,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-174
სარეგისტრაციო კოდი
480040000.22.030.016150
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-174

2016 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

 



1. ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №308 ბრძანებაში (ვებგვერდი, 03.01.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი №480040000.22.030.016036) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

ა)  23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოსამსახურის ვადაზე ადრე გამოწვევისას, ბინის ქირავნობის, მისი და მისი ოჯახის წევრების სამედიცინო დაზღვევისა და ოჯახის არასრულწლოვანი წევრის განათლების მიღებასთან დაკავშირებით  საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულებების შეწყვეტასთან დაკავშირებული ხარჯები მას შესაძლებელია აუნაზღაურდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად.“;

) ბრძანებას დაემატოს 243, 244 245 და 246 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,243. დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის ოჯახის არასრულწლოვან წევრებს უნაზღაურდებათ ადრეული და სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც მოიცავს მხოლოდ სწავლის, სასწავლო დაწესებულებაში რეგისტრაციის, ტრანსპორტირებისა და კვების საფასურს.

244. დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის ოჯახის არასრულწლოვან წევრებს, ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, შესაბამისი ხელშეკრულების ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, უნაზღაურდებათ სასწავლო წლის დაწყებიდან მის დასრულებამდე პერიოდისთვის, შემდეგი ოდენობის ფარგლებში:

ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ევროში დაფინანსების შემთხვევაში, თვეში არაუმეტეს 460 ევრო;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აშშ დოლარში დაფინანსების შემთხვევაში, თვეში არაუმეტეს 500 აშშ დოლარი.

245. თუ ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები აღემატება 244 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოდენობას, ასევე ანაზღაურდება ფაქტობრივ ხარჯსა და ყოველთვიურ ლიმიტს შორის სხვაობის 50% .

246. ადგილსამყოფელი ქვეყნის იმ ქალაქში, სადაც განთავსებულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება, სახელმწიფო ენაზე უფასო სასწავლებლის არსებობის შემთხვევაში, როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის ოჯახის არასრულწლოვან წევრებს არ აუნაზღაურდებათ ამავე ენაზე ფასიან სასწავლებელში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი. განსაკუთრებულ შემთხვევებში,  მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დადგინდეს განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების  ამ პუნქტისაგან განსხვავებული წესი.“.

გ) ბრძანების დანართი №7 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის მიერ, ოჯახის არასრულწლოვანი წევრების ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები,  ანაზღაურებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულით დაფინანსდა 2016 წლის 1 აგვისტოს შემდგომ პერიოდში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით დონდუა
📎 დანართები (1)
-2.doc DOC

