„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№126
სარეგისტრაციო კოდი
010340020.22.038.016719
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №126

2016 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში (სსმ, 010340020.22.038.016469, 26/06/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საკურატორო სფეროში შემავალი დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის ბრძანებით, ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის უშუალო ხელმძღვანელობას.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი