) სანიტარიულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა თანდართული გეგმა.
2. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. შუბლაძე) ბორჯომის რაიონის გამგეობასთან ერთად ხელი შეუწყოს სანიტარიული დაცვის ზონებში დადგენილი რეჟიმის დაცვას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს ამ საკითხზე რეკომენდაციების გაცემა და გასატარებელ ღონისძიებათა კოორდინაცია.
3. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ზ. გეგეჭკორი) ბორჯომის რაიონის გამგეობასთან ერთად გაითვალისწინონ სანიტარიული დაცვის ზონები და მათი რეჟიმი ყველა სახის საპროექტო ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის დამუშავებისას (მათ შორის: რაიონული დაგეგმარების სქემის, სხვადასხვა ტერიტორიული კომპლექსური სქემების, დასახლებათა გენერალური გეგმების, მათი ტერიტორიების გენერალური დაგეგმარების პროექტების, განაშენიანების პროექტების, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პროექტების), როგორც ერთ-ერთი გეგმარებითი შემზღუდავი მნიშვნელოვანი პირობა.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე) ბორჯომის რაიონის გამგეობასთან ერთად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ კურორტ ბორჯომის სანიტარიული დაცვის ზონების ფარგლებში გათვალისწინებული ამკრძალავი და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განხორციელება მითითებული ვადების ჩვენებით.
5. საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა (მ. დვალი) უზრუნველყოს წარმოდგენილი შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მითითებული ვადების გათვალისწინებით. დაფიქსირდეს ბორჯომის სანიტარიული დაცვის მეორე ზონის საზღვრები. ფუნქციონალური ზონების საზღვრებად ძირითადად მიჩნეულ იქნეს უახლოესი ბუნებრივი მიჯნები (წყალგამყოფი, ხევი, მდინარე და სხვ.), სხვა შემთხვევაში – გზები, მუდმივი ბილიკები ან ხელოვნურად გაჭრილი ხაზები.
6. ბრძანებულების განხორციელების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა.
ე. შევარდნაძე
ბორჯომის სანიტარიული დაცვის ზონების რეჟიმები
მუხლი 1🔗. რეჟიმი სანიტარიული დაცვის პირველ ზონაში
1. პირველი (მკაცრი რეჟიმის) ზონა მოიცავს ტერიტორიებს, რომლებიც მდებარეობს საექსპლოატაციო და დასაკვირვებელი ბურღილების ირგვლივ. ზონების მოწყობის მიზანია არსებული ბურღილებისა და მათი ჰიდრომინერალური მეურნეობის (კაპტაჟების, რეზერვუარების, სატუმბო დანადგარების, გამზომი აპარატურისა და სხვ.) საიმედო სანიტარიული დაცვა. ზონები უნდა კეთილმოეწყოს და შემოიღობოს. ზონის ტერიტორიის ზედაპირის დაქანებამ უნდა უზრუნველყოს ტერიტორიიდან ატმოსფერული ნალექებისა და ზედაპირული წყლების სწრაფი მოცილება.
2. „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად პირველი ზონის ტერიტორიაზე დგინდება საქმიანობის მკაცრი რეჟიმი, რომელიც კრძალავს ამ ზონაში სამუშაოებს, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის ბუნებრივი სამკურნალო რესურსების გამოყენებასთან, საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობას, სამთო და მიწის სამუშაოებს, ფიზიკური პირების მუდმივად ან დროებით ცხოვრებას.
3. ზონის ტერიტორიაზე დაშვებულია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული სამთო და მიწის სამუშაოები, ნაგებობების მშენებლობა (კაპტაჟები, საკაპტაჟე ნაგებობები, სატუმბი სადგურები, მილსადენები, რეზერვუარები, სასმელი წყლის ბიუვეტები და სხვ.), ნაპირსამაგრი, ეროზია- და მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები და სხვა.
4. იმასთან დაკავშირებით, რომ №№1, 21 და 21ე ბურღილებზე მოწყობილია სასმელი ბიუვეტები, აქ დასაშვებია დამსვენებლების დროებითი ყოფნა სამკურნალო პროცედურების მისაღებად. დანარჩენ ბურღილების ზონებში აკრძალულია გარეშე ფიზიკური პირების ყოფნა და საქმიანობა.
მუხლი 2🔗. რეჟიმი სანიტარიული დაცვის მეორე ზონაში
1. მეორე (შეზღუდული რეჟიმის) ზონა მოიცავს ფართობს, საიდანაც ხდება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ჩამოდინება ბორჯომისაკენ, საბადოს სამივე საექსპლუატაციო უბანს, ტერიტორიებს, სადაც გენერალური გეგმით გათვალისწინებულია კურორტის გაფართოება და განაშენიანება, ქ. ბორჯომის მახლობლად განლაგებულ იმ დასახლებულ პუნქტებს, რომელთა ფუნქციონირებამ შესაძლოა მოახდინონ გარკვეული გავლენა საბადოს სანიტარიულ მდგომარეობაზე.
2. საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად ამ ზონის ტერიტორიაზე აკრძალულია იმ ობიექტების მშენებლობა, გამოყენება და არსებულის განვითარება, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის კურორტის კეთილმოწყობასთან და მის გაფართოებასთან. აკრძალულია მეცხოველეობისა და მეფრინველეობის კომპლექსებისა და ფერმების მშენებლობა, ნაგავსაყრელის მოწყობა, შხამქიმიკატების, მინერალური სასუქებისა და ქიმიური ნივთიერებების შენახვა, ახალი სატრანზიტო საავტომობილო გზების მშენებლობა, ახალი საბინაო მშენებლობის წარმოება შესაბამისი საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემის გარეშე, კოლექტიური მებაღეობის ორგანიზება და დროებითი ტურისტული სადგომების მოწყობა, ახალი სასაფლაოების მოწყობა და არსებულის გაფართოება, პირუტყვის სასაკლაოების მოწყობა, ნახირის გატარება, მავნებლებთან, სარეველებთან და მცენარეების დაავადებებთან საბრძოლველად ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების გამოყენება, ნახმარი და დრენაჟული ჩამონადენების მდინარეებში ჩაშვება, ტყის ჭრა (გარდა მოვლითი ჭრისა) და მიწის ნაკვეთების ისეთი გამოყენება, რომელიც იწვევს ბუნებრივი სამკურნალო რესურსების შემცირებას ან გაფუჭებას.
3. მავნებლებისა და მცენარეების დაავადებების ფართოდ გავრცელებისას ნებადართულია ადამიანისათვის უვნებელი, ნაცადი ქიმიკატებით სანიტარიული სამუშაოების შესრულება.
4. განსაკუთრებულად მკაცრი სანიტარიული კონტროლი უნდა დაწესდეს II ზონის იმ უბნებზე, სადაც ხდება მინერალური წყლის განტვირთვა ალუვიურ ნალექებში. აქ ყველა შემთხვევაში დაუშვებელია ობიექტების მშენებლობა და სამთო სამუშაოების შესრულება. ამ ტერიტორიებზე საჭიროა გაშენდეს მწვანე ნარგავების მასივები.
5. მეორე ზონის ტერიტორიის სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა: გაფართოვდეს და მოწესრიგდეს ქალაქ-კურორტისა და მიმდებარე დასახლებული პუნქტების წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემა; საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნაგვისაგან რეგულარულად დასუფთავდეს ქალაქის ტერიტორია; შეწყდეს ჩამონადენი და საწარმოო წყლების გაუწმენდავად ჩაშვება მდინარეებში; კეთილმოეწყოს შენობა-ნაგებობები, გზები, ბაღ-პარკები; მოხდეს საწარმოების აღჭურვა დანადგარებით, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოს დამაბინძურებელი მავნე ნივთიერებების უტილიზაციას; დაიშვას მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.
მუხლი 3🔗. რეჟიმი სანიტარიული დაცვის მესამე ზონაში
1. მესამე (სამეთვალყურეო) ზონის გარე საზღვრები ემთხვევა კურორტის სანიტარიული ზონის გარე საზღვრებს. მესამე ზონა მოიცავს მინერალური წყლების და კლიმატის ფორმირებისა და გავრცელების არეალს, ტყის მასივებს, აგრეთვე ტერიტორიებს, რომელთა გამოყენებამ სანიტარიული ზონისათვის დადგენილი წესების დაუცველად შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მინერალური წყლების ჰიდროგეოლოგიურ რეჟიმსა და კურორტის სანიტარიულ და ლანდშაფტურ-კლიმატურ პირობებზე. დაუშვებელია ზონის ფარგლებში წყალშემცავი ქანების გამოსავლების ადგილებში მეცხოველეობისა და მეფრინველეობის კომპლექსების მოწყობა, საწარმოებისა და ნაგებობების მშენებლობა, თუ არ იქნება გათვალისწინებული ნარჩენების, ჩამონადენი წყლებისა და ფეკალური მასების მოცილება და უტილიზაცია.
2. ზონაში მოქმედმა რეჟიმმა უნდა უზრუნველყოს მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების, ტყის მასივებისა და ნიადაგების საიმედო სანიტარიული დაცვა.
