„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №127 |
|
2016 წლის 27 სექტემბერი ქ. თბილისი |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №41 ბრძანებაში (სსმ, 010340000.22.038.016455, 24/06/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1. საკურატორო სფეროში შემავალი დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის ბრძანებით, ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის უშუალო ხელმძღვანელობას.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|