,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№66
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.026.016412
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №66

2016 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 



მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის №27 ბრძანებაში (ვებგვერდი, 15/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.026.016325) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1.    მე-2 მუხლს დაემატოს ,,ზ“ – ,,ი“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამინისტროსათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბალანსზე რიცხული/სარგებლობაში გადაცემული ქონების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა;

თ) სამინისტროს მოთხოვნით/ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, მისაწოდებელი საქონლის შემოწმება;

ი) კვებითი მომსახურების ხარისხის შემოწმება/კონტროლი.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს ,,რ“ – ,,ჩ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,რ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული, სარგებლობაში არსებული, ასევე სამინისტროს დაკვეთით წარმოებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა;

ს) ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, განსაზღვროს შემსრულებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რამდენად შეესაბამება მის მიერვე წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას და სხვა შესაბამის აქტებს;

ტ) სამინისტროს მოთხოვნით/ხელშეკრულებით განსაზღვრული ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით,  შესყიდვის ობიექტის შემოწმება;

უ) შესასყიდი საწვავ-საპოხი მასალის  ვიზუალური და დოკუმენტალური შემოწმება;

ფ) საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებთან ხარისხის, ღირებულებისა და მოცულობების განსაზღვრა-დადგენის მიზნით საექსპერტო დაწესებულებისათვის მიმართვა;

ქ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა რაციონალური და უსაფრთხო კვების მიზნით სურსათის ხარისხისა და კვების კონტროლი;

ღ) სამხედრო ქვედანაყოფების კვების ბლოკებში საკვები პროდუქტების შენახვის, გადამუშავებისა და  მომზადების,  გამოყენების წესების დაცვის, ტრანსპორტირების, სანიტარიულ-ჰიგიენური, საკვები პროდუქციის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის კონტროლი;

ყ) სამინისტროს დაკვეთით სამინისტროს ბალანსზე რიცხული და სარგებლობაში არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მაღალი და დაბალი ძაბვის, შიდა და გარე ელექტრომომარაგების, სახანძრო სისტემების,  გათბობა-გაგრილების, კონდიცირება-ვენტილაციის, ბუნებრივი აირით მომარაგების, სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა;

შ) შესყიდული ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ხარისხის და მისი შემადგენელი ერთეულების გამოცდის კონტროლი;

ჩ) შენახვაზე მყოფი საბრძოლო მასალების პერიოდულ გამოცდებში მისი ხარისხის შემოწმების მიზნით კონტროლის განხორციელება დადგენილ ნორმებთან და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან მიმართებაში.“. 

3. მე-4 მუხლს დაემატოს ,,დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,დ) ხარისხის კონტროლის სამმართველო:

დ.ა) კვების, სანივთე ქონების, საწვავ-საპოხი მასალებისა და  სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილება;

დ.ბ) სამშენებლო საინჟინრო და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება;

დ.გ) შეიარაღების, ტექნიკისა და საბრძოლო მასალების ხარისხის კონტროლის განყოფილება.“.

4. მე-5 მუხლს დაემატოს მე-10 – მე-13 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,10. ხარისხის კონტროლის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა)  სამინისტროს მოთხოვნით/ხელშეკრულებით განსაზღვრული ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით,  სანივთე ქონების შემოწმება;

ბ) შესასყიდი საწვავ-საპოხი მასალის  ვიზუალური და დოკუმენტალური შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებთან ხარისხის, ღირებულებისა და მოცულობების განსაზღვრა-დადგენის მიზნით საექსპერტო დაწესებულებისათვის მიმართვა;

გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა რაციონალური და უსაფრთხო კვების მიზნით სურსათის ხარისხისა და კვების კონტროლი;

დ) სამხედრო ქვედანაყოფების კვების ბლოკებში საკვები პროდუქტების შენახვის, გადამუშავებისა და  მომზადების,  გამოყენების წესების დაცვის, ტრანსპორტირების, სანიტარიული-ჰიგიენური, საკვები პროდუქციის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის კონტროლი;

ე) სამინისტროს ბალანსზე რიცხული, სარგებლობაში არსებული, ასევე სამინისტროს დაკვეთით წარმოებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა და შესრულების ხარისხის კონტროლი;

ვ) ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, განსაზღვროს შემსრულებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რამდენად შეესაბამება მის მიერვე წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას და სხვა შესაბამის აქტებს;

ზ) ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, დოკუმენტალურად დაასაბუთოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის შესაბამისობა შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებთან მიმართებაში;

თ) განახორციელოს სამინისტროს დაკვეთით სამინისტროს ბალანსზე რიცხული და სარგებლობაში არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მაღალი და დაბალი ძაბვის, შიდა და გარე ელექტრომომარაგების, სახანძრო სისტემების,  გათბობა-გაგრილების, კონდიცირება-ვენტილაციის, ბუნებრივი აირით მომარაგების, სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა და შესრულების ხარისხის კონტროლი;

ი) ხარისხის, ღირებულებისა და სამუშაოს მოცულობების განსაზღვრა-დადგენის დროს, როდესაც შეუძლებელია საექსპერტო დაწესებულების დასკვნის გარეშე ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის განსაზღვრა, საექსპერტო დაწესებულებისათვის მიმართვა;

კ) შეძენილი შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის ხარისხობრივი შესაბამისობის შემოწმება ხელშეკრულების პირობებთან მიმართებაში;

ლ) კონტროლი გაუწიოს შესყიდული ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ხარისხს და მისი შემადგენელი ერთეულების გამოცდას;

მ) შენახვაზე მყოფი საბრძოლო მასალების პერიოდულ გამოცდებში მისი ხარისხის შემოწმების მიზნით კონტროლის განხორციელება დადგენილ ნორმებთან და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან მიმართებაში; 

ნ) საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებთან ხარისხის, ღირებულებისა და მოცულობების განსაზღვრა-დადგენის მიზნით საექსპერტო დაწესებულებისათვის მიმართვა;

ო) მონაწილეობა მიიღოს შეძენილი შეიარაღებისა და ტექნიკის ხარისხობრივი შესაბამისობის დადგენაში ხელშეკრულების პირობებთან მიმართებაში.

11. კვების, სანივთე ქონების, საწვავ-საპოხი მასალებისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების კომპეტენციაა ამ დებულების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება.

12. სამშენებლო, საინჟინრო და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების კომპეტენციაა ამ დებულების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის „ე“ – „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება.

 13. შეიარაღების, ტექნიკისა და საბრძოლო მასალების ხარისხის კონტროლის განყოფილების კომპეტენციაა ამ დებულების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის „კ“ – „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 26 სექტემბრიდან.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.09.2016.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 23.09.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №66. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.026.016412.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.09.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №66, 23.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.026.016412 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.09.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3401137/