ქ. თბილისში, ისნის რაიონში ბერი გაბრიელ სალოსის 147ა და 149 კორპუსებთან არსებული უსახელო სკვერისთვის ფეხბურთის მწვრთნელ-მასწავლებელი, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი გია შიხიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №312
2016 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ბერ გაბრიელ სალოსის 147ა და 149 კორპუსებთან არსებული უსახელო სკვერისთვის ფეხბურთის მწვრთნელ-მასწავლებლის, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის - გია შიხიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ისნის რაიონში, ბერ გაბრიელ სალოსის 147ა და 149 კორპუსებთან არსებული უსახელო სკვერს მიენიჭოს ფეხბურთის მწვრთნელ-მასწავლებლის, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის - გია შიხიაშვილის სახელი თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი