შპს „მალი XXI”–ის საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე უსუფი ანდრიაშვილი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო განცხადება
აუქციონის დანიშვნის შესახებ
2016 წლის 22 სექტემბერი
სპეციალისტი:
შპს „მალი XXI”–ის (ს/კ 202463342)
დირექტორი დავით თორაძე
მისამართი: ქ. თბილისი, უ. ჩხეიძის 23
ელ ფოსტა: specialist@mali.ge
სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ,
სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M318
უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი:
უსუფ ანდრიაშვილი პირადი№31001030630 მცხოვრები: მცხეთა, წილკანი, გიორგი მაზნიაშვილის ქ. 26
აუქციონის ჩატარების დრო : 07.10.2016 წლის 12:30 სთ-დან 11.10.2016 წლის 12:30 სთ-მდე
აუქციონის ჩატარების ადგილი : eAuction.ge , განმკარგავი ორგანიზაცია შპს „მალი XXI”
უძრავი ნივთის საწყისი ფასი : 4996.98 აშშ დოლარი და 325 ლარი
უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა : მცხეთა, სოფ. წილკანი, მიწის ნაკვეთი: 6500 კვ.მ; საკადასტრო კოდი: 72.02.40.083
უძრავი ნივთის აღწერა : მცხეთა სოფ. წილკანი, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 6500 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 72.02.40.083
გარდამავალი უფლებები: აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის შედეგად გარდამავალი უფლებები არ წარმოიშობა;
სხვა უფლებები: უძრავი ნივთი დატვირთულია სერვიტუტის უფლებით შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ (206237491) სასარგებლოდ. სერვიტუტის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 29/09/2010.
აუქციონის პირობები :
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.
ბ) e A uction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით: 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე 3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით.
გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.
გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.
დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 5 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.
ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „მალი XXI” მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.
ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს „მალი XXI”, დირექტორი დავით თორაძე