„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 აპრილის №211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№551
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016573
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №551

2016 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 აპრილის №211 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 25/04/2016 წ., სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016531) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №57 დანართის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ქვეგანყოფილების უფროსს (ექიმი), მთავარ სპეციალისტებს (ექიმი-თერაპევტი) და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეგიონალური ქვედანაყოფების (სამმართველოები) წამყვან სპეციალისტებს (ექიმი, ექიმი-თერაპევტი და ექიმი-სტომატოლოგი) დაუწესდეთ თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური დანამატი 215 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი