„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის N156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №73 |
|
2016 წლის 22 სექტემბერი ქ. თბილისი |
„21. საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (ფინანსების მიმართულებით; თანამდებობრივი სარგო – მთავარი სპეციალისტის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო).
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (ფინანსების მიმართულებით; თანამდებობრივი სარგო – მთავარი სპეციალისტის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ფინანსების სფეროში;
ბ) ფინანსების სფეროში, კერძოდ, ფინანსური მოდელების შემუშავებისა და ანალიზის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა კარგად;
დ) კომპიუტერული პროგრამების – „Excel“, „Word“, „Power Point“, „Outlook“ და „Internet Explorer“-ის ცოდნა ძალიან კარგად.
ე) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ -საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების, „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილების, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების, „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომელიც არ არის შეტანილი საქართველოს ასაშენებლი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №40 ბრძანების ცოდნა.“.
|