ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩებისთვის, მათთან არსებული ჩიხებისთვის და გასასვლელისთვის ინჟინერი ნიკოლოზ სვანიშვილის და კომპოზიტორი სანდრო მირიანაშვილის სახელების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№311
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016220
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №311

2016 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩებისთვის, მათთან არსებული ჩიხებისთვის და გასასვლელისთვის ინჟინერ ნიკოლოზ სვანიშვილის და კომპოზიტორი სანდრო მირიანაშვილის სახელების მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) საბურთალოს რაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ თექვსმეტ ჩიხს მიენიჭოს კომპოზიტორის, საქართველოს სახალხო არტისტის სანდრო მირიანაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ)  საბურთალოს რაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ გასასვლელს მიენიჭოს ინჟინერ ნიკოლოზ სვანიშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

გ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                     გიორგი ალიბეგაშვილი