3. ამ ზონის ტერიტორიაზე დაშვებულია ყველა იმ სამუშაოს შესრულება, რომლებიც უარყოფითად არ იმოქმედებს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებსა და ტერიტორიის სანიტარიულ მდგომარეობაზე.
4. მესამე ზონის ტერიტორიის სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა: მოწესრიგდეს დაბა ბაკურიანის, ლიბანის, წაღვერის და სხვა დასახლებული პუნქტების წყალმომარაგება და კანალიზაცია; კეთილმოეწყოს შენობა-ნაგებობები; შეწყდეს ჩამონადენი წყლების გაუწმენდავად ჩაშვება მდინარეებში; დაიშვას მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.
სანიტარიულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა გეგმა
მუხლი 1🔗. არსებული მდგომარეობა სანიტარიული დაცვის ზონებში
1. მდგომარეობა კურორტ ბორჯომის სანიტარიულ ზონებში არაერთგვაროვანია: იგი არადამაკმაყოფილებელია პირველსა და მეორე ზონებში და დამაკმაყოფილებელი ნაწილობრივ – მესამე ზონაში. გამომდინარე აქედან ძირითადი სანიტარიულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები იგეგმება I და II ზონების ფარგლებში.
2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ევალება შემსრულებელი ორგანიზაციის მიერ შესასრულებელ ღონისძიებათა გეგმით გათვალისწინებული ჰიდროგეოლოგიური, ბალნეოტექნიკური და ეკოლოგიური სამუშაოების შესრულების კონტროლი.
მუხლი 2🔗. შესასრულებელ ღონისძიებათა გეგმა
სანიტარიული დაცვის პირველი ზონა
N
ღონისძიებათა დასახელება
შემსრულებელი
შესრულების ვადა
1
2
3
4
1.
N9, 37 ე, 38, 47, 67, 70, 102, 103 და 128-127-122 დასაკვირვებელი ბურღილების სათავეების, დამცავი ჭებისა და ზონების შემოღობვის მოწყობა, ზონების ტერიტორიის კეთილმოწყობა და არსებული საკაპტაჟე შენობების შეკეთება
2003-2005 წწ.
2.
N37, 54 და 101 საექსპლუატაციო ბურღილების სათავეებისა და ჰიდრომინერალური მეურნეობის მოწყობა, უბნების ტერიტორიის შემოღობვა და კეთილმოწყობა
2003-2004 წწ.
3.
ლიკვიდირებულ იქნეს N9 ბურღილი და მის ნაცვლად გაიბურღოს ახალი ისეთ ადგილას, სადაც შესაძლებელი იქნება სანიტარიული დაცვის I ზონის მოწყობა. მოხდეს N21ე ბურღილის ლიკვიდაცია
2005-2007 წწ.
4.
N102, 103, 122, 47 და 38 დასაკვირვებელი ჩახერგილი ბურღილების ჭაურების გაწმენდა და მათი საერთო მონიტორინგში ჩართვა
2003-2005 წწ.
5.
N25ე საექსპლუატაციო ბურღილის წყალდიდობისაგან დასაცავად ნაპირსამაგრი კედლის აშენება
2003-2004 წწ.
სანიტარიული დაცვის მეორე ზონა
1.
გუჯარეთის წყალსადენზე საქლორატოს მოწყობა, წყალსადენის ჩართვა N1 ჩამოსასხმელი ქარხნის გამწმენდ ნაგებობაში
ბორჯომის რაიონის გამგეობა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად
2003 წ.
2.
სადგერის წყალსადენზე ტუმბოების შეცვლა და შემკრები რეზერვუარების შეკეთება
ბორჯომის რაიონის გამგეობა დაინტერესებული ორგანიზაციები
2003-2004 წწ.
3.
ლიკანის წყალსადენზე საქლორატოს მოწყობა და შემკრები არსებული რეზერვუარების ექსპლუატაციაში ჩართვა
ბორჯომის რაიონის გამგეობა დაინტერესებული ორგანიზაციები
2003-2004 წწ.
4.
გოგიას ციხის წყალსადენზე გამწმენდი ნაგებობებისა და საქლორატოს მშენებლობა
ბორჯომის რაიონის გამგეობა დაინტერესებული ორგანიზაციები
2003 წ.
5.
საქლორატოების მოწყობა არდაგნის, ცოფიანი ღელესა და მთის ხეობის წყალსადენზე
ბორჯომის რაიონის გამგეობა დაინტერესებული ორგანიზაციები
2003-2004 წწ.
6.
ქ.ბორჯომის წყალსადენის ქსელში დანაკარგების ლიკვიდაცია
ბორჯომის რაიონის გამგეობა
დაინტერესებული ორგანიზაციები
2004-2005 წწ.
7.
კანალიზაცია
ქ.ბორჯომის საკანალიზაციო ქსელის რევიზია და დაზიანებული უბნების შეცვლა
ბორჯომის რაიონის გამგეობა დაინტერესებული ორგანიზაციები
2003-2005 წწ.
8.
კურორტის ტერიტორიის გარეთ ჩამდინარე მასების გასატანად გადასაქაჩი სადგურისა და თვითდენადი კოლექტორის მოწყობა
ბორჯომის რაიონის გამგეობა
დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად
2004-2007 წწ.
9.
კურორტ ბორჯომის კოლექტორის ჩართვა ქ. ხაშურის გამწმენდ ნაგებობაში და უკანასკნელის სიმძლავრის დაყვანა 54000 მ.კ./დღ.ღ.
ბორჯომის რაიონის გამგეობა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად
2007 წ.
10.
მტკვარსა და მის შენაკადებში სამეურნეო-სამრეწველო ჩამონადენების გაწმენდა ლოკალური გამწმენდი ნაგებობების მოწყობის საშუალებით კეთილმოწყობა
ბორჯომის რაიონის გამგეობა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად
2004-2005 წწ.
11.
გატანილ იქნეს N25ე ბურღილთან ახლოს განლაგებული მანქანების სამრეცხაო და ლიკვიდირებულ იქნეს სანატ. „ლიკანის“ ეზოში არსებული კერძო საკარმიდამო ნაკვეთები
ბორჯომის რაიონის გამგეობა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად
2003-2004 წწ.
12.
გატანილ იქნეს N21ე ბურღილის მახლობლად გან-ლაგებული საღორეები და საქათმეები
ბორჯომის რაიონის გამგეობა
დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად
2003 წ.
13.
გატანილ იქნეს ზონის გარეთ ყველა ავტომეურნეობა
ბორჯომის რაიონის გამგეობა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად
2004-2006 წწ.
14.
პარკიდან და მის მიმდებარე ტერიტორიიდან გატანილ იქნეს ან შეეცვალოს პროფილი არასაკურორტო დანიშნულების ნაგებობებს
ბორჯომის რაიონის გამგეობა
დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად
2003-2004 წწ.
15.
მოხდეს ქ. ბორჯომის ქუჩებისა და შენობა-ნაგებობების შეკეთება, კეთილმოეწყოს ბაღ-პარკები და ყოფილი საკურორტო სასტუმროს ტერიტორია
ბორჯომის რაიონის გამგეობა
დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად
2003-2006 წწ.
16.
ნაგვისგან გაიწმინდოს სამრეწველო და სამეურნეო ორგანიზაციების ეზოები
ბორჯომის რაიონის გამგეობა
დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად
2003-2004 წწ.
17.
მოხდეს კურორტის ტერიტორიის მუდმივი დასუფთავება
ბორჯომის რაიონის გამგეობა დაინტერესებული ორგანიზაციები
მუდმივად
18.
გაშენდეს სოფ.ფაფასაში მდ.მტკვრის ტერასაზე ბაღ-პარკი
ბორჯომის რაიონის გამგეობა
დაინტერესებული ორგანიზაციები
2004-2007 წწ.
19.
ხმაურის შესამცირებლად გაყვანილი იქნეს კურორტის ტერიტორიაზე უნაკერო ლიანდაგები, აიგოს რკინიგზის გასწვრივ ხმაურამრეკლავი ბარიერი და ფერდობებზე გაშენდეს ხმაურშთანმთქავი მცენარეები
ბორჯომის რაიონის გამგეობა
დაინტერესებული ორგანიზაციები
2003-2005 წწ.
20.
გატანილ იქნეს ქ. ბორჯომიდან რკინიგზის სატვირთო ბაქანი (შესაძლებელი განლაგების ადგილი - სოფ.ჩოხისხევი)
ბორჯომის რაიონის გამგეობა
დაინტერესებული ორგანიზაციები
2007 წ.
21.
ატმოსფერული ჰაერის დაცვა
გადაყვანილ იქნეს სანატორიუმების საქვაბის მუშაობა ბუნებრივ აირზე
ბორჯომის რაიონის გამგეობა
დაინტერესებული ორგანიზაციები
2003-2004 წწ.
22.
აღიჭურვოს მოქმედი საწარმოები ატმოსფეროს დამაბინძურებელი მავნე ნივთიერებების უტილიზაციის დანადგარებით
ბორჯომის რაიონის გამგეობა
დაინტერესებული ორგანიზაციები
2003-2005 წწ.