|

დანართი №7

სამედიცინო დაზღვევის ხარჯების ანაზღაურების წლიური ზღვრული ოდენობები ევროში

დასაფინანსებელი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა

და საკონსულო დაწესებულებების მიხედვით | |

| | |

| | | |

| |00 -18 |19 - 24 |25 - 29 |30 - 34 |35 - 39 |40 - 44 |45 - 49 |50 - 54 |55 - 59 |60 - 64 |65 - 69 |70 - ზევით | |1 |2 |3 |4 |5 |6 |7 |8 |9 |10 |11 |12 |13 |14 | |1 |საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ.ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში |560 |658 |805 |854 |953 |1051 |1249 |1444 |1691 |1936 |2526 |3510 | |2 |საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში |599 |705 |864 |919 |1025 |1131 |1344 |1558 |1822 |2088 |2726 |3791 | |3 |საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში |373 |435 |526 |556 |619 |679 |802 |924 |1077 |1230 |1597 |2209 | |4 |საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში |864 |1025 |1265 |1344 |1504 |1663 |1982 |2300 |2700 |3099 |4055 |5652 | |5 |საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში |864 |1025 |1265 |1344 |1504 |1663 |1982 |2300 |2700 |3099 |4055 |5652 | |6 |საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოსთან |864 |1025 |1265 |1344 |1504 |1663 |1982 |2300 |2700 |3099 |4055 |5652 | |7 |საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში |398 |464 |565 |597 |663 |728 |861 |993 |1158 |1325 |1721 |2383 | |8 |საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში |560 |658 |805 |854 |953 |1051 |1249 |1444 |1691 |1936 |2526 |3510 | |9 |საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში |560 |658 |805 |854 |953 |1051 |1249 |1444 |1691 |1936 |2526 |3510 | |10 |საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.სტამბოლში |560 |658 |805 |854 |953 |1051 |1249 |1444 |1691 |1936 |2526 |3510 | |11 |საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ტრაპიზონში |560 |658 |805 |854 |953 |1051 |1249 |1444 |1691 |1936 |2526 |3510 | |12 |საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ.რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO,IFAD,WEP) |599 |705 |864 |919 |1025 |1131 |1344 |1558 |1822 |2088 |2726 |3791 | |13 |საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში |398 |464 |565 |597 |663 |728 |861 |993 |1158 |1325 |1721 |2383 | |14 |საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში |373 |435 |526 |556 |619 |679 |802 |924 |1077 |1230 |1597 |2209 | |15 |საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში |560 |658 |805 |854 |953 |1051 |1249 |1444 |1691 |1936 |2526 |3510 | |16 |საქართველოს წარმომადგენლობა ნატო-ში |599 |705 |864 |919 |1025 |1131 |1344 |1558 |1822 |2088 |2726 |3791 | |17 |საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში |560 |658 |805 |854 |953 |1051 |1249 |1444 |1691 |1936 |2526 |3510 | |18 |საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში |560 |658 |805 |854 |953 |1051 |1249 |1444 |1691 |1936 |2526 |3510 | |19 |საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში |560 |658 |805 |854 |953 |1051 |1249 |1444 |1691 |1936 |2526 |3510 | |20 |საქართველოს საელჩო რუმინეთში |560 |658 |805 |854 |953 |1051 |1249 |1444 |1691 |1936 |2526 |3510 | |21 |საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში |560 |658 |805 |854 |953 |1051 |1249 |1444 |1691 |1936 |2526 |3510 | |22 |საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში |864 |1025 |1265 |1344 |1504 |1663 |1982 |2300 |2700 |3099 |4055 |5652 | |23 |საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში |373 |435 |526 |556 |619 |679 |802 |924 |1077 |1230 |1597 |2209 | |24 |საქართველოს საელჩო უნგრეთში |560 |658 |805 |854 |953 |1051 |1249 |1444 |1691 |1936 |2526 |3510 | |25 |საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.სალონიკში |560 |658 |805 |854 |953 |1051 |1249 |1444 |1691 |1936 |2526 |3510 | |26 |საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში |560 |658 |805 |854 |953 |1051 |1249 |1444 |1691 |1936 |2526 |3510 | |27 |საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში |373 |435 |526 |556 |619 |679 |802 |924 |1077 |1230 |1597 |2209 | |28 |საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან (ვატიკანში) |599 |705 |864 |919 |1025 |1131 |1344 |1558 |1822 |2088 |2726 |3791 | |29 |საქართველოს საკონსულო ქ.ბარსელონაში |398 |464 |565 |597 |663 |728 |861 |993 |1158 |1325 |1721 |2383 | |30 |საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში |1813 |2150 |2652 |2819 |3157 |3491 |4163 |4837 |5677 |6515 |8528 |11884 | |31 |საქართველოს საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში |373 |435 |526 |556 |619 |679 |802 |924 |1077 |1230 |1597 |2209 | |32 |საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში |1813 |2150 |2652 |2819 |3157 |3491 |4163 |4837 |5677 |6515 |8528 |11884 | |33 |საქართველოს საელჩო ნორვეგიის სამეფოში |1813 |2150 |2652 |2819 |3157 |3491 |4163 |4837 |5677 |6515 |8528 |11884 | |34 |საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.მაინის ფრანქფურტში |864 |1025 |1265 |1344 |1504 |1663 |1982 |2300 |2700 |3099 |4055 |5652 | |35 |საქართველოს საელჩო სლოვენიის რესპუბლიკაში |560 |658 |805 |854 |953 |1051 |1249 |1444 |1691 |1936 |2526 |3510 | |36 |საქართველოს საელჩო ირლანდიაში |864 |1025 |1265 |1344 |1504 |1663 |1982 |2300 |2700 |3099 |4055 |5652 | |37 |საქართველოს საელჩო ფინეთის რესპუბლიკაში |221 |256 |307 |322 |358 |390 |460 |529 |614 |700 |857 |1045 | |38 |საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამე-ფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში |864 |1025 |1265 |1344 |1504 |1663 |1982 |2300 |2700 |3099 |4055 |5652 | |