ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ ზოგიერთ ვალდებულებათა რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.09.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №446
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.019511
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/09/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულების რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 01.01.2020
დოკუმენტის ტექსტი
ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ ზოგიერთ ვალდებულებათა რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №446
2016 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ ზოგიერთ ვალდებულებათა რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
ნარჩენების მართვის კოდექსის 49-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ ზოგიერთ ვალდებულებათა რეგულირების წესი.
მუხლი 2🔗
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის პირველი სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
2. დადგენილება მოქმედებს 2020 წლის 1 იანვრამდე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ ზოგიერთ ვალდებულებათა რეგულირების წესი
მუხლი 1🔗. ეს წესი შემუშავებულია ნარჩენების მართვის კოდექსის 49-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად და ადგენს, 2020 წლის 1 იანვრამდე, ნარჩენების მართვის კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების რეგულირების წესს.
მუხლი 2🔗. ამ წესში გამოყენებული ტერმინები განიმარტება ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
1. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი ან 1000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი ან ნებისმიერი ოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა), ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა.
2. 2020 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური ან იურიდიული პირი თავისუფლდება კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების ვალდებულებისაგან, თუ იგი ახორციელებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალით გათვალისწინებულ ან სხვა საქმიანობას და წლის განმავლობაში წარმოქმნის 120 კგ ან ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენს.
მუხლი 4🔗
1. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი ან 1000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი ან ნებისმიერი ოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა), ვალდებულია, განსაზღვროს გარემოსდაცვითი მმართველი, რომლის ნარჩენებთან დაკავშირებული მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. 2020 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური ან იურიდიული პირი თავისუფლდება გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრის ვალდებულებისაგან, თუ იგი ახორციელებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალით გათვალისწინებულ ან სხვა საქმიანობას და წლის განმავლობაში წარმოქმნის 120 კგ ან ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენს.
მუხლი 5🔗
1. ნარჩენების აღრიცხვისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინაშე შესაბამისი ანგარიშგების ვალდებულება ეკისრებათ ნარჩენების მართვის კოდექსის 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმიანობების განმახორციელებელ პირებს, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელს, რომლის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 2 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი (გარდა მუნიციპალური ნარჩენისა) ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა).
2. 2020 წლის 1 იანვრამდე ნარჩენების მართვის კოდექსის 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმიანობების განმახორციელებელი პირები, რომლებიც წარმოქმნიან 120 კგ ან ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენს, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელი, რომლის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 120 კგ ან ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება, თავისუფლდებიან ნარჩენების აღრიცხვისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინაშე ანგარიშგების ვალდებულებისაგან.