23.
დაფიქსირდეს მეორე ზონის საზღვრები სამარკო ნიშნების აგებით. ფუნქციონალური ზონების საზღვრებად ძირითადად მიღებულ იქნეს უახლოესი ბუნებრივი მიჯნები
ბორჯომის რაიონის გამგეობა
დაინტერესებული ორგანიზაციები
2003 წ.
სანიტარიული დაცვის მესამე ზონა
24.
შენარჩუნებული იყოს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გუჯარეთის წყლისა და ბორჯომულას სათავეების ტერიტორიაზე, რომ არ დაირღვეს კურორტისაკენ სუფთა ჰაერის ნაკადის
მოძრაობა
ბორჯომის რაიონის გამგეობა
დაინტერესებული ორგანიზაციები
მუდმივად
25.
აშენდეს ზონის გარეთ ნაგავსაწვავი ქარხანა
ბორჯომის რაიონის გამგეობა
დაინტერესებული ორგანიზაციები
2005-2008 წწ.
26.
დაფიქსირდეს ზონის საზღვრები სამარკო ნიშნების აგებით.
ბორჯომის რაიონის გამგეობა
დაინტერესებული ორგანიზაციები
2003 წ.
ამკრძალავი ღონისძიებები კურორტ ბორჯომის სანიტარიული დაცვის ზონებში
მუხლი 1🔗. ზოგადი მოთხოვნები
1. „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად სანიტარიული დაცვის ზონებში აკრძალულია სამუშაოები, რომლებიც აბინძურებს ნიადაგს, წყალს, ჰაერს, ზიანს აყენებს ტყეებსა და მწვანე ნარგავებს, იწვევს ეროზიულ პროცესებს, უარყოფითად მოქმედებს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებსა და კურორტის სანიტარიულ მდგომარეობაზე.
2. საქართველოს კანონში „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონებში“ (თავი II, მუხლები 7, 8 და 9) ჩამოთვლილია სანიტარიული დაცვის ის ზოგადი ამკრძალავი ღონისძიებები, რომელთა განხორციელება აუცილებელია შესასრულებლად ყველა უწყება-საწარმოსათვის.
მუხლი 2🔗. ამკრძალავი ღონისძიებები II ზონაში
აკრძალულია:
ა) ფეკალური მასების, ჩამონადენი და საწარმოო წყლების ჩაშვება მდ. მტკვარსა და მის შენაკადებში;
ბ) მდ. მტკვრისა და მისი შენაკადების კალაპოტში ინერტული მასალის მოპოვება;
გ) ახალი სასაფლაოების მოწყობა და არსებულის გაფართოება;
დ) მტკნარი წყლების მოსაპოვებლად ბურღილების გაყვანა მდ. მტკვრის, გუჯარეთის წყლისა და ბორჯომულას იმ უბნებზე, სადაც ხდება მინერალური წყლის განტვირთვა მდინარეულ ნალექებში;
ე) ტუალეტების მოწყობა ამოსანიჩბი ორმოების საიმედო იზოლაციის გარეშე, იმისათვის, რომ არ მოხდეს გაუწმენდავი ნარჩენების გაჟონვა ნიადაგში;
ვ) უბნებზე, სადაც მინერალური წყალი ზედაპირთან ახლოსაა განლაგებული (ბორჯომ-პარკი) 41ა, 41რ, 128 ბურღილებთან მიმდებარე ტერიტორიები) ყველანაირი მშენებლობა და სამთო სამუშაოები, გარდა იმ სამუშაოებისა, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია მინერალური წყლის გამოყენებასთან;
ზ) ქალაქ ბორჯომში საკურორტო ობიექტების ტერიტორიაზე ყველანაირი ტრანსპორტის მოძრაობა;
თ) ხის გადამმუშავებელი საამქროების მუშაობა, მათ შორის, კერძო სახლებში განლაგებული სახერხები.
მუხლი 3🔗. ამკრძალავი ღონისძიებები III ზონაში
აკრძალულია ლომის მთის ქედზე წყალშემცავი ქანების გამოსასვლელების ადგილას სოფლის მეურნეობის კომპლექსების მოწყობა და განვითარება, თუ არ იქნა გათვალისწინებული ნარჩენებისა და ჩამონადენების მოცილება და უტილიზაცია.
მუხლი 4🔗. კონტროლის განხორციელება
ამკრძალავი ღონისძიებების კონტროლი დაევალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და „ბორჯომმინწყლებს“, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ლიცენზია მინერალური წყლის საბადოს ექსპლუატაციაზე.